კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სასარგებლო დიეტა

 

ამბობენ, ის, რაც გემრიელია, სასარგებლო არ არისო, მაგრამ, არც მთლად ასეა საქმე. თუ ოდნავ მოვინდომებთ, შეგვიძლია, ნებისმიერი დიეტა გავხადოთ სასიამოვნო, ანუ, მენიუ შევადგინოთ გემრიელი, თუმცა, ნაკლებად კალორიული საკვებისგან.

ადამიანის კვებისას სამი ჯერია მთავარი: დილის საუზმე, სადილი და ვახშამი. ლანჩი და სამხარი დამხმარე, გარდამავალი „ეტაპებია“. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ სამ „მთავარს“.

შესაძლოა, ყველამ არც კი იცის, რომ საუზმე აუცილებელია მეტაბოლიზმის საწინააღმდეგოდ. ცნობილია, რომ ძილის დროს (განსაკუთრებით –  ღამით) ნივთიერებათა ცვლის პროცესი შენელებულია, მის ასაჩქარებლად კი კარგი იქნება, თუ დილის საუზმეზე (8-დან 9 საათამდე) მიირთმევთ მარცვლეულის ფაფას (უცხიმოდ და უშაქროდ. შეგიძლიათ, 1 ჩაის კოვზი თაფლი გაურიოთ ან ცოტა მარილით შეაზავოთ) და ერთ ულუფა „მიუსლის“, ან – 1 ნაჭერ ცეხვილ პურსა და 1 ჩაის ჭიქა უცხიმო იოგურტს ან მაწონს (ანუ, ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთს).

12 საათისთვის „შეამზადეთ“ კუჭი სადილისთვის: 1 ცალი კიტრისა და 1 ცალი პომიდვრის სალათა + 1 ნაჭერი ცეხვილი პური სრულიად საკმარისი იქნება იმისთვის, რომ სადილამდე გაძლოთ. ან, შეგიძლიათ, მიირთვათ 1 ცალი მოხარშული კვერცხი, 1 ნაჭერი უცხიმო (ნაკლებად მარილიანი) ყველი და 1 ფინჯანი ყავა (1 ჩაის კოვზი თაფლი – შაქრის ნაცვლად).

სადილი (14-დან 15 საათამდე) ამაღლებს ორგანიზმის აქტივობას. მომნელებელი სისტემა რომ არ გადაიტვირთოს, სადილად მიირთვით 1 მომცრო ულუფა ბოსტნეულის სუპი, 100-150 გრამი მოხარშული, უცხიმო ხორცი (ქათმის ან საქონლის), ცეხვილი შავი პურის 1-2 პატარა ნაჭერი, 1 ჩაის ჭიქა წყალში გაზავებული 2 ჩაის კოვზი ტომატ-პასტა ან პომიდვრის წვენი და, სადილობიდან 15-20 წუთის შემდეგ დააყოლეთ გაზგასული მინერალური წყალი, 1-2 ჩაის ჭიქა ან ახალგამოწურული ხილის წვენი.

სამხარი (16-დან 17 საათამდე) თქვენს ორგანიზმში შეავსებს ვიტამინების მარაგს, თუ მიირთმევთ 300-350 გრამ ხილის ასორტს. რაც უფრო მეტი სახეობის ხილს შეურევთ ერთმანეთში, მით უკეთესი იქნება, მით უფრო, რომ სეზონი ამაში ხელს შეგიწყობთ.

ვახშამი (18-19 საათამდე), თუ ის თქვენი საყვარელი პროდუქტებისგან შედგება, ხსნის სტრესს, სასიამოვნოდ ადუნებს ორგანიზმს და ამზადებს ღამის ძილისთვის. ძალიან კარგ შედეგს მიიღებთ, თუ ვახშმად მიირთმევთ ერთ ულუფა ორთქლზე მომზადებულ ბოსტნეულს 1 ნაჭერ მოხარშულ თევზთან ერთად და დააყოლებთ გაზგასულ მინერალურ წყალს.

რადგან ახლა ზაფხულის სეზონია და ცხელა, დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახით, 2-დან 3 ლიტრამდე სითხე უნდა მიიღოთ. წარმატებას გისურვებთ!

 

скачать dle 11.3