კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაბალი ჰემოგლობინისა და ალერგიის დროს მჟაუნა შეუცვლელია

 

 

  მჟაუნას ფოთლები შეიცავს დიდი რაოდენობით კაროტინს და ასკორბინის მჟავას, B1, B2, C და PP ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებს, კერძოდ კი, რკინას, მაგნიუმს, ფოსფორს, გოგირდს, სილიციუმს. ასევე, ცილებს, შაქარს, ორგანულ მჟავებს და მთრიმლავ ნივთიერებებს. სამკურნალოდ გამოიყენება მჟაუნას როგორც ფოთოლი, ასევე ფესვი, ღერო და თესლი. მჟაუნას აქვს ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი, ჭრილობების შემახორცებელი და სისხლის დენის შემაჩერებელი თვისებები.

* მჟაუნა არ არის რეკომენდებული იმ ადამიანებისთვის, ვისაც აწუხებს წყლული, გასტრიტი ან ნიკრისის ქარი.

* ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად და მოსაწესრიგებლად, 1 სადილის კოვზ მჟაუნას გამხმარ ფესვებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, გააცივეთ, გაწურეთ და დალიეთ 2/3 ჩაის ჭიქა, დღეში ორჯერ, ჭამის შემდეგ.

* ქოლეცისტიტის დროს 1 ჩაის კოვზ ახალგამოწურულ მჟაუნას ფოთლების წვენს დაუმატეთ ერთი ჩაის ჭიქა შაქრიანი წყალი და დალიეთ დღეში ორჯერ, უმჯობესია ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ. ის, ასევე, კარგი ნაღველმდენი საშუალებაა.

* ეგზემის დროს 6 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ მჟაუნას ფესვებს დაასხით 1 ლიტრი წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათით ნელ ცეცხლზე, შემდეგ გააგრილეთ და გაწურეთ. დაასველეთ ამ ნაყენში მარლა და დაიდეთ მტკივან ადგილზე.

* მჟაუნას ფოთლები დიდი რაოდენობით შეიცავს რკინას, ამიტომ ის აუცილებლად უნდა მიიღოთ დაბალი ჰემოგლობინის დროს.

* თუ კბილი გტკივათ, დაღეჭეთ მჟაუნას ფოთლები და ტკივილი აუცილებლად გაგივლით.

* ალერგიის დროს კი, 1 სადილის კოვზ წვრილად დაჭრილ მჟაუნას ფოთლებს დაასხით ორი ჭიქა წყალი, ადუღეთ დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე და დადგით ნახევარი საათით ოთახის ტემპერატურაზე. დალიეთ 1/4 ჭიქა, ჭამამდე დაახლოებით 20 წუთით ადრე. სვით მცირე ყლუპებით და ნელ-ნელა, სვენებ-სვენებით.

 

 გულისცემის გახშირება და მოციმციმე არითმია ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია

  ადამიანის გული შედგება წინაგულებისა და პარკუჭებისგან. წინაგულებში არსებობს სინუსის კვანძები, რომლებშიც გამომუშავდება იმპულსები. გულის არითმიების განვითარების საფუძველი შეიძლება იყოს იმპულსის წარმოქმნის მოშლა და იმპულსის გატარების დარღვევა. მოციმციმე არითმიის დროს სწორედ იმპულსის წარმოქმნაა დარღვეული. ამ დროს წინაგულები კარგავს სინქრონული შეკუმშვის უნარს და იწყებს ქაოსურ ციმციმს. წინაგულების ციმციმი განპირობებულია თავად გულის პათოლოგიით ან გარეშე ფაქტორების მავნე ზემოქმედებით. მისი აღმოცენების ძირითადი მიზეზია მიოკარდიუმის ინფარქტი, ჟანგბადის ნაკლებობა, თირეო-ტოქსიკოზი, გულის მანკი, მედიკამენტური ინტოქსიკაცია, ჰიპერტონიული დაავადება, გულის ინფექციური დაზიანება. 

   ასაკში შესული ადამიანებისთვის ახლად აღმოცენებული მოციმციმე არითმია შეიძლება, ფარულად მიმდინარე იშემიის, ანუ გულის კუნთის კვების მოშლის შედეგი იყოს. ახალგაზრდებში კი, ამის მიზეზი ხშირად მიტრალური სარქველის პროლაფსის არასწორი მუშაობის შედეგია. არსებობს ისეთი მდგომარეობა, როცა არითმია დაავადების არსებობის გარეშეც აღმოცენდება, მაგალითად, ალკოჰოლის ჭარბად მიღებისას. მოციმციმე არითმიის განვითარების დიდი რისკია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა მას თან ახლავს მაღალი არტერიული წნევა. წინაგულების ციმციმი შეიძლება, ასოცირებული იყოს სხვა სახის არითმიასთან და იმპულსის გატარების მოშლასთან. 

  ხშირად ასეც ხდება, რომ დაავადება პირველი გამოვლენის დროს გართულებულია. ხშირად მას თან ერთვის ტაქიკარდია, ანუ პულსის გახშირება. ამ დროს გული დიდ სამუშაო დატვირთვას იღებს, რის შედეგადაც შეიძლება, აღმოცენდეს ტკივილი მკერდის ძვლის უკან. ეს კი, სტენოკარდიის ან მიოკარდიუმის ინფარქტის ერთ-ერთი ნიშანია. არითმიის გამო შეიძლება, დაქვეითდეს გულის მუშაობის ეფექტურობა, რაც მეორე გართულების, კერძოდ კი, გულის უკმარისობის მიზეზად შეიძლება იქცეს. 

   წინაგულების მწვავედ აღმოცენებული ციმციმის დროს მკურნალობის მიზანია, პარკუჭების შეკუმშვათა სიხშირის შემცირება და ნორმალური რიტმის აღდგენა. უმჯობესია, არითმიის აღმოცენებისთანავე, პირველ დღეებშივე ჩაიტაროთ მკურნალობის კურსი. მოციმციმე არითმიის დროს წინაგულებში მკვეთრად ნელდება სისხლის დინება. ეს კი თრომბების აღმოცენების მიზეზი ხდება. როცა მკურნალობის შედეგად გულის მუშაობის ნორმალური რიტმი აღდგება, შესაძლებელია, თრომბის ფრაგმენტები მოწყდეს და რომელიმე ორგანოს სისხლძარღვებს დაეცოს. უფრო ხშირად ეს ხდება თავის ტვინის სისხლძარღვებში, რის შედეგადაც ვითარდება ინსულტი. ამიტომ, მკურნალობაში აუცილებლად უნდა ჩაერთოს ის პრეპარატები, რომლებიც სისხლის შედედების უნარს ამცირებს.

 

რატომ უნდა აკონტროლოთ ძილის დრო და ხარისხი

 მოზრდილ ადამიანს დღე-ღამეში 7-8 საათი უნდა ეძინოს, მაგრამ ძილის ნორმა მაინც ინდივიდუალურია. ზოგ ადამიანს ნაკლები სძინავს, ზოგს – მეტი. თუ იმაზე მეტი გძინავთ, ვიდრე საჭიროა, მაშინ ძილისთვის განკუთვნილი დრო უნდა შეამციროთ. ძილი არაერთგვაროვანია და რამდენიმე ფაზისგან შედგება. გარდამავალ პერიოდში, ანუ პირველ სტადიაში – უჯრედების ერთ ნაწილს სძინავს, მეორეს – ჯერ კიდევ არა. ზედაპირული ძილი მეორე სტადიას განეკუთვნება. მესამე სტადიას ღრმა ძილი, ანუ დელტა-ძილი ეწოდება. ამ დროს ხედავს ადამიანი სიზმრებს. ძილის ხარისხი დამოკიდებულია აღნიშნული ფაზების სწორ თანაფარდობაზე. თავის მხრივ, რაც უფრო კარგია ძილი, მით უფრო ხანმოკლეა.

იმისთვის, რომ გაიუმჯობესოთ ძილის ხარისხი, ქვემოთ მოყვანილი რჩევები უნდა გაითვალისწინოთ:

* სისხლში ნახშირწყლებისა და ცხიმების მომატებული რაოდენობა არღვევს დელტა-ძილის ფაზის თანაფარდობას. ამიტომ, ვახშამი, ძირითადად, ცილების შემცველი საკვებისგან უნდა შედგებოდეს. მაგალითად, ასეთია: უცხიმო ხაჭო, პური, შემწვარი თევზი, ბოსტნეული, კანგაცლილი შემწვარი წიწილა, ბრინჯი და ასე შემდეგ. ცილების გადამუშავება დიდ დროს მოითხოვს. ასე რომ, დაძინებამდე არ მოგშივდებათ. ეს კი მეტად მნიშვნელოვანია. შიმშილის გრძნობა ჩაძინების პროცესს აფერხებს და ძილი ზედაპირული ხდება.

* კალციუმის დეფიციტი იწვევს კუნთების დაჭიმულობას, რასაც შედეგად „ცუდი ძილი“ მოჰყვება. ორგანიზმში მაგნიუმის ნაკლებობა ზრდის ძილის ხანგრძლივობას.

* რკინის ნაკლებობა ახანგრძლივებს ძილის პროცესს და ასევე, ხელს უწყობს ხშირ გამოღვიძებას.

* B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა, რომელიც ჩვეულებრივ, აღენიშნებათ მუდმივად სტრესულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს, მწეველებს და მათ, ვინც ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს იღებს, არღვევს ძილის ნორმალურ რიტმს. გამოსავალი კი მხოლოდ ვიტამინების მიღებაა.

*  რეგულარული ფიზიკური დატვირთვის შედეგად მცირდება ძილის საერთო ხანგრძლივობა და ძილისადმი მოთხოვნა.

*  თუ ოთახის ტემპერატურა 24 გრადუსზე მაღალია, ძილი უარესდება და დელტა-ძილის თანაფარდობის დარღვევის გამო ხანგრძლივდება. ნორმალური ძილისთვის ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურა 18 გრადუსია.

*  თუ ცოლ-ქმარს ერთად სძინავს, მათი დელტა-ძილის ხარისხის პერიოდი მცირდება. საქმე ისაა, რომ ყოველ ასეთ პერიოდს წინ უნდა უძღოდეს ათწუთიანი მშვიდი ძილის პერიოდი. თუ ამ პერიოდში ერთი პარტნიორი მოძრაობას იწყებს და მეორეს აღვიძებს, მაშინ ათვლა თავიდან იწყება.

*  ღამით თბილი და არა ცხელი აბაზანა ნერვულ სისტემაზე არა მხოლოდ დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს, რაც დაძინების პროცესს უწყობს ხელს, არამედ ძილის სტრუქტურასაც აუმჯობესებს. განსაკუთრებით კარგია, თუ აბაზანაში წიწვოვანთა ექსტრაქტის რამდენიმე წვეთს ჩაამატებთ.

ნორმალურია, რომ დაწოლიდან ათ წუთში დაიძინოთ. თუ ასე არ ხდება, ესე იგი, ორგანიზმს ძილი არ უნდა, ან რაღაც უშლის ხელს. ყველა შემთხვევაში, საუკეთესო საშუალებაა, ადგეთ და რამე საქმე წამოიწყოთ, ვიდრე ფიქრებში წახვიდეთ და ნერვული სისტემა დაიზიანოთ.

 

 ნერვიულ და აგრესიულ ადამიანებს კუჭის წყლული ემუქრებათ 

  ხშირად, ადამიანის სულიერი განცდები სტრესის სნეულებებით ინიღბება. შედეგად კი, შესაძლოა, ინფარქტი ან კუჭის წყლული განვითარდეს. სტრესულ სიტუაციებში გარკვეული ტიპის ადამიანების კუჭში მარილმჟავას კონცენტრაცია იმატებს და ფერმენტ გასტრინ-17-ის გამოყოფა ძლიერდება. ნერვულ ფონზე აღმოცენებული კუჭის დაავადებები ძირითადად მელანქოლიკებს აწუხებთ, რომლებიც თვითგვემისკენ არიან მიდრეკილნი და სასოწარკვეთაშიც ხშირად ვარდებიან. ასევე, იმასაც, ვინც იბოღმება და ხშირად ბრაზობს. 

   დამტკიცებულია, რომ საჭმლის მომნელებელ სისტემასა და ემოციებს შორის პირდაპირი კავშირია. აგრესია და ბოღმა საკვების კუჭში გავლას ძალიან აჩქარებს, შიში, დეპრესია კი, სპაზმების გამო, საჭმლის მონელების პროცესს აფერხებს. 

   კუჭის წყლულოვანი დაავადებები ემუქრება მასაც, ვინც მუდმივად სხვაზე ზრუნავს, გულთან ახლოს მიაქვს ყველაფერი და საკუთარ თავზე ბევრ დატვირთვას იღებს. 

   თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის გაჩენის დიდი ალბათობა აქვთ ცხარე საკვების მოყვარულ ადამიანებს, ასევე, იმპულსურებს. ისინი ყოველთვის ცდილობენ, იმაზე უკეთესები იყვნენ, ვიდრე არიან. როცა ეს არ გამოსდით, დეპრესიაში ვარდებიან, იბოღმებიან და შური მათ ჯანმრთელობასაც არყევს. 

დეპრესიისა და სტრესის დროს ადამიანთა უმრავლესობას ცხარე საკვების, ყავის, ალკოჰოლისა და სიგარეტის მოთხოვნილება უჩნდება. ეს კი მდგომარეობას კიდევ უფრო ამძაფრებს და ამძიმებს. უნდა შევძლოთ, თავად ამოვიცნოთ, რა არის კუჭის დაავადების მიზეზი. 

ნამდვილი კუჭის წყლულის დროს ტკივილები კონკრეტულ, ფიზიოლოგიურ მდგომარეობასთანაა დაკავშირებული. თუ ადამიანი შესაფერის საკვებს არ იღებს, სვამს ალკოჰოლს და ეწევა სიგარეტს, მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. ჩივილები კი ასე გამოიხატება: ავადმყოფს მკვეთრად გამოხატული ტკივილი აქვს; ტკივილი ქრება ანტაციდების და სხვა გამაყუჩებლის მიღების შემდეგ. 

 ნერვული წყლულის დროს კი, აღინიშნება ტკივილი სტრესულ მდგომარეობაში. მას შეტევის ვეგეტატიური დარღვევებიც ერთვის, მაგალითად, შიში, ოფლიანობა, ფორიაქი; აღინიშნება ტკივილი ღამის საათებში, უძილობა; კუჭისთვის განკუთვნილი პრეპარატების მიღებისას, მდგომარეობა არ უმჯობესდება. სამაგიეროდ, ტკივილი ყუჩდება, თუ ავადმყოფი ვოლოკორდინს, კატაბალახას წვეთებს და მსგავს დამამშვიდებელ საშუალებას მიიღებს.

 

скачать dle 11.3