კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პატიოსან გვამთა ვნებანი

ანუ, კონსულიც მოკვდავია

ცნობილია (თუ მთლად ყველასთვის არა, იმედია, ამის შემდეგ მაინც გახდება ცნობილი), რომ გამგეობებში შეჭირვებულ ოჯახებს (პირი ქვისკენ მიქნია) ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ეხმარებიან (დახმარების ჩამონათვალშია: კატაფალკა, სასახლე და მიკროავტობუსი). რთული სათქმელია, ამ ქველმოქმედებაში რამდენია თავად ქველმოქმედება, რადგან, შესაძლოა, მიწის ზემოთ დარჩენილთა მიერ გამოწვეული პრობლემის პრევენციაც იყოს.
ასეა თუ ისე, ფაქტი ფაქტად რჩება: ამ ჩვენს სამშობლოში, თუკი უფალი მიგვიბარებს, მიწის ზემოთ არავის დაგვტოვებენ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს პრინციპი მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ვრცელდება, რადგან, „პირველის“ ინფორმაციით, შვეიცარიაში გარდაცვლილი 28 წლის დიმიტრი მარგიანის სამშობლოში გადმოსვენებაში ოჯახის წევრებისთვის საქართველოს კონსულ ქ-ნ რუსუდან ვარდიაშვილს უარი განუცხადებია (ეს საკითხი არ გვეხებაო!) და კერძო შვეიცარიულ კომპანიაში გადაუმისამართებია (მთლად უგულოც კი არ არის?!). ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ კომპანიის მიერ მომსახურების გაწევა 7 000  შვეიცარიული ფრანკი ღირს, ჩნდება ეჭვი, რომ  ქ-ნ კონსულს, რაც შვეიცარიაში გაკონსულებულა, ზედაც თვეში სამნულიანი ხელფასიც დაურტყამს, სულ გადავიწყებია, რომ საქართველო ღარიბი მოქალაქეებით დასახლებული ქვეყანაა. ერთი ისაა, რომ, არათუ ისეთი პატიოსანი გვამი, როგორიც კონსულია, თვით მეფეც კი ფრიად მოკვდავია…

скачать dle 11.3