კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი აკრძალული ორგანიზაციის წევრი იყო ეგვიპტის ახალი პრეზიდენტი მუჰამედ მურსი და რატომ დაუჭირეს მას მხარი ეგვიპტელმა ქრისტიანებმა – კოპტებმა

„არაბული გაზაფხულის” ერთ-ერთი მსხვერპლის, ეგვიპტის ექსპრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, ტურისტებისთვის მაცდურ ამ არაბულ სახელმწიფოში, დიქტატორული რეჟიმის დამარცხების შემდგომ, პირველი დემოკრატიული არჩევნები გაიმართა და 2012 წლის 30 ივნისს ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ეგვიპტის პრეზიდენტის პოსტი მუჰამედ მურსიმ დაიკავა და ის გახდა ეგვიპტის ისტორიაში პირველი ისლამისტი პრეზიდენტი. „თბილისელების” ამ ნომერში ეგვიპტის ახალი პოლიტიკური ლიდერის შესახებ გავრცელებულ ფაქტებს გთავაზობთ.
* მუჰამედ მურსი ისა ელ-აიატი 1951 წლის აგვისტოში დაიბადა ეგვიპტის პროვინცია შარკიაში. უმაღლესი განათლება მან ქაიროს უნივერსიტეტში მიიღო, 1975 წელს (სხვა მონაცემებით – 1972 წელს) ინჟინრის ბაკალავრის დიპლომით დაამთავრა სწავლა და მაშინვე მაგისტრატურაში განაგრძო სწავლა, რომელიც 1978 წელს დაასრულა და სამეცნიერო ხარისხი დაიცვა. 1982 წელს მურსიმ სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში. აკადემიური კარიერის განმავლობაში მურსი ქაიროს უნივერსიტეტში საინჟინრო თემაზე კითხულობდა ლექციებს; გარდა ამისა, ის  ამერიკაში, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტისა და 1982-1985 წლებში ნორთრიჯის უნივერსიტეტში საინჟინრო ფაკულტეტებზე ასწავლიდა.
* 80-იანი წლების შუა პერიოდში მურსი ეგვიპტეში დაბრუნდა და შარკიას პროვინციაში, ზაკაზიკას უნივერსიტეტში მოეწყო სამუშაოდ. 1985-2010 წლებში იგი ამ უნივერსიტეტის საინჟინრო საქმიანობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. გარდა ამისა, ცნობილია, რომ სამშობლოში დაბრუნებამდე მუჰამედ მურსი ამერიკაში, შეერთებული შტატების აეროკოსმიურ სააგენტო „ნასაში,” კოსმოსური ხომალდების – შატლების პროექტირებაზე მუშაობდა.
* 1992 წლიდან მუჰამედ მურსი ეგვიპტურ პოლიტიკაში ჩაერთო: იგი მონაწილეობას იღებდა აკრძალული ისლამისტური მოძრაობის – „ძმები მუსლიმანების” საქმიანობაში. აგრეთვე, ის იყო სიონიზმთან ბრძოლის ეგვიპტური კომისიის ერთ-ერთი დამაარსებელი. 2000 წელს მუჰამედ მურსი დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში ეგვიპტის პარლამენტის ქვედა პალატის – სახალხო ასამბლეის წევრი გახდა. პარლამენტში მოღვაწეობის დროს მან სახელი გაითქვა როგორც მოქმედი ხელისუფლების აქტიურმა ოპონენტმა. მურსი სამთავრობო სტრუქტურებში გამეფებულ კორუფციასა და მუნიციპალური ხელისუფლებისთვის ძალაუფლების გაზრდისთვის იბრძოდა. პარლამენტში მას ისრაელის მთავარი მტრის სახელი ჰქონდა, ის აკრიტიკებდა მუბარაქის პოლიტიკას ებრაელებთან მიმართებაში და ასევე ღიად ებრძოდა ეგვიპტის კულტურულ პოლიტიკას, რომელიც ითვალისწინებდა ისლამურ ნორმებთან შეუთავსებელი ფილმების, მუსიკის, ჟურნალების გავრცელებას და სილამაზის კონკურსების ჩატარებას. თავისი აქტიური საქმიანობისთვის მურსი 2000-2005 წლების ეგვიპტის პარლამენტის საუკეთესო პარლამენტარად დაასახელეს ისლამურ წრეებში.
* 2005 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც მუჰამედ მურსი ხმების ფალსიფიკაციის გამო ვერ მოხვდა პარლამენტში, მუბარაქის მთავრობამ განაახლა რეპრესიები „ძმები მუსლიმანების” წინააღმდეგ. 2006 წელს, ერთ-ერთი ოპოზიციური მიტინგის დროს, მუჰამედ მურსი დააპატიმრეს და ციხეში მან შვიდი თვე გაატარა. მოგვიანებით იგი გაათავისუფლეს, თუმცა, 2011 წლის იანვარში, მას შემდეგ, რაც დაიწყო ფართომასშტაბიანი გამოსვლები მუბარაქის რეჟიმის წინააღმდეგ, მურსი კვლავ დააპატიმრეს, რათა მას და მის თანამებრძოლებს არ მიეღოთ მონაწილეობები მანიფესტაციებში. დაკავებიდან ორ დღეში მურსი და ოპოზიციის სხვა ლიდერები გაათავისუფლეს და აპრილში მუჰამედ მურსი ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის, – „თავისუფლების და სამართლიანობის პარტიის“ თავმჯდომარედ აირჩიეს. ფაქტობრივად, მურსის პარტია „ძმები მუსლიმანების” პოლიტიკის გამატარებელი იყო და მთავრობასთან მოლაპარაკებების დროს იგი სწორედ „ძმები მუსლიმანებისთვის” დამახასიათებელი პოლიტიკურ მოთხოვნებს აყენებდა.
* 2012 წლის მაისში, ეგვიპტის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, მუჰამედ მურსიმ ხმათა 24 პროცენტი დააგროვა და ყველა სხვა კანდიდატს აჯობა. დაინიშნა არჩევნების მეორე ტური, სადაც მურსის კონკურენტი ეგვიპტის ექსპრემიერი აჰმედ შაფიკი გახდა. 17 ივნისს გამართულ არჩევნებში მურსიმ ხმათა 51 პროცენტი დააგროვა და 30 ივნისს იგი ოფიციალურად გამოცხადდა ეგვიპტის ახალ პრეზიდენტად.
* მუჰამედ მურსი ცნობილია, როგორც კონსერვატიული ხედვის მხარდამჭერი. იგი არის შარიათზე დაყრდნობით მიღებული კანონების მომხრე და ეგვიპტეში ამერიკის შეერთებული შტატების გავლენის შემცირების ინიციატორი. ამასთან, დასავლელ ექსპერტებს მურსის დემოკრატიული პრინციპების მიმდევრად და ადამიანის უფლებათა დაცვის იდეის გამზიარებლად მიაჩნიათ. ექსპერტების აზრით, მურსის არ გააჩნია საკმარისი ქარიზმა, რომ მან ერის ლიდერის ფუნქცია შეასრულოს, თუმცა, მას ყველა მონაცემი აქვს, რომ გახდეს ეროვნული ლიდერი.
* ეგვიპტის მოსახლეობის 20 პროცენტი გაუნათლებელია და წერა-კითხვა არ იცის. ამის გამო, საარჩევნო ბიულეტენებში კანდიდატების გვარების გასწვრივ გრაფიკული სიმბოლოები იყო ნაჩვენები: მუჰამედ მურსი „სასწორის” სიმბოლოთი იყო ნაჩვენები, ხოლო, მისი მეტოქე, აჰმედ შაფიკი – „კიბის” სიმბოლოთი. აღსანიშნავია, რომ მურსის პარტია საარჩევნო ბიულეტენში საპარლამენტო არჩევნების დროს ორი სასწორით იყო ნაჩვენები.
* მიუხედავად იმისა, რომ მუჰამედ მურსი ეგვიპტის პრეზიდენტია, მას ჯერჯერობით არ აქვს უფლება, დატოვოს ქვეყნის ფარგლები, რადგან, ჯერ კიდევ ჰოსნი მუბარაქის მმართველობის პერიოდში, მურსი ყველა საერო და საწყლოსნო პორტის შავ სიაში შეიყვანეს, როგორც აკრძალული ორგანიზაციის „ძმები მუსლიმანების” აქტივისტი. იმისთვის, რომ მურსიმ მოიხსნას ეს აკრძალვა, აუცილებელია, მან შესაბამისი მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს.
* მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტის ახალი პრეზიდენტი მუჰამედ მურსი ისლამისტია ეგვიპტელი ქრისტიანები – კოპტები, მიესალმებიან მის გაპრეზიდენტებას და იმედოვნებენ, რომ მუბარაქის რეპრესიული ქმედებები კოპტების მიმართ საბოლოოდ დასრულდება მურსის პრეზიდენტობის პერიოდში. 1952 წლიდან ეგვიპტეს სამხედროები მართავდნენ და კოპტების მიმართ განსაკუთრებულ ძალადობას იჩენდნენ: მათი საკუთრება ნაციონალიზებულ იქნა, ხოლო თავად კოპტები იდევნებოდნენ. თავისი საარჩევნო კამპანიის პერიოდში მურსიმ საკუთარი თავი „ყველა ეგვიპტელის პრეზიდენტად” გამოაცხადა და სწორედ ამ ლოზუნგის გამოცხადების შემდგომ დაუჭირეს მას მხარი კოპტებმა. ეგვიპტეში 8 მილიონამდე კოპტი ცხოვრობს.
* მუჰამედ მურსის პირველი ბრძანება შემდეგში მდგომარეობდა: მურსიმ შეამცირა საპრეზიდენტო კორტეჟი, აკრძალა ქუჩების გადაკეტვა და ბლოკირება კორტეჟის გადაადგილების დროს; აუკრძალა სამთავრობო დაწესებულებებს თავისი პორტრეტების დაკიდება შენობების ფასადებზე. გარდა ამისა, მუჰამედ მურსი თითოეულ ეგვიპტელს დაჰპირდა, რომ „ისლამური რენესანსის” პოლიტიკას გაატარებს და ცხოვრების დონეს აამაღლებს. აღსანიშნავია, რომ მურსიმ უკვე გამოთქვა თავისი აზრი ნავთობის ფასთან დაკავშირებით: მისი თქმით, ერთი ბარელი ნავთობი 400 დოლარი უნდა ღირდეს და, ამ ფასის ერთი დოლარით დაწევაც კი, ეგვიპტელების ცხოვრებაზე აისახება.
* მუჰამედ მურსი 1978 წლიდან დაქორწინებულია ნაჯლე მაჰმუდზე. მას ჰყავს ხუთი შვილი: აჰმედი, შიმა, უსამა, ომარი და აბდულა. აჰმედი და ომარი კალიფორნიაში ცხოვრების დროს დაიბადნენ და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები არიან. მუჰამედ მურსი სუნიტური ისლამის მიმდევარია. აღსანიშნავია, რომ მისმა მეუღლემ, ნაჯლემ, უარი განაცხადა ქაიროში საცხოვრებლად გადასვლაზე და უმცროს აბდულასთან ერთად ზაკაზიკში დარჩა, სადაც, ასევე, ცხოვრობს მურსის ერთადერთი ქალიშვილი, შიმა, მეუღლესთან ერთად.

скачать dle 11.3