“საქართველოს ლატარიის კომპანიის„ მობილური სერვისცენტრის პრეზენტაცია
„საქართველოს ლატარიამ“ მომსახურების განსაკუთრებული სიახლე შესთავაზა მოგების ყველა მსურველს. ამიერიდან, ქვეყნის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება ლატარიის მომგებიანი ბილეთები გამარტივებული, მომხმარებელზე ორიენტირებული მეთოდით შეიძინოს, რაც შესაძლებელი იქნება თანამედროვე, უწყვეტი მობილური ტექნოლოგიით აღჭურვილი ფურგონების საშუალებით.
ელენ ჩენგი – „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ მობილური სერვისცენტრები, მოქალაქეების საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე შეძლებენ მაქსიმალური გართობა და მოგებით გამოწვეული სიხარული მოუტანონ მათ. საქართველოს ლატარიის კომპანია ახლა ხალხთან უფრო ახლოსაა და ეს ჩვენთვის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა.” მომხმარებელს პრეზენტაციაზე ისიც შეახსენეს, რომ ოც ლარამდე მოგებული თანხის მიღება გაყიდვის წერტილებშია შესაძლებელი, ახლა კი უკვე მობილურ სერვისცენტრებში, ხოლო თუ მოგება ოც ლარს აღემატება, თანხას მიიღებენ „სახალხო ბანკის“ ფილიალებში.