კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

 

კითხვა: რა დანიშნულებით გამოიყენება ილანგ-ილანგის ზეთი?

პასუხი: ილანგ-ილანგის ზეთს გამოიყენებენ არომათერაპიაში შიშების მოსახსნელად, განწყობის ასამაღლებლად, დასამშვიდებლად. ჩართეთ არომანათურა 15 წუთის განმავლობაში, რომელშიც ჩაწვეთებული იქნება ილანგ-ილანგის ზეთის 5-6 წვეთი. მისი მოტკბო-მომწკლარტო სურნელი სწრაფად გამოგიკეთებთ ხასიათს.

კითხვა: მაინტერესებს, რომელი კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება არ არის რეკომენდებული ზაფხულში?

პასუხი: ზაფხულში კატეგორიულად დაუშვებელია, გაიკეთოთ:

ა) საშუალო და ღრმა პილინგი;

ბ) მოიშოროთ პაპილომები, ხალები და სისხლძარღვოვანი „ვარსკვლავები“;

გ) წაისვათ მათეთრებელი ნიღბები.

კითხვა: რა დანიშნულება აქვს ექსპრეს-ნიღბებს და როგორი ნიღბის გაკეთებას მირჩევთ ამ მიზნით?

პასუხი: ექსპრეს-ნიღბები 15 წუთში ატენიანებს და კვებავს კანს, უმაღლებს ტონუსს და სძენს განუმეორებელ ბრწყინვალებას. თუ არ გაქვთ დრო და მატერიალური საშუალება, შეიძინოთ სპეციალურად ამ დანიშნულების მქონე ნიღბები, მიმართეთ მარტივ ხერხს: ერთმანეთში აურიეთ ყველა ის პროდუქტი, რასაც თქვენს მაცივარში აღმოაჩენთ: თითო პატარა ნაჭერი (ყველა გახეხილი) ვაშლი, ატამი, გარგარი, კიტრი, პომიდორი, 2 ცალი ალუჩა, ამ ყველაფერს აურიეთ 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, 5-5 წვეთი A, D და E ვიტამინები (ზეთოვანი) და იმდენი მჭადის ფქვილი (ან „ჰერკულესი“), რომ სქელი ფაფის კონსისტენციის მასა მიიღოთ. წაისვით სახეზე და წამოწექით. 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით და წაისვით თქვენი კანის შესაფერისი მკვებავი.

კითხვა: მაინტერესებს, რა მიზნით იყენებენ თერმულ წყალს და შეიძლება თუ არა მისი გამოყენება ზაფხულის სეზონზე?

პასუხი: თერმული წყლის გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია ზაფხულში. ის აახალგაზრდავებს კანს, ხსნის დაჭიმულობას, უნარჩუნებს კანს ტენიანობას ზაფხულის ცხელ დღეებშიც კი.

კითხვა: მავნებელია თუ არა ჯანმრთელობისთვის კანის ფოტოგაახალგაზრდავება?

პასუხი: კანისთვის ყველანაირი სხივი არ არის მავნებელი. უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ მათი გამოყენების წესები და ზუსტად დავიცვათ ყველა მითითება.

სხივები, რომლებიც გამოიყენება ფოტოგაახალგაზრდავების მიზნით, სტიმულს აძლევს კანს, „აწარმოოს“ კოლაგენი და ელასტინი. შედეგად, კანი ხდება უფრო მკვრივი და ელასტიკური.

ფოტოგაახალგაზრდავების პროცედურების კურსის ჩატარების შემდეგ კანიდან ქრება პიგმენტური ლაქები და წვრილი სისხლძარღვების ბადე, კანის ფერი კი თანაბარი ხდება. მაგრამ, გახსოვდეთ: პროცედურების დაწყებამდე 3 კვირით ადრე და დასრულებიდან 3 კვირის განმავლობაში კატეგორიულად გეკრძალებათ გარუჯვა.

 

скачать dle 11.3