კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო დაბრალდება მანანა თოდაძეს რუსების გადაჯიშება და რატომ არ მიულოცა მან ბავშვობის მეგობარს, ფილიპ კირკოროვს მამობა

 

ქართველი მომღერალი მანანა თოდაძე, უკვე წლებია, მოსკოვში გადასახლდა, იქ მუშაობს და თავს საკმაოდ დაცულად გრძნობს. მიუხედავად გადატვირთული დღის რეჟიმისა, მაინც ახერხებს ფორმაში იყოს, ახლობლებს ყურადღება არ მოაკლოს და რაც მთავარია, მისი გულისნადები ფურცელზე გადაიტანოს ლექსების სახით. როგორც თავად ამბობს, როგორც კი თავისუფალი დრო გამოუჩნდება, მაშინვე თვითმფრინავის ბილეთს იღებს და თბილისისკენ მოფრინავს.

 მანანა თოდაძე: საკმაოდ ძლიერი ბუნების ადამიანი ვარ. მამაკაცებს კი ასეთი ქალების, როგორც პრაქტიკამ და ცხოვრებამ აჩვენა, ეშინიათ. თუმცა, არსებობს მამაკაცთა ისეთი კატეგორია, რომლებსაც ძლიერი ქალები უყვართ, მაგრამ ასეთები ძალიან ცოტაა. ძირითადად, სუსტ ქალებს ანიჭებენ ისინი უპირატესობას. შესაძლოა, ეს სუსტი ქალები, არც ისე სუსტები, უფრო კი ჭკვიანები არიან, და იციან მამაკაცს როგორ მოაჩვენონ თავი.

– თქვენი აზრით, რატომ ეშინიათ ძლიერი ბუნების ქალების მამაკაცებს?

– ძლიერი ქალის გვერდით მამაკაცს შიშის ფაქტორი იპყრობს და იღლება მასთან ბრძოლასა და თამაშში, რომ ისიც ძლიერი გამოჩნდეს. ვფიქრობ, მამაკაცისა და ქალის ურთიერთობაში, მაინც ბედია მთავარი. შეიძლება, ძლიერი იყო ქალი, მაგრამ არ მოგიწიოს იმ სიძლიერის გამოვლინება, ისე გაგანებივროს საყვარელმა მამაკაცმა. ჩემი აზრით, ოჯახში ლიდერი კაცია და  ამას, რაც არ უნდა ძლიერი იყო ქალი, ვერ წაართმევ. 

– თავად თუ გჭირდებათ გვერდით ძლიერი მამაკაცი?

– ეს ყველა ქალს სჭირდება. მე სულაც არ მინდა, ვიყო დამოუკიდებელი. უბრალოდ, მინდა ვიყო დამოკიდებული საყვარელ მამაკაცზე და ამაში ყველა ქალი დამეთანხმება. ცხოვრებამ ბევრი განსაცდელი გამომატარა, მაგრამ მაინც ძლიერი დავრჩი და ის ექსტრემალური სიტუაციები, რომ არა, ვერც კი მივხვდებოდი, ძლიერი ქალი ვარ თუ სუსტი. ბევრი ქალი ვიცი, ამბობს: ვერ წავალ ბაზარში, ამას მე ვერ გავაკეთებ, იმას ვერ შევძლებო. არავინ თქვას ეს, ყველა ქალს შეუძლია იაროს ბაზარში, აკეთოს საჭმელი, რეცხოს, აუთოოს და ამავე დროს იყოს მოვლილი და ნაზი. ახლა, თუ მამაკაცი გაანებივრებს და არ გაკეთებინებს, ამას რა ჯობია (იცინის). ბავშვობიდან დამოუკიდებელი ვიყავი. მრავალშვილიან ოჯახში გავიზარდე და საოჯახო საქმეებიდან ბევრ რამეს საკუთარ თავზე ვიღებდი. წარმოიდგინეთ, მესამე კლასელი ბავშვი თეთრეულს ვხარშავდი პატარა ხელებით, ვაფითქინებდი, ვფენდი. ამას არავინ მავალებდა, უბრალოდ, ვიცოდი, რომ ეს უნდა გამეკეთებინა და მე ამას შევძლებდი. დღესაც არ მაშინებს სირთულეები და წინაღობები სულ მომავლის იმედით ვარ. 

– საკმაოდ ადრეულ ასაკში შექმენით ოჯახი, რომელიც მალევე დაგენგრათ.  დღევანდელი გადასახედიდან ეს შეცდომა იყო?

– ჩემი აზრით, ადრეულ ასაკში არ უნდა გათხოვდეს ქალი. 16 წლის გავთხოვდი და ბევრჯერ სინანულით მითქვამს, მე ბავშვობა არ გამივლია, ბავშვობიდან პირდაპირ ქალობაში გადავედი-მეთქი. დღეს, მაინც ბედნიერი დედა ვარ, მყავს არაჩვეულებრივი შვილები. მაგრამ, გულის სიღრმეში მაინც ვნანობ, რომ ის ახალგაზრდული წლები, ისე ვერ გავიარე, როგორც საჭირო იყო. 

– მეორეჯერ რომ გათხოვდით, უკვე ისეთ ასაკში იყავით, ყველაფრის გააზრება არ იყო რთული. თუმცა, მაინც მარტო ხართ დღეს…

– ხელოვანი ადამიანის ცხოვრება ცოტა რთულია. მე ცხოვრებაში ვგულისხმობ სამსახურისა და სახლის საქმეების შეთავსებას. არის მამაკაცების კატეგორია, რომლებსაც არ უყვართ, როცა ცოლი სამსახურში მიდის და გვიანობამდე მუშაობს. მე მოზღვავებული ენერგიის ადამიანი ვარ და ერთ ადგილზე რომ დამსვათ დიდხანს, ეს ენერგია გადამწვავს (იცინის). კარიერისა და ოჯახის შეთავსება ცოტა რთულია. საერთოდ, პირად ცხოვრებაზე არ მიყვარს საუბარი და მიმაჩნია, რომ ეს ჩემი ციხესიმაგრეა, სადაც ვერავის შევუშვებ. თან, არავის არაფერს ვაბრალებ, განვლილმა წლებმა ის დამანახვა, რომ საკუთარ თავში ვეძებო იმის მიზეზი, რაც ხდება და მოხდა ჩემს თავს. 

– დღეს შეყვარებული არ ხართ?

– ნამდვილად არა. რომ გიყვარდეს, დრო უნდა გქონდეს, რომ საყვარელ მამაკაცს ყურადღება არ მოაკლო. მე კიდევ ისეთი გიჟი დღის რეჟიმი მაქვს და ისე ვიღლები, სად მცალია სასიყვარულოდ (იცინის). ამაზე არც კი ვფიქრობ. დრო არასდროს მყოფნის მოსკოვში, თბილისში ჩამოსული კი ვფიქრობ, დავისვენებ-მეთქი და აქაც სულ გადარბენებზე ვარ.

– შვილებისთვის როგორ იცლით და რამდენად ყურადღებიანი დედა ხართ?

– მათთვის სულ მცალია. ლეილა მოსკოვშია, თამუნა კი თბილისში და სულ ტელეფონზე ვართ სამივე დაკიდებული. ხან ისინი მირეკავენ და ხან მე ვურეკავ. მე ჩემი შვილების მეგობარი უფრო ვარ, ვიდრე დედა. ასე ვთქვათ, ყველაზე კარგი დაქალები ვართ – ერთმანეთის მესაიდუმლეები. მაღაზიაში რომ შევალთ, თუ რამე მოეწონათ, მიდის ჩხუბი, გინდა თუ არა გიხდება დედა ეს და აუცილებლად უნდა იყიდოო (იცინის). მოსკოვში, მე და ლეილა ძალიან პოპულარულები ვართ, გვცნობენ და გვაფასებენ. 

– საქართველოში, მანანა თოდაძეს ყველა ცნობდა, მოსკოვში ჩასულს კი თავიდან მოგიხდათ საკუთარი ადგილის დამკვიდრება. ეს ძნელი არ იყო?

– სიზმარში სულ თბილისში ვარ და ქართულ მიწაზე რომ დავდგამ ხოლმე ფეხს, ცრემლი თავისთავად მომდის, გული სხვანაირად ძგერს... მეხუმრებიან ხოლმე, ასე რომ ამბობ, ფილმი „ფესვები” გვახსენდებაო (იცინის).  მართალია, იქ ჩასული ვცდილობდი, მოვრგებოდი იმ ბაზარს, რომელიც რუსეთში დამხვდა. სამწუხაროდ, რუსეთში თავის გადარჩენისთვის წავედი, აქ ეკონომიკური მდგომარეობა გაუსაძლისი იყო მაშინ. მე, ასე თუ ისე, მოსკოვში მცნობდნენ, ლეილამ კი ნამდვილად ნულიდან დაიწყო. ბევრი იშრომა და დღეს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. ძალიან მწყინს, როცა საქართველოში ლეილა „აფრებთან” ასოცირდება. ასე ისინი ფიქრობენ, ვისაც ლეილას ჯაზი არ აქვს მოსმენილი. მთავარი ის კი არ არის, რას მღერი, არამედ ის, თუ როგორ მღერი. ქალაქური სიმღერის შესრულება, სირცხვილია? მე ასე არ ვფიქრობ. ლეილას საოცარი იუმორი აქვს და გული მწყდება, რომელიმე კომედიური ჟანრის ფილმში რომ არ არის გადაღებული, თამუნა კი რაჭველივით ძალიან დინჯი და წყნარია (იცინის). 

– როდესაც მათთან დაკავშირებით რაიმე საკითხია გადასაწყვეტი, ყოფილ ქმრებთან გიწევთ ურთიერთობა?

– ბავშვების აღზრდის მთელი სიმძიმე საკუთარ თავზე ავიღე. ჩემთან იზრდებოდნენ და ჩემთან არიან. მამებთან ისეთი ახლო ურთიერთობა არ აქვთ, რომ გულის ნადები გაანდონ, თუმცა, დიდ პატივს სცემენ. არასდროს ვეტყვი ჩემს შვილებს მამაზე ცუდს, ამას არ ვიკადრებ. 

– მითხარით, შეყვარებული არ ვარო. დავიჯერო, თაყვანისმცემელი მამაკაცები ყვავილებითა და კომპლიმენტებით არ განებივრებენ? 

– ყვავილებით და კომპლიმენტებით მე სულ განებივრებული ვარ (იცინის). დერეფანი სულ სავსეა უამრავი თაიგულით, თუმცა შეყვარებული ნამდვილად არ ვარ. რუსეთში ხელოვანი ადამიანი ძალიან უყვართ და არასდროს მიგრძნია რაიმე დისკომფორტი იმის გამო, რომ ქართველი ვარ. რუს შოუ-ბიზნესის, თეატრისა და კინოს ბევრ ვარსკვლავთან ვმეგობრობ და მათგან სითბოსა და სიყვარულის გარდა, არაფერი მიგრძნია. სულ იმას ამბობენ, როცა ქართველი მღერის, ჩუმად ვართ და ხმას ვერ ვიღებთო. ყველას ვიცნობ, ვინც რუსეთის „ვარსკვლავად” ითვლება, ხშირად ვიკრიბებით და ვსაუბრობთ. ბასკოვთან, კირკოროვთან, დოლინასთან, ბაბკინასთან  კი განსაკუთრებული მეგობრობა მაკავშირებს. მათთან ერთად, კორპორატიულ წვეულებებზე ხშირად გამოვდივარ სცენაზე. ფილიპ კირკოროვი კი, საერთოდ, ჩემი ბავშვობის მეგობარია. ლენინგრადში, ორკესტრთან ერთად გამოვდიოდით და ვმღეროდით წლების წინ. თუ რაიმე მაქვს გასარკვევი, ვურეკავ და ვეკითხები რჩევებს.

– მამა რომ გახდა თუ გაუკეთეთ საჩუქარი?

– ბავშვი ჯერ არ მინახავს. იმედია მოვიცლი, მივალ, ვნახავ ბავშვს და საჩუქარსაც მივუტან. მოსკოვში ჩემი საბავშვო მუსიკალური სტუდია-თეატრი მაქვს და იქ ბევრი ბავშვი დადის. რუს ბავშვებს ქართულ სიმღერებს ვასწავლი და უნდა ნახოთ, როგორ მოსწონთ. ერთი გოგონაა მაშა და გიჟდება სიმღერაზე „როცა ჩაქრება ჭადრებში”. ისეთი გულით და განცდით მღერის, ეს უნდა ნახოთ. ქართული წერა-კითხვაც კი ისწავლა. ქართულად ვესაუბრები და ვხუმრობ ხოლმე, მგონი, რუსების გადაჯიშება მე დამბრალდება-მეთქი (იცინის). 

– ახლახან გამოვიდა თქვენი ლექსების კრებული…

– ლექსების წერა სიყვარულმა დამაწყებინა. ჩემს სტროფებში მთელი ჩემი გულწრფელობა, ემოცია, სიყვარული, უბრალოება და უშუალობა ჩავდე. მოდი, ერთ სტროფს წაგიკითხავთ და თავად მიხვდებით, რისთვისაც დავიწყე ლექსების წერა: 

„ბედის ვარსკვლავს რომ დაეძებ, შენ იოლი გგონია?

იგი თვითონ გამოჩნდება, ასე გამიგონია.

ყველა თავის ბედით ცხოვრობს, თავის გზა აქვს სავალი,

სხვისი ბედით ვერ იცხოვრებ, ნახე გამოსავალი”.

 

 

скачать dle 11.3