კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

 

ბუტიკაშვილი

გვარის საწყისი ფუძე უნდა იყოს ბუთია. გვარი ბუთიკაშვილი 1801 წელს ჩანს ავჭალის აღწერაში. შემდგომში კი, ეს გვარი რუსულ აღწერაში ბუტიკაშვილადაა დაფიქსირებული. ავჭალაში მოსულან მეჯუდას ხეობის მთიდან.

მეოცე საკუნის 20-იან წლებამდე ბუტიკაშვილები ზემოავჭალელ ლომიშვილებთან, იგივე ბერიტაშვილებთან ერთად, მეჯუდას ხეობის სათავეში, „შარაო წმიდა გიორგის“ სალოცავში დადიოდნენ. ამავე დროს, ისიც ირკვევა, რომ მეჯუდას ხეობის სათავეში ბუტიკაშვილები თავის დროზე გუდამაყრიდან იყვნენ გადმოსახლებულნი.

შიდა ქართლის მთიდან ზემო ავჭალაში გადმოსახლებას ბუტიკაშვილები ალექსანდრე მეფის სახელს უკავშირებენ.

საქართველოში 275 ბუტიკაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 248, მცხეთაში – 16, თიანეთში – 11.

მარეხაშვილი

გვარში ფუძედაა გამოყენებული ქალის საკუთარი სახელი მარეხი, რომელიც ნასესხებია არაბულიდან მარხი. გვხვდება აგრეთვე, მარიხ. ამის მიხედვით, გვაქვს მარეხ – თანამეცხედრე სარგის ბოცოს ძისა, იხსენიება მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეების მიჯნაზე.

„მარეხაშვილი, პატარძეულის მცხოვრები, ერთი კომლი, ის პატარძეულში დაასახლა ონოფრე მაჭუტაძემ და შემატა გარეჯის ყმებს“ (1690-1733 წლები).

„მარეხაშვილ ბეჟიტას, ბერშუთს მცხოვრებს, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა თოფით ლაშქრობა“ (მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარი).

გვარი ორი ფორმით გვხვდება:  მარეხაშვილი და მარიხაშვილი.

საქართველოში 133 მარეხაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 62, გორში – 51, მცხეთაში – 20.

ჩოჩიშვილი

ჩოჩიშვილები, ჯოჯიშვილები, ოქროპირიძეები და თედელაურები ძმათა შვილები არიან. ეთნოგრაფიული მასალიდან ჩანს: „ჩოჩი, ჯოჯი, ოქროპირი და თედე ძმები ყოფილან, ნარადან მოსულან. ოქროპირი ლისევში მოსულა და აქ დასახლებულა. მის შთამომავლობას ოქროპირიძე დაერქვა, ჩოჩი ორტევში დასახლდა და ამათგან ჩოჩიშვილები წარმომავლობენ. თედე ვანათში დასახლდა, ჯოჯი – ვანათ ზემოთ და მის შთამომავლობას ჯოჯიშვილი ეწოდა“.

დვალი-ჩოჩიშვილების ნაწილი ოსურ ეთნიკურ გარემოცვაში აღმოჩნდა, რამაც მათი გაოსება გამოიწვია.

საქართველოში 507 ჩოჩიშვილი ცხოვრობს: გორში – 126, თბილისში – 114, ქარელში – 101. არიან სხვაგანაც.

ჯიხვიშვილი

ამ გვარის შესახებ ძალიან მწირი ცნობებია შემორჩენილი.

ცნობილია, რომ, სავარაუდოდ, ამ გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯიხვა.

ასევე, გვხვდება გვარი ჯიხვაძე, რომელიც ამავე ფუძისაა.

საქართველოში 32 ჯიხვიშვილი ცხოვრობს: გორში – 11, დედოფლისწყაროში – 8, ზესტაფონში –  3. არიან სხვაგანაც.

სამიტაშვილი

გვარი სამიტაშვილის ფუძეა მეტსახელი სამა. ასევე, გვხვდება სახელები: სამატა, სამე, სამნა, სამო, სამიტა, სამეტა.

„სამიტაშვილის მიწა ესაზღვრებოდა ავთანდილ საგინაშვილის მიერ აბადარბაშ ბეჟანისთვის მიყიდულ გულიტაშვილის მიწას“ (1700 წელი).

1700 წელს, ასევე, მოიხსენიება სამიტაშვილი ბერია.

საქართველოში 72 სამიტაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 16, ზუგდიდში – 1, რუსთავში – 1. არიან სხვაგანაც.

ლოხიშვილი

ადამიანის ხასიათს, თვისებას გამოხატავს გვარები: ამყოლაძე, კელენჯერიძე (კელენჯერი რაჭულ დიალექტში ნიშნავს ჯიუტს), ლოხიშვილი (ლოხი დაახლოებით იგივეა, რაც ლაფაჩი: „ზარმაცი, ზანტი, დონდლო“).

ლოხიშვილის გვარის ფუძეა მეტსახელი ლოხი. ერთ-ერთ გიგაურს მეტსახელად ლოხი შერქმევია.

ლოხიშვილები დიდი რაოდენობით ცხოვრობენ ქსოვრისში.

„ლოხიშვილი კაცის სახელზეა. ნამდვილი ჩვენი გვარია გიგაური. ლოხიშვილები კიდევ არიან საგურამოში, მეჯვრისხევში, ძეგვში. ესენიც გიგაურებია და ჩვენი სახლიკაცები“.

საქართველოში 358 ლოხიშვილი ცხოვრობს. მცხეთაში – 158, თბილისში 

– 118, თელავში – 25. არიან სხვაგანაც.

მარჯანიძე

მარჯანიძე ქართლური, ქართლში წარმოშობილი გვარია. გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მარჯანი.

„მარჯანიძეთა შეწირულობა განუახლა სვეტიცხოველს სვიმონ მეფემ დომენტის კათოლიკოსობის დროს, 1556-1560 წლებში“.

საქართველოში 400 მარჯანიძე ცხოვრობს: თბილისში – 165, ქარელში – 138, კასპში – 61. არიან სხვაგანაც.

დუჩიძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი დუჩა. ასევე, გვხვდება საკუთარი სახელი დუჩია.

„დუჩიძე ბეჟანა, მოწმე შიოშ და ვარდან ფალავანდიშვილების მიერ გიორგი გულიკაშვილისთვის მიცემული მამულის წყალობის წიგნისა“ (1518 წელი).

საქართველოში 147 დუჩიძე ცხოვრობს: თბილისში – 81, საგარეჯოში – 36, რუსთავში – 22. არიან სხვაგანაც.

ანანიძე

გვარის ფუძეა ქალის საკუთარი სახელი ანა, მოფერებით – ანანა, ანანია. ანანია გვხვდება კაცის სახელადაც.

ანანა ძველებრაულად მოწყალეს, გულკეთილს ნიშნავს. ანანაი, ანანო, ანანიე – ძირითადად, სასულიერო პირთა სახელებია.

„ანანია ვაჰანის მონასტრის მნათე... ანანია, კვეთელი მღვდელ-მონაზონი... ანანია მოურავი... ანანია ციციშვილების აზნაურიშვილი...“

საქართველოში 1 457 ანანიძე ცხოვრობს: ქობულეთში – 734, ქედაში – 224, ბათუმში – 173. არიან სხვაგანაც.

ტუჩაშვილი

ტუჩიშვილები სოფელ ქურთას 1781 წლის აღწერაში ტუჩაშვილებად არიან ჩაწერილები.

ტუჩაშვილების ადრინდელი გვარი ბაბეური ყოფილა, შემდგომში კი ბაბიაური გამხდარა. ხურთისში მცხოვრები ტუჩაშვილების ადრინდელი გვარი ბაბაშვილები ყოფილა.

1773 წლის აღწერაში, ხურთისში, სამი კომლი ბაბიაურია მოხსენიებული. ბაბიაურები, იგივე ბაბაშვილები, ტუჩაშვილის გვარზე მეჩვიდმეტე საუკუნეში გადასულან.

1781 წლის აღწერაში, ის ადამიანები, რომლებიც 1774 წელს ბაბიაურის გვარს ატარებდნენ, ტუჩაშვილებად არიან ჩაწერილები.

ბაბაშვილები დღესაც ცხოვრობენ ხევში, კერძოდ, სიონში. ამ გვარის წარმომადგენლები, როგორც სიონში, ისე ხურთისში, თრუსოდან იყვნენ გადასულები.

ტუჩაშვილები და ბაბაშვილები ნათესაურ კავშირს ინარჩუნებენ და ერთმანეთზე არ ქორწინდებიან.

საქართველოში 209 ტუჩაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 73, მცხეთაში – 23, კასპში – 11. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

 

скачать dle 11.3