კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დატოვა გიგი გაჩეჩილაძემ სალომე ჭაჭუა მარტო და რა შოკიდან ვერ გამოდის ის

მას შემდეგ, რაც პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“ სალომე ჭაჭუა გამოჩნდა, თავისი არაჩვეულებრივი ცეკვითა და მშვენიერი გარეგნობით‚ არავინ დატოვა გულგრილი. თუმცა, არა მხოლოდ მშვენიერი სალომეს ცეკვის ყურებაა სასიამოვნო, არამედ მასთან ურთიერთობაც და საუბარიც. 

 

 სალომე ჭაჭუა: ამ პროექტმა ჩემს ცხოვრებაში  ბევრი დადებითი ემოცია შემოიტანა, ხალხს ვუყვარვარ და ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი. ალბათ‚ შრომა დამიფასდა. მას შემდეგ, რაც ცეკვა დავიწყე, ვიღვწი იმისთვის, რომ ჩემს სფეროში წარმატებული ვიყო. ამისთვის ძალებს არ ვზოგავ და არასდროს მიზარმაცია. დღე და ღამე ვშრომობდი, რომ კარგი მოცეკვავე ვყოფილიყავი და არავის ეთქვა: უბრალოდ, მოცეკვავეაო. მინდა, კიდევ უფრო მეტს მივაღწიო და ბევრი წარმატება მქონდეს. რომ არ ყოფილიყო ეს პროექტი‚ ვიქნებოდი ჩემთვის წყნარად, ვიცეკვებდი და ამდენი ხალხი ვერ გამიცნობდა.

– ახლა აღარ გაძლევენ წყნარად ცხოვრების საშუალებას?

– აღარ ვცხოვრობ წყნარად. დროც არაფრისთვის მრჩება. სულ გადარბენებში ვარ, რაც ძალიან მომწონს და ასეც უნდა იყოს. რაც მთავარია, ამ პროექტმა ბევრი საინტერესო შემოთავაზება მომიტანა. უპირველს ყოვლისა‚ ანრისთან ერთად ვიყავი „ევროვიზიაზე“ როგორც სოლო მოცეკვავე. ძალიან მიხარია და ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი ანრის. ეს ჩემთვისაც სიახლე იყო. მე სამეჯლისო-სპორტული ცეკვების მოცეკვავე ვარ, სულ წყვილში ვცეკვავ, ახლა კი მარტოს  მომიწია. რაც მთავარია, საკუთარი ძალები ბოლომდე არ დამიზოგავს. მაქვს ასევე‚ შემოთავაზება სპექტაკლიდან, რაც ძალიან გამიხარდა. 

– ბევრი ქართველი წავიდა უცხოეთში, ბევრს ჰყავს უცხოელი პარტნიორი. შენ არასდროს გიფიქრია კარიერის გასაკეთებლად უცხოეთში წასვლა?

– სურვილი‚ რა თქმა უნდა‚ ყოველთვის მქონდა, მაგრამ ეს მაინც ფინანსებზე იყო დამოკიდებული და ამის გამო ვერსად გავდიოდი. შეიძლება‚ მე და გიორგი ცოტა ხნით წავიდეთ ამერიკაში და ცეკვების მხრივ კვალიფიკაცია ავიმაღლოთ. ამერიკულ „ეცეკვე ვარსკვლავში“ რომ მოვხვდე‚ ხომ საერთოდ გადავირევი. ნათქვამია: ცდა ბედის მონახევრეაო, ჰოდა, ვცდი, მივალ ქასთინგზე, ამიყვანენ თუ არა არ ვიცი, მაგრამ მაინც ვცდი.

– გიგიმდე, სხვა პარტნიორი გყავდა?

– გიორგიმდე მყავდა სამი პარტნიორი. შემდეგ კი ერთად დავიწყეთ ცეკვა. მაგრამ‚ სამწუხაროდ‚ გიორგიმ გადაწყვიტა, რომ აქტიურად აღარ მიეღო ტურნირებში მონაწილეობა. ანუ, მოსწავლეები ჰყავს და ვარჯიშობს. უბრალოდ‚ ტურნირებზე აღარ გამოდის. მე კი დამტოვა მარტო, მაგრამ არაჩვეულებრივი პარტნიორი მყავს – ლევან ახვლედიანი, რომელიც ამ პროექტში კრისტი ყიფშიძის მეწყვილე იყო. 

– რთულია პარტნიორის გამოცვლა?

– ძალიან რთულია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია‚ პარტნიორს ხასიათით როგორ შეეწყობი. თუ ვერ შეეწყვე, მერე პატარა რაღაცასაც აღარ უთმობ. ერთმანეთში სულ ჩხუბი აქვთ და ამის გამო, იშლება წყვილი. მანამდე, რომელი პარტნიორიც კი მყავდა‚ ყველას ამ მიზეზის გამო დავშორდი. ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს, გიორგიმ კი მიმატოვა. ახლა ლევანს ძალიან კარგად ვეწყობი ცეკვაშიც და ურთიერთობაშიც. 

– წყვილებს ხშირად უყვარდებათ ხოლმე ერთმანეთი. 

– ხშირ შემთხვევაში უყვარდებათ, ალბათ‚ იმიტომ რომ ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ, ბევრ დროს ატარებენ ერთად. დამიჯერე, როცა ერთად ცეკვავს ორი ადამიანი, ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ და მერე უყვარდებათ კიდეც ერთმანეთი. მე და გიგის კი ჯერ შეგვიყვარდა ერთმანეთი და წყვილში რომ დავდექით‚ უკვე შეყვარებულები ვიყავით. მე და ლევანს არაჩვეულებრივი მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. გიორგის მეგობარია, ძალიან კარგი მეუღლე ჰყავს. ჩემი აზრით‚ ჯობია, მეწყვილესთან მეგობრული ურთიერთობა გქონდეს, ვიდრე შეყვარებულები იყოთ. როცა შეყვარებულები ცეკვავენ წყვილში, ამას უფრო ხშირად მოჰყვება ხოლმე ჩხუბი, მეგობრებში ასე არ ხდება. 

– როგორ დაიწყო შენი და გიგის სიყვარული?

– თავიდან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, ერთი ნახვით შეყვარება არ ყოფილა. მერე მოგვეწონა, გავუგეთ ერთმანეთს. მას ჩემი ცხოვრება მოეწონა, მე – მისი და ჩვენი მეგობრობა უფრო დიდ გრძნობაში გადაიზარდა. შვიდი წელია უკვე‚ შეყვარებულები ვართ, კარგად შევძელით ჩვენი გრძნობის შენარჩუნება.

– ამდენი ხანია‚ შეყვარებულები ხართ. არ გიფიქრიათ ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლაზე?

– ძალიან იშვიათია‚ წყვილი ამდენი წელი მხოლოდ შეყვარებული იყოს და არ შეუღლდნენ. ვფიქრობ, ადამიანებმა ერთმანეთი ძალიან კარგად უნდა გაიცნონ. მართალია‚ გიორგის ძალიან კარგად ვიცნობ, მაგრამ ყოველთვის ვიტოვებ ჩემთვის რაღაცას. ურთიერობაში უნდა იყოს რაღაც მისტიციზმი, რაც მე მასში დამაინტერესებს და მას – ჩემში. ურთიერთობა, რომ ძალიან არ გაუბრალოვდეს. ორი ადამიანი ერთმანეთს არ უნდა გაეხსნას ბოლომდე, მერე ყველაფერი ბანალური ხდება, აღარაფერი გაინტერესებს. ალბათ‚ ასე შევინარჩუნეთ ურთიერთობა, თუმცა სპეციალურად არაფერი გაგვიკეთებია, ყველაფერი ურთიერთობამ მოიტანა. ოჯახის შექმნაზე ჯერ არ ვფიქრობთ, არ გვინდა, ჰაერზე შევქმნათ. რაღაც ბაზა უნდა გქონდეს და არა – მოდი, წავიდეთ, ერთად ვიყოთ და  მერე ვინანოთ. 

– როგორი შეყვარებული ხარ, შეგიძლია‚ საკუთარი ემოციების, გრძნობების თამამად გამოხატვა თუ არა?

– ყურადღებიანი ვარ არა მხოლოდ გიორგის, არამედ სხვების მიმართაც. ვერ ვიტყვი, რომ სიყვარულის გამოხატვა შემიძლია, ჩემთვის ვიტოვებ ხოლმე და ამაზე სულ მეჩხუბება. ჩემი ოჯახის წევრებიც მეჩხუბებიან‚ ცივი ხარო. იშვიათად, რომ სითბო გამოვამჟღავნო, არ მეხერხება და ზედმეტი მგონია. თუმცა, შინაგანად ძალიან თბილი ვარ. რაც შეეხება გიორგის, ძალიან თბილი ადამიანია, ჩემ მიმართ ხომ‚ საერთოდ. სულ გამოხატავს თავის გრძნობებს. პარკეტზე სულ სხვანაირი ვარ, ბოლომდე ვიხსნები. ისე კი მეუბნებიან: არასდროს ლაპარაკობ, ხმას ვერ ამოგაღებინებთო. ამ მხრივ მაქვს კომპლექსები. ჟურნალისტებიც მეუბნებიან: პარკეტზე როგორიც ხარ, ისე ილაპარაკეო. არ შემიძლია, იქ სხვა რამ მემართება. 

– რაზე კამათობთ ხოლმე შენ და გიგი?

– სულ ვკამათობთ, სულ ჩხუბი გვაქვს, ზოგჯერ ხელჩართულიც, დაგვიჭამია კიდეც ერთმანეთი. შეიძლება‚ რაღაც უაზრობაზე წავეკიდოთ ერთმანეთს. არ შემიძლია ჩხუბის გარეშე, რაღაც მიზეზი აუცილებლად უნდა ვიპოვო. გიორგიც ასეა. თან, ამას ემატება ისიც, რომ ორივე საშინელი ეჭვიანები ვართ. თუმცა‚ როცა საქმე ცეკვას ეხება, ამ დროს არც ერთი არ ვეჭვიანობთ. თიკოსაც კარგად ვიცნობთ და როსტოსაც, ამიტომ არ გვიეჭვიანია. ვიცით, რომ ეს ჩვენი პროფესიაა და თუ გინდა, ხალხთან ბოლომდე მიიტანო, მაქსიმუმი უნდა გააკეთო. 

– იბუტებით კიდეც?

– მე უფრო ვიბუტები. შეიძლება‚ მთელი სამი საათი არ დაველაპარაკო, მაგრამ დაბოღმილი არასდროს დავდივარ. მალე გადამივლის და მერე კარგ ხასიათზე ვარ ხოლმე. ზოდიაქოს ნიშნით „კირჩხიბი“ ვარ, მათ კი ხშირად ეცვლებათ განწყობა. მეც ზუსტად ასეთი ვარ: შეიძლება, ერთ წუთს კარგ ხასიათზე ვიყო, მეორე წუთს – ცუდზე. ამაზეც მეჩხუბება გიორგი: რა გჭირს‚ გოგო, ახლა კარგ ხასიათზე არ იყავიო. 

– გიგი შენი პირველი სიყვარულია?

– ეს პირველი სერიოზული სიყვარულია. შეყვარებულობის დასაწყისი ეტაპი, ფლირტაობა, თავის მოწონება, ყველაზე კარგი პერიოდია. თუმცა, დღემდე ვცდილობ‚ ეს მომენტი შევინარჩუნო, რომ ურთიერთობა არ გაუფასურდეს. მაგრამ‚ ის წლები მაინც გამორჩეულია. 

– ვიცი, რომ შენს ცხოვრებაში ძალიან რთული პერიოდი იყო, მამა გარდაგეცვალა...

– სამწუხაროდ‚ მამა აღარ არის, შარშან გარდაიცვალა და მიჭირს ამ თემაზე საუბარი. რთული პერიოდი დღემდე მაქვს, რადგან ამ შოკიდან არ ვარ გამოსული... ძალიან მეხმარებიან მეგობრები. კარიერის მხრივ‚ ახლა მაქვს ყველაზე კარგი პერიოდი, თუმცა ცხოვრებაში  ყველაფერი კარგად მაშინ იყო, როცა მამა იყო ცოცხალი. ახლა რადიკალურად შეიცვალა, ამოტრიალდა ყველაფერი. როცა სირთულეს ვაწყდები, ყოველთვის საკუთარ თავში ვიკეტები, არ მიყვარს, რომ მაწყნარებენ. ისევ მე გამომყავს ხოლმე ჩემი თავი რთული სიტუაციებიდან. იშვიათად, ვინმეს გავუზიარო ჩემი განცდები. მართალია, ეს ძნელია, ძალიან მიჭირს,  მაგრამ არ შემიძლია სხვანაირად... 

 

 

скачать dle 11.3