კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას „ჩამორეცხავს“ სხეულიდან წვიმის წყალი და რატომ უშტერდებათ ადამიანებს თვალი გარკვეულ ადგილებში

ყველა ადამიანი თავისი შეხედულებისამებრ ცხოვრობს, საკუთარი მისწრაფებები, ფიქრები და მიზნები ამოძრავებს. ყველა ინდივიდია და დედამიწაზეც თავისი მისია აკისრია, მოვლინების წამიდან. თუმცა, როგორც პარაფსიქოლოგი, ბატონი გიორგი ამბობს, ჩვენ, ყველას, დაბადების მომენტშივე საკუთარი წერტილები გვიჩნდება დედამიწაზე. იქ მოხვედრილს კი აზრებიც, ფიქრებიც და მისწრაფებებიც აშკარად გვეცვლება და სულ სხვა ადამიანად წარმოვჩნდებით. ეს, რასაკვირველია, ბევრისთვის ღიმილის მომგვრელია, მაგრამ თუ ბატონ გიორგის ნათქვამს დაუფიქრდებით, მიხვდებით, რომ სამყაროში ყველასა და ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, ამქვეყნად, ყველას ცხოვრება გაწერილია.

 

– ბატონო გიორგი, ამბობენ, ნებისმიერ ადამიანს დაბადების მომენტშივე დედამიწაზე საკუთარი წერტილები აქვს და ის აგებს პასუხს ჩვენს წარმატება-წარუმატებლობაზეო. აქვე, იმასაც გეტყვით, რომ ამ საკითხზე ბევრი ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგი კომენტარს ვერ აკეთებს. თქვენ თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით?

– გიპასუხებთ, რომ ეს თემა ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგთა წრეებში საკმაოდ აქტუალურია და მიკვირს, თუ მასზე საუბარი რომელიმეს გაუჭირდა. მართლაც, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ნებისმიერ ადამიანს დედამიწაზე აქვს, ეგრეთ წოდებული, საკუთარი წერტილები. ასეთ ადგილებში ადამიანს აურა და ბიოველი საგრძნობლად ეცვლება. მოკლედ, დედამიწაზე არსებობს დადებითი, უარყოფითი და ასევე, ნულოვანი წერტილები. ეს წერტილები იმისთვის არის საჭირო, რომ დედამიწაზე კონკრეტულ ადამიანს თავისი შესაბამისი ადგილი ჰქონდეს. ასეთ ადგილებში დიდხანს ყოფნისას კი, უარყოფითი წერტილების გავლენით, ადამიანის ბედისწერა ცუდისკენ იცვლება. ასეთი ენერგეტიკული ადგილები დედამიწაზე ძალიან ბევრია. დადებით წერტილზე მოხვედრისას, ადამიანს ბედიც ეხსნება, წარმატებულიც ხდება და სასიკეთოდაც იცვლება მისი იღბალი. ამ ადგილებში, თავს მშვიდად და კომფორტულად გრძნობთ. იმუხტებით დადებითი ენერგეტიკით და დაცული ხართ. უარყოფით ზონებში კი ადამიანი სუსტდება, ღიზიანდება, კარგავს სასიცოცხლო ენერგიას, ირღვევა ფსიქიკა, ყურადღება იფანტება და არ არის გამორიცხული, საკუთარი შვილის სახელიც კი დაავიწყდეს. ნულოვანი წერტილი დედამიწაზე ის ზონაა, სადაც ადამიანი განმარტოვდება და ფიქრებში მიდის. ამ მდგომარეობაში არ შეიძლება, დიდხანს დარჩეთ, რადგან თქვენი სასიცოცხლო ენერგია იყინება და არ არის გამორიცხული, ზიანი მიადგეს თქვენს ჯანმრთელობას. ამიტომ, დააკვირდით შინ, რომელ ადგილას როგორ გრძნობთ თავს – სად ისვენებთ, სად უღრმავდებით ფიქრებს, სად შფოთავთ და განიცდით რაღაცას. ეს ძალიან მარტივია. ასევე, დააკვირდით სახლში რომელ ადგილას ყოფნისას გიბუჟდებათ კიდურები ან გიშტერდებათ თვალი. ეს თქვენთვის საშიში ზონაა და მას სასწრაფოდ უნდა გაეცალოთ. შესაძლოა, ასეთი საშიში ზონა ბინაში არაერთი იყოს. აგრეთვე, არ არის გამორიცხული, ასეთ ადგილებში ადამიანს უეცრად დაეწყოს შიშები, თავში მოუვიდეს უაზრო ფიქრები, დაეწყოს თავის ტკივილი, შფოთვა და აღგზნება. ეს თქვენთვის ანომალიური ზონაა. ანომალიური ზონები სახლში კი, ადამიანის ენერგეტიკულ სტრუქტურაზე ძლიერ ზემოქმედებას ახდენს.

– თუ თავი ვერ დავიცავით და ასეთ ენერგეტიკულად საშიშ ზონაში აღმოვჩნდით?

– თუ იგრძენით, რომ წამოვიდა ცუდი აზრები, აკვიატებული ფიქრები, რაღაცას ავადმყოფურად განიცდით და ვერ ხვდებით, რა არის თქვენი გუნება-განწყობის უარესობისკენ შეცვლის მიზეზი, სასწრაფოდ მიიღეთ შხაპი. აბაზანა სწორედ ის ადგილია, სადაც უარყოფითი ზონისგან აკრეფილი ენერგიის ჩამორეცხვა ხდება. ასევე, მაგიური თვისებებით გამოირჩევა და უარყოფითის საუკეთესო „ჩამომრეცხია” წვიმის წყალი. სხვათა შორის, ჩვენი წინაპრები წვიმის დროს წყალს აგროვებდნენ ჭურჭელში და შემდეგ, ამ წყლით ბანაობდნენ. ეს ტრადიცია სოფლებში დღესაც შემორჩენილია. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ წვიმის წყლით ბანაობის დროს ბედს უკეთესობისკენ აბრუნებს, წარმატებებსაც იბევებს და ჯანმრთელობასაც სასიცოცხლო ტონუსით აძლიერებს.

– როდესაც ადამიანი აფორიაქებულია, ასე ამბობენ, მისი ქვეცნობიერი წინასწარ გრძნობს მომავალი საფრთხის შესახებო. ეს თუ შეესაბამება სიმართლეს?

– დიახ, დააკვირდით, ჩვენი ქვეცნობიერი ხშირად გვკარნახობს და გვაფრთხილებს მომავალი უსიამოვნებების შესახებ, რომელსაც ჩვენ ჯერ ვერც ვხედავთ და ვერც ვგრძნობთ. დამეთანხმებით, არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ ოცნებობდეს იყოს წარმატებული, ჰქონდეს ბევრი ფული, აიწყოს ოჯახური ცხოვრება თუ კარიერა, გახდეს სასიამოვნო კომპანიონი, იდილია შეიქმნას გარშემო და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ეს ყოველივე ბევრს ცხოვრების ბოლომდე ოცნებად რჩება, ბევრი კი საწადელს აღწევს. 

– მერედა, საწადელის მიღწევა ასე ადვილია?

– რასაკვირველია, ადვილია თუ გონივრულად იცხოვრებთ და გეცოდინებათ, რა დროს რა უნდა მოიმოქმედოთ, რა გააკეთოთ, რა თქვათ და გაიაზროთ. ადამიანს მფარველი ანგელოზი ყოველთვის აძლევს შანსს, იყოს ბედნიერი, აიხდინოს ოცნებები, იყოს სასურველი და წარმატებული. ეს შანსი არ უნდა გაუშვათ ხელიდან.

– და მაინც, როგორ აღმოვჩნდეთ სასურველ დროს, სასურველ მომენტში?

– ამისთვის, ჩემი კარგო, დაკვირვება და ფხიზელი თვალია საჭირო და ყველაფერს თავად მიხვდებით. მიაქციეთ ყურადღება, რა მინიშნებას გაძლევთ ცხოვრება. ასეთი მინიშნებები კი, ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავია. მაგალითად, თუ ფეხსაცმელზე ქუსლი მოგტყდათ, აუცილებლად ელოდეთ სასიამოვნო ცვლილებას ბედში; თუ ქარმა ქუდი წაგართვათ, პირად ცხოვრებაში უსიამოვნებები გელით; თუ დილით, სამსახურში მიმავალს, ქუჩაში პირველად ხეიბარი ადამიანი შეგხვდათ, არ აგცდებათ უსიამოვნო შეხვედრა ან საუბარი უფროსობასთან,  ამიტომ, ეს დღე ფრთხილად და წინდახედულად განვლეთ, უნდა მოერიდოთ ძალაუფლების მქონე ადამიანებთან საუბარს, კომპანიონებთან ან კოლეგებთან ერთობლივ საქმიანობას; თუ საათი უეცრად გაჩერდა, ცუდი ამბის გაგების მოლოდინში უნდა იყოთ, ხოლო, თუ საათზე დრო ჩამორჩა, არ გირჩევთ ამ დღეს ფულის სესხებას ან გასესხებას; თუ ხელიდან გიცვივდებათ ნივთები, ეს დიდი ბედნიერების ნიშანია, მაგრამ, თუ ჩაი ან ყავა გადაგესხათ ტანსაცმელზე, მაშინ ფრთხილად იყავით, შესაძლოა, რაიმე დაკარგოთ; თუ წერის დროს კალამში მელანი გაგითავდათ, მოერიდეთ ამ დღეს სტუმრად წასვლას ან სახლში სტუმრების დაპატიჟებას. ეს მინიშნებები შემთხვევითი არ არის და თუ მათი ახსნაც გეცოდინებათ, მაშინ ადვილად გაართმევთ თავს შესაძლო პრობლემებს.

– შეგვიძლია თუ არა, დილით, წინასწარ შევიტყოთ, როგორი დღე გველის?

– ასეთი მეთოდი არსებობს. ძველად, აღმოსავლეთ ეგვიპტეში, ქურუმები ყოველ დილას ატარებდნენ რიტუალს ბრინჯით და იგებდნენ, როგორი დღე ელოდათ წინ. მოკლედ, თუ გსურთ გაიგოთ, თქვენი მომავალი დღის პროგნოზი, ამ მეთოდს გასწავლით: დილით, გაღვიძებისას, არავის გასცეთ ხმა, ონკანიდან აიღეთ გამდინარე წყალი და ჩაასხით გამჭვირვალე ჯამში, დაამატეთ ერთი მუჭა მარილი, კარგად ამოურიეთ და დადგით მისაღები ოთახის ცენტრში. წყალი რომ „დაწყნარდება“, ანუ დადგება, მასში თვალდახუჭულმა ჩაყარეთ ერთი მუჭა ბრინჯი. გაახილეთ თვალი და დააკვირდით: თუ ბრინჯი ძირზე მიმოიფანტა, ესე იგი, კარგი დღე გელით წინ, მაგრამ, თუ ბრინჯი შუაგულში შეგროვდა, მოერიდეთ ამ დღეს კამათს, შეხვედრებს, მოლაპარაკებებს, საქმიან მიმოწერებს და განვლეთ დღე მშვიდად და მეტი სიფრთხილით.

– მე ისიც გავიგე, რომ ცუდ განწყობაზე თუ გააკეთა ადამიანმა საჭმელი, ეს სხვაზეც უარყოფითად აისახება. შესაძლოა, ადამიანმა ასე მომზადებული კერძის ჭამის შემდეგ, თავი მთელი დღე ცუდად იგრძნოსო. ამაზე რას მეტყვით?

– ესეც სრული სიმართლეა და ეს სიბრძნე უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს. თუ დააკვირდებით, ამას დღესაც გაიგებთ სოფლად ხანშიშესული ადამიანებისგან. ნამდვილად არ ცდებოდნენ ჩვენი წინაპრები, როცა ცუდ განწყობაზე ყოფნისას კერძს არ ამზადებდნენ. საერთოდ, კერძის მომზადება ერთგვარი რიტუალია და რა განწყობასაც ჩააქსოვთ მას, იმასვე მიიღებთ მისი ჭამისას. კერძოდ, საკვები ისრუტავს ირგვლივ არსებულ ენერგიას, ჩვენ კი ამ საკვების ჭამის დროს, კალორიებთან ერთად, ამ ენერგეტიკასაც ვიღებთ და „ვიტუმბებით”. სხვათა შორის, იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი ფორმის მაგიდაზე დევს ჭურჭელი, რომლიდანაც საკვებს მიირთმევთ. ძველად, ხალხი მრგვალ მაგიდებს ანიჭებდა უპირატესობას და არა უმიზეზოდ. ასეთ ანტიკვარულ მაგიდებს დღესაც შეხვდებით სოფლებში. ხომ ამბობენ კიდეც, მაგიდის კუთხეში ჯდომამ გაუთხოვრობა იცისო.

– მერე, ეს სიმართლეა?

– სიმართლე, რასაკვირველია, არ არის პირდაპირი გაგებით, მაგრამ, ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ადამიანისკენ მიმართული მაგიდის კუთხე, უარყოფით ენერგიას „ისვრის” მისკენ. ეს კი ადამიანს წარუმატებელს ხდის სიყვარულში, კარიერაში, ფინანსებში. ამიტომ, თუ გსურთ, თავიდან აიცილოთ უიღბლობა, უფულობა, გაუთხოვრობა თუ უცოლობა, უნდა მოერიდოთ იმ ადგილს, საითაც მაგიდის კუთხეა მიმართული და არც მის კუთხეში დაჯდეთ.

 

 

скачать dle 11.3