კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

*** – ისეთი მოსაწყენი იყო‚ მისგან გასაბერი რეზინის ქალიც კი გაიქცა.

 

მას ავარიამ მეტყველების სერიოზული დეფექტი დაუტოვა –  ტრავმის გამო ცალ ხელს კარგად ვერ იყენებდა.

***

– როგორ ძლებთ კოსმოსში სასმლისა და ქალების გარეშე?

– სწორედ ამიტომ გვეძახიან გმირებს.

***

– ჩემი თვალით დავინახე‚ რომ ვიღაც შენს ცოლს კოცნას უპირებდა.

– მერე‚ აკოცა?

– ვერა‚ ვერ მოახერხა...

– ესე იგი‚ ჩემი ცოლი არ ყოფილა.

 

***

ცოლი ეუბნება ქმარს:

– დღეს, რაღაც, ძალიან მოწყენილი მოხვედი სამსახურიდან‚ ეტყობა‚ „ჯოკერში“ არ გაგიმართლა.

***

ხუთსართულიან კორპუსთან ხალხია თავშეყრილი – სახურავზე მამაკაცი დგას და გადმოხტომას აპირებს. ყველა დაძაბული უყურებს. ერთმა ვეღარ მოითმინა და დაუძახა:

– გადმოხტი‚ თუ ხტები‚ სამსახურში მაგვიანდება!

***

– მარო‚ ე რა მაგარი სუნი აგდის! რა „დუხი“ გასხია?

– შენ რომ მაჩუქე გუშინა...

– რა გაჩუქე‚ შენ ხომ არ აურიე‚ ქალო?

– მაჩუქე‚ მაჩუქე! თუ არა გჯერა‚ კაშელიოკში ჩაიხედე...

***

მასწავლებელი კლასში შედის და, ხედავს, დაფაზე მამაკაცის „ღირსებაა“ დახატული.

– ეს ვინ დახატა?!

– მე! – წამოხტა მიხო.

– ყველამ ახლავე დატოვეთ კლასი... მიხო‚ შენ დარჩები!

გადის 10 წუთი‚ 15... გამოდის კლასიდან მიხო... ამაყად...

– აი ასე‚ მთავარი რეკლამაა‚ მაშ!

***

სტომატოლოგთან.

– ექიმო‚ ხომ ანესთეზიით ამომიღებთ?

– ვაა‚ ყველას ანესთეზია უნდა‚ მოკლედ‚ მუშაობა უინტერესო გახდა...

***

საქალაქო საზოგადოებრივ ტრანსპორტში მძღოლთან კიდია წარწერა:

გერმანიაში: „მძღოლთან საუბარი სასტიკად აკრძალულია!“

ინგლისში: „უმჯობესია‚ მძღოლთან არ ისაუბროთ“.

ისრაელში: „მძღოლთან საუბარი არ არის საინტერესო“.

იტალიაში: „არ შეაწყვეტინოთ საუბარი მძღოლს“.

***

იაპონიაში გამოიგონეს რობოტი-პოლიციელი.

ტოკიოში პირველ დღესვე  დაიჭირა 100 ქურდი.

ნიუ-იორკში – 200.

რუსეთში – რობოტი მოიპარეს.

***

ბარში მამაკაცი შევიდა მხარზე შესმული პატარა მაიმუნით. მოითხოვა კაცმა სასმელი. მაიმუნი ჩამოხტა და ბარში სირბილი დაიწყო. ცოტა ხნის შემდეგ კაცთან ბარმენი მივიდა და შეშფოთებული ეუბნება:

– თქვენმა მაიმუნმა ბილიარდის ბურთი გადაყლაპა!

– არა უშავს‚ არაფერი მოუვა‚ – ხელი ჩაიქნია კაცმა.

მეორე დღეს ისევ მოვიდა ბარში კაცი მაიმუნით. ბარმენი ისევ მივიდა კაცთან და ეუბნება:

– თქვენმა მაიმუნმა ბანანი აიღო‚ უკანალში შეიტენა და მერე შეჭამა...

– ჰო, იმ ბილიარდის ბურთის შემდეგ არაფერს ჭამს ისე‚ უკან თუ არ მიიზომა...

***

მამაკაცმა ტაქსი გააჩერა‚ მისამართი უთხრა და უკანა სავარძელზე მოკალათდა... ცოტა ხნის შემდეგ სიგარეტის მოწევა მოუნდა და თანხმობის მისაღებად მძღოლს მხარზე შეახო ხელი. მძღოლი უცბად შეხტა‚ საჭეს ხელი უშვა და კიდეც შეასკდა ხეს...

 მგზავრმა ერთი მაგრად შეიგინა‚ სხეული მოისინჯა და შუშის ნამსხვრევები ჩამოიბერტყა.

– ბოდიში‚ პატივცემულო‚ – მიუბრუნდა მას მძღოლი, – სამი დღეა‚ რაც ტაქსიზე გადმოვჯექი‚ მანამდე 15 წელი კატაფალკაზე ვმუშაობდი...

***

– როგორ გასუქებულხარ!

– სულაც არ ვარ მსუქანი‚ ლადო მეუბნება‚ რომ იდეალური ფიგურა მაქვს...

– ლადო მათემატიკოსია და მაგათთვის იდეალური ფიგურა სფეროა...

***

– გამარჯობა, ფისუნია‚ როგორ ხარ?

– ფუ‚ ვერ ვიტან კატებს‚ მეორედ აღარ დამიძახო ასე!

– აბა‚ რა გიყვარს?

– ძაღლები...

– ო‚ მაშინ‚ გამარჯობა, ძუკნა...

***

თუ გოგონა საჩუქრებს გთხოვთ‚ ეგოისტია‚ თუ ყურადღებას – მოსაბეზრებელი... თუ არც ერთს და არც მეორეს – შტერია‚ ან... ყველაფერი აქვს და შენისთანა საერთოდ არ სჭირდება...

***

ვზივარ სახლში. კარზე ზარია. ვაღებ‚ ვხედავ‚ კართან სიმპათიური მამაკაცი დგას. მეკითხება:

– თქვენი ქმარი სახლშია?

– არა...

შემოვიდა‚ წამიყვანა დივანისკენ...

დღემდე ვერ გამიგია‚ ჩემი ქმრისგან რა უნდოდა...

***

ვაგზალზე მინიქვედაბოლოიანი გოგონა დგას. მივიდა მამაკაცი და ეკითხება:

– რამდენი?

– რამდენიც არ დაგენანება.

– 20 ლარი გაწყობს?

– რა თქმა უნდა.

მამაკაცმა საფულიდან ამოიღო ოცლარიანი და მისცა.

– ღმერთმა დაგლოცოს, ბიძია‚ ღმერთმა გაგახაროს‚ შენი ლამაზი თვალების ჭირიმე....

***

ბრეჟნევმა და რეიგანმა ერთ-ერთი შეხვედრისას მდივნები გაცვალეს... ექვსი თვის შემდეგ ისევ შეხვდნენ ერთმანეთს‚ მდივნებმაც მოიკითხეს ერთმანეთი...

– რა ვიცი‚ პრობლემები მაქვს. მაკიაჟის გაკეთება ამიკრძალეს‚ ფორმაც ჩამაცვეს: შავი ფეხსაცმელი, ლურჯი პიჯაკი თეთრი პერანგით‚ ქვედაბოლოც ლურჯი‚ მუხლს ქვემოთ... 

– მე‚ პირიქით‚ ისე მიმოკლებენ თანდათან კაბას‚ საცაა კაბურა და ყვ...ბი გამომიჩნდება...

 

скачать dle 11.3