კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ვმართოთ ემოციები

 

დღეს შემოგთავაზებთ რამდენიმე მარტივ წესს იმისთვის, რომ რთულ და დაძაბულ სიტუაციებში შეინარჩუნოთ შინაგანი წონასწორობა და აიმაღლოთ განწყობა, დაიბრუნოთ ხალისი და ენერგია – ერთი სიტყვით, შეძლოთ საკუთარი ემოციების მართვა, რათა დაივიწყოთ მელანქოლია და დეპრესია.

1. თურმე, სხეულის დაჭიმვა ძალიან სწრაფად ხსნის სტრესს. თუ არ გჯერათ, სცადეთ, ვარიანტები ამორჩევაზეა:

ა) დადექით სწორად და მთელი სხეულით გაიზმორეთ ისე, რომ ხელების, კისრის, მუცლისა და ფეხის კუნთები მაქსიმალურად დაიჭიმოს. რამდენიმე წამის განმავლობაში „გაშეშდით“ ამ პოზაში და შემდეგ ისევ დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას, ანუ, სხეული მოადუნეთ. ვარჯიში გაიმეორეთ 5-6-ჯერ.

ბ) დაჯექით სკამზე. ფეხები შეატყუპეთ და მუხლებში გაშალეთ, ტერფები ოდნავ ააცილეთ იატაკს და შეეცადეთ, ისე გადაიხაროთ წინ, რომ ხელებით შეეხოთ ფეხის თითებს. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას და მაქსიმალურად გადაიხარეთ უკან, ზემოთ აწეული ხელებით. ისევ დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას, რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ და ვარჯიში 5-6-ჯერ გაიმეორეთ.

გ) დადექით კედელთან და ქუსლებით დაწყებული, ბეჭების ჩათვლით, მიებჯინეთ. ასწიეთ ორივე ხელი ისე, რომ კედელს შეეხოთ. აიწიეთ ფეხის წვერებზე და შეეცადეთ, მაქსიმალურად დაჭიმოთ მთელი სხეული. რამდენიმე წამის შემდეგ დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას, მოდუნდით და ვარჯიში ისევ გაიმეორეთ 5-6-ჯერ.

დ) თუ სალონში წასვლის საშუალება არ გაქვთ, დაიხმარეთ ოჯახის წევრი და გააკეთებინეთ კისრისა და ბეჭების მასაჟი.

ე) ნებისმიერი ვარჯიშიდან ნახევარი საათის შემდეგ ჩაიტარეთ წყლის პროცედურები: კონტრასტული შხაპი, ბალახის ნახარშისა და ზღვის მარილის აბაზანა, ბოლოს კი სველი (გაწურული) ხაოიანი პირსახოცით დაიზილეთ ტანი.

2. სხვათა შორის, უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლებას მედიკოსები ცეკვებითაც გვირჩევენ. თუ გრძნობთ, რომ აგრესია მოგეძალათ, ჩართეთ რიტმული მუსიკა და დაიწყეთ რიტმული მოძრაობები. მნიშვნელობა არ აქვს, ლამაზად ცეკვავთ თუ არა, მთავარია, ყოველი მოძრაობა იყოს აქტიური, მკვეთრი და ენერგიული – ეს დაგეხმარებათ, გამოდევნოთ სხეულიდან (და ტვინიდანაც) აგრესია და უარყოფითი ემოცია. თუ იმასაც მოახერხებთ, რომ ღიღინით (ან – ხმამაღლა) აჰყვეთ მელოდიას (ან რიტმულ ბრახა-ბრუხს), შედეგი გაორმაგდება.

3. ხშირად ისეც ხდება, რომ სტრესის ან გაღიზიანების დროს ადამიანებს უძლიერდებათ მადა და ჭამენ ყველაფერს, რასაც იმ წუთებში მოიხელთებენ. ეს იმდენად მექანიკური ქმედებაა, რომ, ვერც გემოს იგებენ და ვერც რაოდენობას საზღვრავენ, სტრესი კი სტრესად რჩება. ეს რომ არ მოხდეს, უნდა იცოდეთ, რომელი პროდუქტია ასეთ დროს რეკომენდებული. გახსოვდეთ, რომ სტრესის მოხსნის საუკეთესო საშუალებაა რამდენიმე ლებანი ნიგოზი (შეგიძლიათ, ქართული თხილითაც ჩაანაცვლოთ) ან 1 ცალი შოკოლადიანი ნაყინი – შედეგს მაშინვე იგრძნობთ.

 

скачать dle 11.3