კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოხერხებული აღსაზრდელები

ხელმოცარული „გურუები“

არა მხოლოდ ეგვიპტის ახალგაზრდა დემოკრატიის, ჩვენი მშობელი ხელისუფლება არანაკლებად ინტენსიურადაა ჩართული ყირგიზეთის დემოკრატიულად განვითარების საქმეში. მეტიც, იქაური წარმომადგენლობითი დელეგაციები რამდენჯერმეც გვესტუმრნენ და ადგილზევე გაეცნენ ქართულ დემოკრატიულ რეალობას (ისინიც, სხვათა მსგავსად, განსაკუთრებულად პოლიციის მოშუშული შენობებით მოიხიბლნენ).
მაგრამ, საქმეს ისეთი პირი გამოუჩნდა, რომ, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, აღსაზრდელებმა აღმზრდელები, სახელდობრ, მოხერხებულობით, უკან ჩამოგვიტოვეს.
კერძოდ, გაირკვა, რომ 2014 წლიდან ყირგიზეთი თავის ტერიტორიაზე განლაგებულ სამ რუსულ სამხედრო ბაზას იჯარის გადასახადს უზრდის. ეს ამბავი თავად ყირგიზეთის თავდაცვის მინისტრმა ომურალიევმა გაახმაურა.  იჯარის საფასურის გაზრდა კი მეტად პროზაული მიზეზით – ინფლაციით ახსნა. თანაც, იქვე დასძინა, რომ რუსული სამხედრო ბაზების არსებობა ორივე ქვეყნისთვისაა მომგებიანი და ის ყირგიზეთის უსაფრთხოებისთვის მეტად მნიშვნელოვანიცაა, მაგრამ, „დენგი ვპერიოდო“. ანუ, თავდაცვის მინისტრი ბ-ნი ომურალიევი აღნიშნავს, რომ ამას ბაზების იჯარის გადასახადთან საერთო არაფერი აქვს.
ხოლო, თუ ქართულ რეალობას გავიხსენებთ (და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამაგრებულ რუსულ ბაზებსაც დავამატებთ), აშკარაა, რომ მოხერხებულობითა და რაციონალურობით შეგირდს თვით ჩვენნაირი დემსამყაროს „გურუსთვისაც“კი  უჯობნია.

скачать dle 11.3