კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

 

კითხვა:  ჩემი შვილი 2 წლისაა. შეიძლება დასჭირდეს ცისტოგრამა (შარდგამომყვანი გზების სავარაუდო ინფექცია). რა პროცედურაა ეს და საჭიროა თუ არა ნარკოზი? 

პასუხი: ცისტოგრაფია, ანუ, შარდის ბუშტის რენტგენოლოგიური გამოკვლევა (ცისტოგრამა –  მიღებული რენტგენოლოგიური სურათი) ტარდება  შარდის ბუშტში კონტრასტის შეყვანით, ნარკოზი არ არის საჭირო.

კითხვა:  რამდენ ხანში შეიძლება გამოვლინდეს ცოფი?

პასუხი: ცოფი (ჰიდროფობია) არის ვირუსული დაავადება, რომელიც ვითარდება დაზიანებულ კანზე ცოფით დაავადებული ცხოველის ნერწყვის მოხვედრისას. ნერწყვში ვირუსი დაავადების კლინიკური სიმპტომების გამოვლინებამდე 7-8 დღით ადრე ხვდება. ინკუბაციური პერიოდი 7 დღიდან 1 წლამდე (უფრო ხშირად – 2-3 თვე) შეიძლება გაგრძელდეს. ხასიათდება ენცეფალიტის (თავის ტვინის ანთების) განვითარებით, ფაქტობრივად,  100-პროცენტიანი სიკვდილიანობით.

კითხვა:  შევნიშნე, როდესაც შარდი მუქი ფერის მაქვს, ჩემი წნევა ნორმალურ დონეზეა, ხოლო, როცა შარდი ღია ფერისაა – წნევა მაღალია. იქნებ, ეს თირკმელების ან თირკმელზედა ჯირკვლების რაიმე დაავადებასთან არის დაკავშირებული?

პასუხი: არტერიული წნევის ციფრების მომატების დროს დროის ერთეულში თირკმელებში  მეტი სისხლი გაივლის, რაც წარმოქმნილი შარდის რაოდენობის ზრდას იწვევს. შარდის კონცენტრაცია ამ დროს იკლებს, ამიტომ, შარდი უფრო ღია ფერის არის. ანტიჰიპერტენზიული თერაპიის შესარჩევად მიმართეთ თერაპევტს ან კარდიოლოგს.

კითხვა:  არსებობს თუ არა გასტროსკოპიის ალტერნატივა? მაგალითად, რამდენად ინფორმაციულია კომპიუტერული ტომოგრაფია?

პასუხი: კუჭის კომპიუტერული ტომოგრაფია არ კეთდება. თუ საყლაპავის, კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის  ენდოსკოპიური გამოკვლევის საშუალება რაიმე მიზეზის გამო არ არის, მაშინ მათი რენტგენოლოგიური გამოკვლევა ტარდება.

კითხვა: სისხლში მომატებული მაქვს ALT. რას უნდა ნიშნავდეს ეს? გადატანილი მაქვს ვირუსული B ჰეპატიტი.

პასუხი: ALT (ალანინამინოტრანსფერაზა) –  ფერმენტი, რომელიც ღვიძლისა და ზოგიერთი სხვა ორგანოს უჯრედებშია, გამოთავისუფლდება მათი დაზიანების დროს. ამ ფერმენტის რაოდენობის მატება სისხლში შეიძლება ქრონიკულ ჰეპატიტზე მიგვითითებდეს. თუ შეცვლილი მაჩვენებლები 6 თვის განმავლობაში შენარჩუნდება, ადგილი აქვს პროცესის ქრონიკულობას.

კითხვა:  საშიშია თუ არა ნაღვლის ბუშტის ანთება ორსულობის დროს?

პასუხი: თუ ეს ქრონიკული ქოლეცისტიტია, ის ორსულობის დროს დიდ საშიშროებას არ წარმოადგენს, მხოლოდ დედას უქმნის დისკომფორტს. საკმარისია დიეტის დაცვა და ნაღველმდენი პრეპარატების მიღება. მწვავე ქოლეცისტიტი კი სერიოზული საფრთხეა, რომელიც ითხოვს სტაციონარულ მკურნალობას, მასიურ ანტიბიოტიკოთერაპიას და, შესაძლოა, ქირურგიულ ჩარევასაც.

კითხვა: ასპირინის მიღების შემდეგ მივიღე ალკოჰოლი. ძალიან მტკივა კუჭი. შეიძლება თუ არა, ასპირინმა სერიოზული პრობლემა გამოიწვიოს?

პასუხი: აცეტილსალიცილის მჟავამ (ასპირინმა) ალკოჰოლთან ერთად საყლაპავის, კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს. ამიტომ, თუ კუჭის არეში ტკივილი გაქვთ, კუჭის ლორწოვანის მდგომარეობის დასადგენად  საჭიროა გასტროსკოპიის ჩატარება. ცვლილებების აღმოჩენის შემთხვევაში, უნდა ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა.

კითხვა: არის თუ არა არტერიული ჰიპოტონია უშაქრო დიაბეტის მაჩვენებელი?

პასუხი: უშაქრო დიაბეტის დროს შესაძლებელია ჰიპოტენზიისადმი (არტერიული წნევის დაბალი მაჩვენებლები) მიდრეკილება, მაგრამ, ძირითად სიმპტომად არ ითვლება. უშაქრო დიაბეტის ტიპურ ლაბორატორიულ მაჩვენებლად შარდის კუთრი წონის დაბალი ციფრები ითვლება. თუ ეს მაჩვენებელი 1,005-ზე მეტია, შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი პრაქტიკულად გამორიცხულია.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

 

 

скачать dle 11.3