კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არსებობს საიდუმლო?!

 

 

 

თქვენ იცით, რაში მდგომარეობს ბედნიერი ქორწინების საიდუმლო?! ფსიქოლოგები დიდი ხანია, მსჯელობენ ამაზე. ქალისთვის სწორედ მოწესრიგებული პირადი ცხოვრებაა ბედნიერება. მნიშვნელოვანია, ჰყავს თუ არა მეუღლე და შვილები. ყველა ქალს ბედნიერების თავისი ფორმულა აქვს, თავისებური შეხედულება ბედნიერებაზე, საერთო დამახასიათებელი ნიშნებით.

თითოეული საკუთარი გზით მიიწევს ამ იდეალისკენ. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ... შეცდომებით და ექსპერიმენტებით... რისკით და ზოგჯერ იგებს, ზოგჯერ აგებს... ცხოვრება ხომ მაინც თამაშია, აზარტული და მოულოდნელობით სავსე.

ჩვენი შეცდომებისგან და ექსპერიმენტებისგან გროვდება გამოცდილება... ფსიქოლოგები წარმატების თუ წარუმატებლობის მიზეზებს იკვლევენ. ეს მათი პროფესიაა... ადამიანები კი ბოლოს მაინც ერთ დასკვნამდე მიდიან: ბედნიერება სიყვარულშია! ოღონდ, ეს სიყვარული მოჩვენებითი კი არა, ჭეშმარიტი უნდა იყოს. ნუ იფიქრებთ იმაზე, არის თუ არა თქვენი ოჯახური ცხოვრება იდეალთან მიახლოებული. ამას თავისთავად გიჩვენებთ მომავალი. უბრალოდ, ეცადეთ და დაძლიეთ სიძნელეები. უამისოდ არ არსებობს არანაირი ურთიერთობა. შეკითხვები ბევრი იქნება: რა სიძნელეები და პრობლემები გველოდება წინ და შევძლებთ თუ არა იმას, რომ ოჯახური ჰარმონია შევინარჩუნოთ?! რატომ არის, რომ ზოგჯერ ბავშვები, ოჯახის გამთლიანებას კი არ უწყობენ ხელს, არამედ, პირიქით, ახალთახალი სირთულეების მაპროვოცირებლები ხდებიან? ღირს თუ არა ოჯახის შენარჩუნება ყველაფრის ფასად?! ნუ შეგეშინდებათ რეალობისთვის თვალებში ჩახედვის... მთავარია, თქვენს ყველა ქმედებას საფუძვლად სიყვარული ედოს, სწორედ სიყვარულია ყველაზე დიდი საიდუმლო...

 

გრძნობების სტატისტიკა

 

სტატისტიკა ისეთი რამეა, გრძნობებსაც კი ციფრების ტყვეობაში აქცევს. სამწუხაროდ, ამ კონკრეტული სტატისტიკით სასიხარულო არაფერი გვაქვს. მაინცდამაინც საკუთარ თავზე ნუ მიიღებთ, უბრალოდ, გაეცანით და გააანალიზეთ.

ბედნიერი ქორწინებების სტატისტიკა, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ასეთია: 72 პროცენტი, 75 პროცენტი, 65 პროცენტი, 64 პროცენტი, 68 პროცენტი, 62 პროცენტი... თუ ორმოცი წლის წინ ათი ოჯახიდან რვა მაქსიმალურად ცდილობდა სტაბილურობის შენარჩუნებას და ურთიერთობის გადარჩენას, ახლა ასეთი ოჯახების რიცხვი ათიდან ექვსია. სტაბილური ქორწინებების პროცენტული დეგრადაციაც სახეზეა. ბოლო ოცი წლის განმავლობაში, ის ნელ-ნელა მიდის ქვევით: 52 პროცენტი, 51 პროცენტი, 48 პროცენტი, 46 პროცენტი, 42 პროცენტი... შემაშფოთებელი სტატისტიკაა... სამწუხაროდ, იდეალური კავშირები სულ უფრო იშვიათად გვხვდება და თუ არ გვინდა, მხოლოდ წიგნის ფურცლებზე და ფილმებში დარჩეს, სასწრაფოდ უნდა დავფიქრდეთ. შეცდომებს ხომ ჩვენ ვუშვებთ?! იცით, რომ ოცდაათი წლის წინ წყვილების 70 პროცენტი მიიჩნევდა თავის ქორწინებას იდეალურად და გამართლებულად?! დღეს ასეთი წყვილების რაოდენობა მხოლოდ 22 პროცენტია.

მოარგეთ თქვენს გრძნობებს სტატისტიკა და ერთად ეძებეთ გამოსავალი...

 

ესეც უნდა იცოდეთ!

 

ურთიერთობა ზოგჯერ „ცივდება“ და ადამიანები ფიქრობენ, რომ ეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზით ხდება. უფრო ხშირად კი, არ გვინდა რეალობას თვალებში ჩავხედოთ. რეალობა კი ასეთია: ქალების 39 პროცენტი დარწმუნებულია, რომ პარტნიორების გრძნობებს გადატვირთული დღის გრაფიკი და მძიმე სამუშაო რეჟიმი „აცივებს“.

60 პროცენტი მიიჩნევს, რომ ყველაფერში დამნაშავეა მამაკაცების დაუოკებელი სურვილი ქორწინების გარეშე რომანებისა და კონტაქტებისა.

43 პროცენტი ფიქრობს, რომ გრძნობებს აცივებს პარტნიორის მიმართ გაჩენილი უნდობლობა, რა თქმა უნდა, პარტნიორის არასერიოზული, უპასუხისმგებლო საქციელის შემდეგ.

72 პროცენტი ქალებისა გრძნობის „გაცივების“ მიზეზად ოჯახური თანაცხოვრების რუტინას ასახელებს.

26 პროცენტი დაგიდასტურებთ, რომ გრძნობები მიდის, როცა ინტერესების თანხვედრა აღარ ხდება.

P. S. იცით, რატომ არის ქორწინების მეშვიდე წელი კრიზისული?! – ყოველ შვიდ წელიწადში ხდება ადამიანის ორგანიზმის განახლება და ბუნებრივად ჩნდება სურვილი სიახლეებისა. მათ შორის ურთიერთობაშიც... ანუ, სასწრაფოდ მოიფიქრეთ რამე და შეხვდით გარდაუვალ კრიზისს მომზადებული. მაშინ, ის უმტკივნეულოდ ჩაივლის.

 

გარდაუვალის „სიმძიმილი“

 

ნუ „დაიგრუზებით“... საუბარი განშორებაზე კი არა, ფეხბურთზე გვექნება. სწორედ ის არის დღეს გარდაუვალი... თითქოს ყველა ოჯახში ახლა ფეხბურთის ბუმია. მძიმეა ერთდროულად ტელევიზორიც რომ ბღავის და მანამდე მშვიდი ქმარიც, მაგრამ ეს სიმძიმილი გმირულად უნდა გადაიტანოთ და როგორმე გაიიოლოთ. ჯერ გადაამოწმეთ, რა დოზით უყვარს თქვენს ძვირფას მეორე ნახევარს ფეხბურთი. დააკვირდით კარგად...

1. იცვამს იმ გუნდის მაისურს, რომელსაც გულშემატკივრობს, ლამის, სამსახურშიც კი.

2. დიდი ხანია, აღარ რეაგირებთ მის შებღავლებაზე (ანუ, ხშირია და შეეჩვიეთ).

3. თქვენს სამზარეულოში და მაცივარში ძირითადი ადგილი ლუდს და ჩიპსს უკავია.

4. უკვე თავადაც შეგიძლიათ რამდენიმე ფეხბურთელის გვარის სწორად გამოთქმა.

5. ბავშვებსაც იმ გუნდის დროშის ფერებში აცმევს, რომლის ფანიც არის.

6. არ დაიძინებს, სანამ მთლიანად არ უყურებს მატჩს, თავისი გამეორებებით.

7. იმედი აქვს, რომ შვილი მაინც ითამაშებს ფეხბურთს პროფესიონალურად.

8. დღეებს ითვლი, როდის დამთავრდება ჩემპიონატი, ის კი ამაზე იბუტება.

მოკლედ, თუ ამ პუნქტებიდან 7-ს აკმაყოფილებს თქვენი მეუღლე, მძიმე შემთხვევაა. სერიოზული მეტოქე გყავთ და გირჩევთ, მასთან უთანასწორო ბრძოლაში არ ჩაებათ. დალიეთ ლუდი, ჩიპსსაც არა უშავს და აღიჭურვეთ მოთმინებით, დასასრული ყველაფერს აქვს, მით უფრო, საფეხბურთო ჩემპიონატს...

 

შეუძლებელი შესაძლებელია!

 

აქსიომაა ის, რომ არ არსებობს გამოუვალი და უიმედო სიტუაციები. დრო თითქოს თავისით მიუჩენს ხოლმე ყველაფერს თავის ადგილს. მთავარია, ხელები არ ჩამოუშვა, დეპრესიაში არ ჩავარდე და საკუთარი თავი წარუმატებლობისთვის არ განაწყო.

საკუთარ მეორე ნახევარს, ანუ ადამიანს, რომელსაც შენს ცხოვრებას დაუკავშირებ, ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერ ადგილას შეიძლება შეხვდე. ბედისწერა თავისით დაგანახვებს კიდეც და შეგაყვარებს კიდეც. თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ? გვერდი არ უნდა აუაროთ და ცხოვრება ისეთად უნდა მიიღოთ, როგორიც ის არის.

რომანტიკოსია თითქმის ყველა ქალი. გამონაკლისები თითქმის არ არსებობენ. მაგრამ ზომიერება რომანტიზმში მით უმეტეს აუცილებელია. მნიშვნელობა აქვს ყველაფერს... იმასაც კი, რაც თქვენ წვრილმანი გგონიათ. იმისთვის, რომ ადამიანს გაუგოთ, ეს გულით უნდა მოინდომოთ. მარტო სიტყვებით არაფერი გამოვა. თქვენ შეიძლება იძახოთ, რომ გიყვართ... რომ გინდათ ბოლომდე გესმოდეთ მისი... მაგრამ...

შეუძლებელი არაფერია! შეუძლებელიც შესაძლებელია – მოინდომეთ და წინ ვერაფერი დაგიდგებათ. ადამიანების ურთიერთობა მარტივიც არის და რთულიც, ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. იაქტიურეთ მაშინ, როცა ამის აუცილებლობას გრძნობთ. აუხსენით სიყვარული, როცა გრძნობა გულში აღარ ეტევა. გახსოვდეთ, თუ ის ნამდვილია, შეუძლებელი აღარ იარსებებს.

 

скачать dle 11.3