ზალიკო ბერგერის ჩვენება “გურუში„
27 ნოემბერს, კლუბ „გურუში” გაიმართა ზალიკო ბერგერის აქსესუარების ჩვენება. იმისთვის, რომ ზალიკოს გაერთიანებული ზაფხულისა და ზამთრის ჭრელი აქსესუარები ერთიანობაში რაც შეიძლება ეფექტური გამოჩენილიყო, დიზაინერმა ისინი მოდელებს, მუქი ფერის კაბებსა და საცურაო კოსტიუმებზე მოარგო. სამოცამდე მოდელი „ადიტისა” და დამოუკიდებელმა მოდელებმა წარმოადგინეს. მათ შორის ზალიკოს დიდი ხნის მეგობრები, გამოცდილი მოდელებიც იყვნენ. საღამო გრანდიოზული „ავთერ-ფართით“ დასრულდა, სადაც ცნობილმა ქართველმა შემსრულებლებმა – ანრი ჯოხაძემ, ნინო ძოწენიძემ, ჯაბა ქარსელაძემ და სხვებმა იმღერეს. ჩვენებას ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა, რომლებიც არასდროს ტოვებენ ზალიკოს ახალ “პაკაზებს”.