კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გინესის რეკორდი ხელოვნების დარგში


ქართველები რომ ნიჭიერი ხალხი ვართ, ამაში ვერავინ შეგვედავება. როგორ ვიყენებთ ამ ნიჭიერებას, ეს მეორე საკითხია. გინესის მსოფლიო რეკორდთა წიგნში, საკუთარი უნიკალური ნიჭისა და შესაძლებლობის წყალობით, არაერთი ქართველის გვარია დაფიქსირებული. სულ მალე შესაძლოა, მათ რიცხვს კიდევ ერთი ქართული გვარი მიემატოს. კერძოდ, კომპოზიტორი სერგო ჟვანია. მან ის რეკორდი მოხსნა ხელოვნების დარგში, რომელიც ჯერ არც ერთ ადამიანს არ მოუხსნია. მსოფლიო რეკორდის დამაფიქსირებელმა კლუბმა „რეკორდი”, საქართველოში კიდევ ერთი ბატონ სერგო ჟვანიას რეკორდი დააფიქსირა. ის 74 წლისაა და ვერ წარმოუდგენია ცხოვრება მუსიკისა და ინსტრუმენტის გარეშე. უამრავი ნაწარმოები ზეპირად იცის და საათობით უკრავს, ყოველგვარი შეცდომის და დაღლის გარეშე. ამჯერად, სპორტულმა კლუბმა ტრადიციას უღალატა და რეკორდი ხელოვნების დარგში, სწორედ ბატონი სერგოს უნიკალური და გასაოცარი შესაძლებლობებით დააფიქსირა.

კომპოზიტორმა სერგო ჟვანიამ მუსიკალური მარათონი შესთავაზა რეკორდის მესვეურებს. კომპოზიტორთა კავშირის დარბაზი ცნობისმოყვარე ადამიანებით გაავსო და ორგზის მსოფლიო რეკორდსმენმა, მესამე მსოფლიო მუსიკალური რეკორდი მათ თვალწინ დაამყარა. სერგო ჟვანია არაერთი ქართული ფილმის მუსიკის ავტორია. მას ასევე დაწერილი აქვს ოპერები, – „მედეა”, „ეკატერინე ჭავჭავაძე”, „მაგნოლია”, „დედას ლევანი”...

სერგო ჟვანია: ვერ წარმომიდგენია, ჩემი ცხოვრება მუსიკის გარეშე. უამრავი ნაწარმოები ვიცი ზეპირად და შემიძლია, უშეცდომოთ, საათობით დავუკრა. პირველი მსოფლიო რეკორდი 2004 წელს დავამყარე. მაშინ, ხელოვნების მუშაკთა სახლში, რვა საათის განმავლობაში დავუკარი 1 001 ნაწარმოები. არ დამავიწყდება, დამსწრე საზოგადოების გაოცებული სახეები (იცინის). ამის მერე, მეორე მსოფლიო რეკორდი კიევში დავამყარე 2007 წელს და იქ 1 111 ნაწარმოები შევასრულე ზეპირად.

– როგორც ვიცი, ხელოვნების დარგში მსგავსი რეკორდი ჯერ არც ერთ ადამიანს არ მოუხსნია. ასეა?

– დიახ, ასეა. სხვათა შორის, წინა წლებში დამყარებული რეკორდი, დღეს უფრო გავაუმჯობესე და დავხვეწე. ახლა, წარმოიდგინეთ, სამი დღის განმავლობაში ცხრა-ცხრასაათიან მუსიკალური მარათონი – კონცერტი გავმართე, სადაც 1 121 ნაწარმოები შევასრულე ზეპირად, ნოტების გარეშე. რეალურად, სამი საათით გავაუმჯობესე რეკორდი. ზოგ ნაწარმოებებს ადრე თავის ტემპში ვუკრავდი, მერე კი მივხვდი, თუ ცოტა ავაჩქარებდი, დროს მოვიგებდი. ასეც მოვიქეცი და გაამართლა.

რომელი ნაწარმოებები შეასრულეთ?

– შევასრულე ქართული ხალხური ნაწარმოებები, დაახლოებით, ასამდე კახური სიმღერა, ასზე მეტი – სვანური, კოლხური სიმღერა. ასევე, ქართველი კომპოზიტორებისა და უცხოელი, მსოფლიოში ცნობილი კლასიკოსების ნაწარმოებები. მაგალითად, მოცარტი, ბეთჰოვენი, ვერდი, შოპენი, პუჩინი, ჩაიკოვსკი. ამით ჩემს თავს დავუმტკიცე და საზოგადოებასაც ვაჩვენე, რომ შეუძლებელი არაფერია. მთავარია მონდომება, შრომა, გონების და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება. ახლა მინდა გინესის მსოფლიოს რეკორდთა წარმომადგენლებს დავუმტკიცო ჩემი შესაძლებლობა. დავარწმუნო ისინი, რომ მახსოვს და უშეცდომოდ ვუკრავ ამდენ ნაწარმოებს.


скачать dle 11.3