კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დანაკლისის შევსებას ცდილობს მეუღლისთვის ანუკი ქორქია და როგორ შეეგუა ის გათხოვილი ქალის ამპლუას

მიუხედავად დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, ანუკი ქორქიამ მაინც მოახერხა ცოტა ხნით შვებულების აღება და მეუღლესთან, კახა ჩიქოვანთან ერთად, ბარსელონაში გამგზავრება და დასვენება. ანუკი ამ ქალაქმა განსაკუთრებით  მოხიბლა, მით უმეტეს, რომ კახას სახით‚ გვერდით ჰყავდა ისეთი ადამიანი, რომელიც ბარსელონაში ცხოვრობდა და შესაბამისად მეუღლეს ამ ქალაქის ყველაზე ლამაზი, მნიშვნელოვანი და მისთვის საყვარელი ადგილები აჩვენა. 

 

ანუკი ქორქია: ისე გავაკეთეთ, რომ ჩვენი ბარსელონაში ყოფნა დამთხვეოდა ელექტრონული მუსიკის ფესტივალს, „სონარს“. ფესტივალი ყოველ წელს ტარდება და კახა არასდროს ტოვებს მას და ასევე‚ მადონას კონცერტს. ჩასვლისთანავე კარგი და სასიამოვნო განწყობა მქონდა. ვიცოდი, ჩემს მეუღლეს ეს ადგილი ძალიან უყვარდა და იმდენად ახლობელია მისთვის, მეც დარწმუნებული ვიყავი, იქ თავს უცხოდ არ ვიგრძნობდი. ზოგადად‚ ბარსელონა ძალიან ლამაზი, საინტერესო ქალაქია. ბევრი ღირსშესანიშნავი ადგილია, ხალხიც ძალიან თბილია. არქიტექტურა მომეწონა, მუზეუმები. არ მოიწყენ‚ ისეთი ქალაქია. ძალიან ბევრი გასართობია, სადაც კარგად განიტვირთები. თან‚ ზღვაა – რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, მოკლედ‚ დიდი კომფორტი მივიღე ერთად. პირველი რამდენიმე დღე მე და კახა მარტოები ვიყავით. შემდეგ უკვე კონცერტისთვის ჩამოვიდნენ ჩვენი მეგობრები ოჯახებით, ჩემი მულიც  და კარგად გავერთეთ. კახას ესპანელი და ქართველი მეგობრებიც გავიცანი. ძალიან მომეწონა ის ფაქტი, რომ ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს. ყველა თბილად შეხვდა, მათი მხრიდან ჩემ მიმართაც ძალიან დიდი პატივისცემა ვიგრძენი. 

– მომიყევი, როგორ ჩატარდა ფესტივალი და შემდეგ მადონას კონცერტი. თუ მოგეწონა?

– ფესტივალი სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, იწყებოდა დღის 2 საათზე და დილით მთავრდებოდა. თან‚ ეს ყველაფერი სხვადასხვა დარბაზში ტარდება და შენც ადგილს იცვლი. ფართები იმართებოდა, ძალიან მომეწონა. შუალედებში გავდიოდით, ვისვენებდით და მერე ისევ ვბრუნდებოდით. მთელ ღამეს ვერ ვათენებდი, მაგრამ სადამდეც შემეძლო‚ კახას გვერდით ვიყავი. 

– თვითონ რჩებოდა?

– ერთადერთი შემთხვევა იყო. მეგობრები ვნახეთ, თავისი ოჯახებით. დაღლილი ვიყავი, სასტუმროში წამოვედი. კახამ მიმაცილა და მერე ძალიან ვთხოვე, რომ მათთან დაბრუნებულიყო. ზუსტად ვიცოდი, რომ იქ ყოფნა გულით უნდოდა, უბრალოდ‚ არ იმჩნევდა. ჩემი ბევრი ხვეწნისა და მისი შეკითხვების შემდეგ: „შენ ხომ არ გეწყინება? ხომ არ გაბრაზდები, თუ გული დაგწყდება, არ მინდა“... როგორც იქნა‚ ძალით გავაგდე.

– მოგეწონა მადონას კონცერტი?

– სანამ წავიდოდი‚ საერთო მეგობრების წრეში გავიგე, რომ ძალიან ჰქონდა გაშარჟებული და აგდებული რელიგიის თემა. ბილეთები უკვე შეძენილი მქონდა. კახას კი ვუთხარი, რომ მცოდნოდა‚ აღარ წავიდოდით-მეთქი, მაგრამ ისე მოხდა‚ ჩვენი მეგობრებიც ჩამოდიოდნენ, თან ვიფიქრე, შეიძლება‚ არც არაფერი იყოს განსაკუთრებული-მეთქი. კონცერტმა მოლოდინს გადააჭარბა, ძალიან დამთრგუნა, ჩემმა მეუღლემ მთელი ეს დრო აივანზე გაატანა, დარბაზი ვერ შემოდიოდა, რადგან კონცერტის ნახევარზე მეტი ეთმობოდა ჩვენთვის პატივსაცემი რელიგიური სიმბოლოების შეუფერებელ დემონსტრირებას – არ დაამთავრა ჯვრებზე სირბილი, შიშველი მონაზვნების ცეკვა. ძალიან დავიძაბე, მისი მეორედ ნახვის სურვილი ნამდვილად არ მაქვს. კონცერტის ბოლოს რამდენიმე სიმღერა იყო ფერადი, არარელიგიურ თემაზე. რაღაც მომენტში, ცოტა მოვეშვით, შოუ მართლაც გრანდიოზული იყო. უფრო მეტად დავიძაბე, ვიდრე სიამოვნება მივიღე. მარტო რომ ვყოფილიყავი, მხოლოდ მეუღლესთან ერთად, ნამდვილად გამოვიდოდი და უფრო კარგად გავატარებდით დროს. 

– მაინც‚ რამ მოახდინა ბარსელონაში შენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?

– კონკრეტულად ერთი რაღაცის ეფექტი არ ყოფილა, ჯამურად ყველაფერმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. ვთქვი კიდეც, რომ ეს არის ქალაქი‚ სადაც ვიცხოვრებდი, რადგან მგონია, საქართველოს გარეშე ვერსად ვერ გავძლებ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ არ მომწონს. ვფიქრობ, რომ ბარსელონაში მშვიდად და კარგად ვიგრძნობდი თავს. კახამ ყველაფერი მაჩვენა, სადაც თვითონ უყვარდა ყოფნა და უნდოდა მეც ვყოფილიყავი. ძალიან უყვარს ჭამა და ამ მხრივაც ჰქონდა საყვარელი ადგილები, ისევე როგორც დასასვენებლად.

– კახა‚ ალბათ‚ განიცდის ამ ყველაფრის დანაკლისს?

– განიცდის ნამდვილად. სანამ ცოლად გავყვებოდი, მუშაობდა თბილისში, უნდოდა სამუშაო გამოცდილება ჰქონოდა და შემდეგ ისევ ბარსელონაში აპირებდა დაბრუნებას. მაგრამ‚ მერე მე გამოვჩნდი, ერთი წელი შეყვარებულები ვიყავით, ერთი წლის შემდეგ დავქორწინდით და მოკლედ‚ ჩარჩა თბილისში ჩემთან ერთად. კახა ძალიან მხიარული, მეგობრული, აქტიური ბიჭია, უყვარს გარეთ გასვლა, გართობა. აქ‚ იცი, როგორ ვატარებთ დროს – მეგობრების სახლში, ან ჩვენთან, ან გავდივართ მეგობრებთან  ერთად საჭმელად, გასართობად საყვარელ ადგილებში, სადაც ძალიან ბევრი ხალხი არ არის. თუ მე სადმე მივდივარ, მიღებაზე, წვეულებაზე, მივყავარ, მტოვებს და მერე მაკითხავს. მეც ვგრძნობ, რომ არ გრძნობს აქ თავს კარგად, რადგან იქ სულ სხვანაირად იყო. ამიტომ‚ ვცდილობ‚ დანაკლისი შევუვსო, მაგრამ ეს რამდენად გამომივა არ ვიცი. მარტო მე ამას ვერ შევძლებ, გარემომაც უნდა შეუწყოს ხელი. იმედია, ჩვენი ქვეყანა ისეთ მდგომარეობაში იქნება, რომ ყველასთვის სასურველი გახდება აქ ყოფნა. 

– იმედია, არ გეწუწუნება.

– ძალიან მეწყინებოდა, რომ ეწუწუნა: რა მინდა აქო. მივხვდებოდი, რომ ერთადერთი მიზეზი‚ რისთვისაც აქ ჩერდება მე ვარ და ესე იგი‚ მე მეწუწუნება. ჯერჯერობით ასეთი ცუდი საქციელი არ ჩაუდენია. რადგან თბილისში მაქვს სამსახური, ნელ-ნელა ვაწყობ კარიერას, ვერ წარმომიდგენია‚ იქ რა უნდა გავაკეთო. სახლში ჯდომა ნამდვილად არ შემიძლია. თვითონაც ხვდება ამ ყველაფერს, ამიტომაც ჩემს მდგომარეობაში შემოდის, არ მაძალებს და თავის გადაწყვეტილებას არ მახვევს თავს, აუხსნელადაც ხვდება ყველაფერს. თუ მექნება შემოქმედებითი პაუზა, ამას აუცილებლად გამოვიყენებთ და წავალთ ბარსელონაში, თუნდაც რამდენიმე თვით.

– ყოველთვის დამოუკიდებელი იყავი, ისეთი, რომელიც ნებისმიერ პრობლემას თუ საკითხს თავად წყვეტს. ახლა შექმენი ოჯახი, გყავს მეუღლე და უკვე გიწევს მასზე ზრუნვა, მისი აზრის გათვალისწინება.

– ბევრისგან გამიგია, რომ პირველი წელი ცოლ-ქმრის ურთიერთობაში ძალიან მძიმეა. ღვთის წყალობით, ჩვენთან ეს პირველი წელი ჯერჯერობით ცუდად არ მიდის. რადიკალური ცვლილება ვერ ვიგრძენი, გარდა იმისა, რომ ჩემი ოჯახის წევრების ნახვისთვის ნაკლები დრო მრჩება და ჩემს სახლში არ ვიღვიძებ. ჩემი დედამთილიც ამბობს: ეს ბავშვი ისე შემოვიდა ჩვენს ოჯახში, ვერც ვიგრძენიო. მეც ასევე, ვერ ვიგრძენი. ვცდილობთ მე და კახამ, ერთმანეთს კომფორტი შევუქმნათ. არ ვკამათობთ, მშვიდი, დალაგებული ურთიერთობა გვაქვს და ჩვენი ერთადერთი საზრუნავი ის არის, როგორ ვასიამოვნოთ ერთმანეთს. ძალიან მგავს და იცის, რა მეწყინება, რა გამიხარდება. კარგად ვიცნობთ ერთმანეთს და ამიტომაც ვუწევთ ანგარიშს. ოჯახის შექმნას ჩემთვის არანირი დისკომფორტი არ შეუქმნია. კარგად გადავერთე ოჯახურ ცხოვრებაზე. 

– როგორი მეუღლე ხარ?

– ვცდილობ‚ ვიყო კარგი. ყველა ვერ იბადება მოწოდებით კარგ ცოლად, რაღაცეები თუ არ მოინდომე, არ იმუშავე საკუთარ თავზე, არ შეიცვალე: ჰოპ! – კარგი ცოლი ვერ იქნები. მე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ კარგი მეუღლე ვიყო, რასაც  კახას მხრიდანაც დადებითი გამოხმაურება აქვს და, ეს ძალიან მიხარია. ძალიან შევიცვალე, რადგან საჭირო იყო. რაც მთავარია‚ ეს ჩემი სურვილით მოხდა და მიფასდება კიდეც. რადგან მიფასდება, ეს უკვე სტიმულია. თან‚ არა მხოლოდ სიტყვიერად, თვითონაც არის ისეთი, როგორიც მინდა, რომ იყოს. ასე, შეხმატკბილებულად‚ ერთად ვაწყობთ ლამაზ ოჯახს. მიუხედავად იმისა, რომ არ ვართ პატარები, ერთად ვიზრდებით და ვსწავლობთ თანაცხოვრებას. მსიამოვნებს, რომ ჩვენი ურთიერთობა არ არის მხოლოდ ცოლის და ქმრის, ძალიან კარგი მეგობრებიც ვართ და ეს მნიშვნელოვანია.

– ამ გადასახედიდან რას ფიქრობ, მაინც რამ გადაგაწყვიტინა ის, რომ დღეს კახას ცოლი ხარ?

– ყველაფერი უცებ კარგად აეწყო, საჩუქარივით გამოჩნდა. იმდენი დადებითი მივიღე და უარყოფითი არაფერი ამ ერთი წლის განმავლობაში, რომ მივხვდი: კარგად ვგრძნობ მის გვერდით თავს და რატომ არ უნდა გადავიდეთ ჩვენი ურთიერთობის სერიოზულ ფაზაში-მეთქი და გადავედით კიდეც.

 

 

скачать dle 11.3