კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გულთმისანი და ამაოდ დამაშვრალნი

მათ ელოდებათ სკამები?

მართალია, მიიჩნევა, რომ არჩევნების ბედს და იმასაც, ვის რომელი თუ რამდენი სკამი ერგება, ამომრჩეველი, ესე იგი, არჩევნები  წყვეტს და, ბედის მჭვრეტელობა მხოლოდ ვანგას თუ შეეძლო (არადა, ისიც მიიცვალა), მაგრამ, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ბ-ნი მაჭავარიანი ბედისწერას მაინც შეეთამაშა. მეორე მხრივ, ეს არცაა გასაკვირი, რადგან, თუ გავიხსენებთ, რომ ხსენებული ბატონი ლამის ბავშვობიდან პარლამენტში ზის, მას ტყუილიც კი დაეჯერება (არათუ პოლიტპროგნოზები).
ერთი სიტყვით, ხალხის სტაჟიანი რჩეული, ჯერ ერთი, ამტკიცებს, რომ „ნაცმოძრაობას“ 2012 წლის მოწვევის პარლამენტში მნიშვნელოვანი მხარდაჭერაც ექნება და იმაშიც გვაჯერებს, რომ „მომავალ პარლამენტში მოხვდებიან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება“ და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“. ზედაც, იქვე დასძენს, რომ (მოვიხმობ ციტატას გაზეთ „ვერსიიდან“): „ალბათ, ამას მოჰყვება საუბრები (აბა, არ მოჰყვება?!), აი, „ნაციონალებს“ ყველაფერი წინასწარ უკვე გაწერილი აქვთო, მაგრამ, ხომ გეუბნებით, ქვეყანაში შექმნილი ვითარება ჯერჯერობით ამას აჩვენებს.“
მეორე მხრივ, ვიცე-სპიკერი გვარწმუნებს, რომ, თუ არჩევნების მაინცდამაინც მაქსიმალურად სამართლიან გარემოში ჩატარებას არა, ასეთი გარემოს შექმნას ხელს ბოლო ამოსუნთქვამდე შეუწყობს.
რაკი ზემოთ შევნიშნე, ასეთი სტაჟისა და გამოცდილების რჩეულს ტყუილიც კი დაეჯერება-მეთქი, როგორც ჩანს, იცის, რასაც უბნობს. ჰოდა, რაკი იცის, გამოდის, რომ სულ ამაოდ დამაშვრალან (მეტიც, ახლაც შვრებიან) ედეპეელები თუ მემარჯვენეები, რადგან, თუ ბ-ნი მაჭავარიანის გუმანს ვენდობით, სკამის ნამსხვრევიც ვერ შეხვდებათ (თუმცა ისიცაა, თუ ჯეროვნად მოიქცევიან, თუ არ დასვამენ, ხელი მაინც მოაკიდებინონ)?!

скачать dle 11.3