კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საინტერესო ფაქტები ანჯელინა ჯოლის შესახებ

 

იგი თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მსახიობი და ულამაზესი ქალბატონია, სხვადასხვა ვერსიით, ყველა დროის ყველაზე სექსუალური ჰოლივუდელი, რომელმაც კინოინდუსტრიაში საკუთარი სახელი უკვე ჩაწერა ოქროს ასოებით. საუბარია ანჯელინა ჯოლიზე, ექვსი შვილის დედასა და ბრედ პიტის მეუღლეზე, რომლის შესახებ გავრცელებულ ყველაზე საინტერესო ფაქტებს „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ.

* ანჯელინა ჯოლი ვოიტი 1975 წლის 4 ივნისს, ლოს-ანჯელესში დაიბადა. ანჯელინა „ოსკარის” ლაურეატის, ჯონ ვოიტისა და მსახიობ მარშელინ ბერტრანის ქალიშვილია. ანჯელინას ნათლიები არიან ცნობილი მსახიობები: მაქსიმილიან შელი და  ჟაკლინ ბისე.

* ბავშვობაში ანჯელინა შეუხედავი იყო, ატარებდა სქელშუშებიან სათვალეს და აგროვებდა ქვეწარმავლების ფიტულებს, რის გამოც მას თანაკლასელები მუდამ მასხრად იგდებდნენ.

* სკოლაში სწავლის პერიოდში ანჯელინა თავის მასწავლებლებს უყვებოდა, რომ მომავალში დამკრძალავი ბიუროს დირექტორი ან პათოლოგანატომი გახდებოდა. თანაკლასელებისგან განსხვავებით, პრინცესებისა და პრინცების ნაცვლად, ანჯელინა რვეულში ჩასისხლიანებულ ტუჩებსა და კუბოებს ხატავდა.

* მამამ, ჯონ ვოიტმა, ანჯელინა პრესტიჟულ, ლი სტრასბერგის სამსახიობო ოსტატობის შემსწავლელ სკოლაში მოაწყო, მაგრამ, ანჯელინამ იქ სწავლის გაგრძელება არ ისურვა, რადგან მიაჩნდა, რომ სტანისლავსკის სისტემის გარეშეც მიაღწევდა წარმატებას.

* ხანგრძლივი დროის განმავლობაში ანჯელინას არ ჰქონდა საკუთარი სახლი და ის ძმასთან, ჯეიმს ჰეივენთან ერთად ქირაობდა პატარა ბინას. იმ პერიოდში ჰოლივუდში მუსირებდა ჭორი, რომ ანჯელინა და ჯეიმსი ინტიმურ კავშირში იმყოფებოდნენ, რაც, რა თქმა უნდა, ბლეფი აღმოჩნდა.

* 14 წლის ასაკში ანჯელინამ მოდელობა დაიწყო, ძირითადად, ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესსა და ლონდონში. ამას გარდა, მან მთავარი როლები შეასრულა რამდენიმე ცნობილი მუსიკოსის: ლენი კრავიცის, როლინგ სთოუნზისა და მით ლოფის ვიდეოკლიპებში.

* ანჯელინას საყვარელი საკვებია: სისხლიანი სტეიკი, ნაყინი და ტეკილა.

* ანჯელინა ჯოლი ცნობილი ბისექსუალია, თუმცა, უპირატესობას მამაკაცებს ანიჭებს. ახალგაზრდობაში ჯოლი სადომაზოხიზმით იყო გატაცებული და თავის პარტნიორებთან ერთად საწოლში სხვადასხვა სექსუალური სათამაშოებით ერთობოდა.

* ანჯელინა ტატუების ფანია. მას სხეულზე რამდენიმე ათეული ტატუ აქვს, მათ შორის – დრაკონები, იეროგლიფები და ჯვრები. ერთი პერიოდი ჯოლის ხელზე მეორე ქმრის, ბილი ბობ ტორნტონის სახელი ჰქონდა დატანილი, მაგრამ, გაშორების შემდგომ მან ტატუ მოიშორა.

* ანჯელინას სიმაღლე 173 სანტიმეტრია, წონა – 52 კილოგრამი, ხოლო სხეულის პარამეტრები – 92-72-91.

* ფილმისთვის „შეწყვეტილი სიცოცხლე” მიღებული „ოსკარითა” და სხვა ათეული კინონომინაციით (მათ შორის „ოქროს გლობუსის” ნომინაციებით) ანჯელინამ მამას, ჯონ ვოიტს გაუსწრო ჯილდოების რაოდენობით.

* ანჯელინა ჯოლის თავად უყვარს სახიფათო ილეთების შესრულება ფილმების გადაღების დროს და იშვიათად სარგებლობს კასკადიორების მომსახურებით. მის მიერ შესრულებული ტრიუკების ნახვა შესაძლებელია ფილმებში: „ლარა კროფტი”, „ძებნილი” და „გაიტაცო 60 წამში”.

* ანჯელინას თვალის ფერი განათების მიხედვით იცვლის ფერს.

* მისი საყვარელი ფერებია: შავი, თეთრი და კრემისფერი; საყვარელი მომღერლები – ფრენკ სინატრა,  მადონა და ელვის პრესლი.

* რეალურ ცხოვრებაში ანჯელინა ნაკლებად იყენებს მაკიაჟს, მხოლოდ ტონალურ კრემსა და უფერო ტუჩსაცხს ისვამს.

* ანჯელინას წინაპრები იყვნენ ჩეხები, ფრანგები და ჩეროკის ტომის ინდიელები, ისევე, როგორც ჯონი დეპის წინაპრები.

* მსახიობის ჰობია ფერწერული ტილოების, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის ცივი იარაღების, ხმლების, დანების შეგროვება.

* ანჯელინას ძალიან უყვარს გველები, ერთი პერიოდი მას სახლში ჰყავდა მოთვინიერებული მცირე ზომის პითონი. ვარაუდობენ, რომ სწორედ  ამ ფაქტის გამო არ გაუჭირდა მსახიობს  მუშაობა გველთან, ფილმ „ალექსანდრეს” გადაღებების დროს.

* 2001 წელს ანჯელინამ იშვილა ვაჟი – მედოქსი, 2003 წელს – ვაჟი პაქს-ტიენი, 2005 წელს – ქალიშვილი ზაჰარა, 2006 წელს ანჯელინას ბრედ პიტისგან ეყოლა ქალიშვილი – შილო ნუველი, 2008 წელს კი – ტყუპები, ნოქს ლეონი და ვივიენ მარჩელინი. ექვსივე შვილი ანჯელინასა და ბრედ პიტის გვარებს ატარებს, ჯოლი-პიტ.

* ანჯელინა ჯოლიმ, პრაქტიკულად არც ერთი კერძის მომზადება არ იცის და მზარეულობისა თითქმის არაფერი ესმის. ბავშვების ჭამაზე პასუხისმგებელი ბრედ პიტია.

* ბრედ პიტის გაცნობამდე ანჯელინა ჯოლი არ აპირებდა ბიოლოგიური შვილების ყოლას და კიდევ რამდენიმე ბავშვის აყვანას გეგმავდა, მაგრამ, პიტმა რადიკალურად შეცვალა მისი ცხოვრება და ამჟამად ანჯელინას სამი საკუთარი შვილი ჰყავს.

* ანჯელინა ჯოლი ცაციაა. 

* ანჯელინამ და ბრედმა მცირე ზომის კუნძული შეიძინეს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მდებარე ხელოვნურ არქიპელაგ „უორლდში”, რომელიც 300 კუნძულისგან შედგება და კოსმოსიდან მსოფლიოს რუკის ფორმას ქმნის.

* ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის წყვილს ამერიკულ პრესაში ხშირად „ბრენჯოლინად” მოიხსენიებენ.

* ანჯელინა ჯოლის ორმაგი მოქალაქეობა აქვს – ის ერთდროულად ამერიკისა და კამბოჯის მოქალაქეც არის.

* ანჯელინა ჯოლი საფეხბურთო კლუბ „ლივერპულის” ქომაგია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მედოქსი მხოლოდ ამ გუნდს ქომაგობს.

* 2001 წლიდან  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ანჯელინა ჯოლი დანიშნულია კეთილი ნების ელჩად დევნილების საკითხში. 

* თავისი პირველი ქმარი, მსახიობი ჯონი ლი მილერი, ანჯელინამ ფილმ „ჰაკერების” გადასაღებ მოედანზე გაიცნო. ქორწილში ანჯელინას ეცვა შავი ტყავის შარვალი და თეთრი მაისური, რომელზეც საკუთარი სისხლით ჰქონდა დაწერილი მეუღლის სახელი.  

* ანჯელინა ჯოლი დილის 9 საათზე და 9 წუთზე დაიბადა.

* ანჯელინა ჯოლი კონტაქტურ ლინზებს ხმარობს.

* ანჯელინა ჯოლის თვითმფრინავის მართვის ლიცენზია აქვს და ის ხშირად დაფრინავს მცირე ზომის საკუთარი საფრენი აპარატით. 

* ანჯელინა ჯოლი მესამე მსახიობი ქალია ჰოლივუდის ისტორიაში, რომლის ჰონორარმა ერთი ფილმისთვის 20 მილიონი დოლარი შეადგინა. პირველები ჯულია რობერტსი და კამერონ დიასი იყვნენ.

* სხვადასხვა გამოკითხვაზე დაყრდნობით, ანჯელინა ჯოლი დასახელებულია ჰოლივუდის ყველა დროის ყველაზე სექსუალურ დედად.

 

 

скачать dle 11.3