რა მოხდა ამ დღეს
9 ივლისი
1887 – ამერიკელმა ქაღალდის მაგნატმა ჯონ დიკენსონმა ერთ-ერთ ოფიციალურ მიღებაზე პირველად წარადგინა თავისი ქარხნის პროდუქცია – ქაღალდის ხელსახოცები.
1922 – ჯონ ვაისმიულერმა დაამყარა მსოფლიო რეკორდი – მან პირველმა გაცურა 100 მეტრი 1 წუთზე ნაკლებ დროში.
1945 – ლავრენტი ბერია გახდა საბჭოთა კავშირის მარშალი.
10 ივლისი
1547 – საფრანგეთში შედგა უკანასკნელი ოფიციალური დუელი.
1703 – პეტრე-პავლეს ციხესიმაგრის დაფუძნებით დაიწყო სანკტ-პეტერბურგის მშენებლობა.
1938 – ამერიკელმა მილიარდერმა ჰოვარდ ჰიუზმა საკუთარი კონსტრუქციის თვითმფრინავით შემოუფრინა დედამიწას 91 საათში.
11 ივლისი
1533 – გამოცხადდა ანგლიკანური ეკლესიის დამოუკიდებლობა ვატიკანისგან.
1700 – ბერლინში გაიხსნა გერმანიის მეცნიერებათა აკადემია.
1903 – ირლანდიის სანაპიროსთან გაიმართა თბომავალი გემების პირველი შეჯიბრება.
1971 – პიცბურგში (ამერიკის შეერთებული შტატები) პირველად დაიდგა ენდრიუ ლოიდ-უებერის როკ-ოპერა – „იესო ქრისტე – სუპერვარსკვლავი“.
12 ივლისი
1876 – 23 წლის იტალიელმა ბალერინამ, მარია სპელტერინიმ, 11 წუთში გადაიარა ნიაგარის ჩანჩქერის თავზე გაბმულ თოკზე.
1901 – გერმანიის რაიხსტაგმა ოფიციალურად დააკანონა დუელი.
1917 – პირველი მსოფლიო ომის მსვლელობისას, ბელგიაში, მდინარე იპრზე, გერმანიის არმიამ პირველად გამოიყენა მომწამლავი ნივთიერება, რომელსაც ამის შემდეგ იპრიტი ეწოდა.
1962 – ლონდონში შედგა „როლინგ სთოუნზის“ პირველი კონცერტი.
13 ივლისი
1897 – გულიელმო მარკონიმ მიიღო პატენტი რადიოზე.
1908 – ლონდონში, მეოთხე ოლიმპიურ თამაშებზე, პირველად იღებდნენ მონაწილეობას ქალები.
1930 – მონტევიდეოში (ურუგვაი) გაიხსნა პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში.
1949 – რომის პაპმა, პიუს მეთორმეტემ განაცხადა, რომ ყოველი კათოლიკე, რომელიც შევიდოდა კომუნისტურ პარტიაში, განკვეთილი იქნებოდა ეკლესიიდან.
1977 – ქალაქი ნიუ-იორკი 25 საათის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი.
14 ივლისი
1099 – პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილეებმა იერიშით აიღეს იერუსალიმი და ამოწყვიტეს ყველა იქ მცხოვრები მუსლიმანი და ებრაელი.
1789 – ბასტილიის აღებით დაიწყო საფრანგეთის დიდი რევოლუცია.
1946 – პირველად გამოქვეყნდა ბენჯამენ სპოკის წიგნი „ბავშვი და მისი მოვლა“.
1960 – ამ დღეს ვინმე მინიბაევმა, ლენინის მავზოლეუმში ყოფნისას, წიხლი ჩაარტყა ბელადის სარკოფაგს და მინა ჩაამსხვრია.
15 ივლისი
1669 – სიცილიაზე დასრულდა ვულკან ეტნას უდიდესი ამოფრქვევა, რომელიც ოთხი თვე გრძელდებოდა.
1795 – „მარსელიეზა“ გახდა საფრანგეთის ოფიციალური ჰიმნი.
1869 – იპოლიტ მეტა-მურიემ დააპატენტა მარგარინი.
1916 – დაარსდა ავიაკონსტრუქტორული ფირმა „ბოინგი“.