მესი მაიამიზე ისვენებს
სანამ კრიშტიანუ რონალდუ და ევროპული ფეხბურთის სხვა ვარსკვლავები პოლონეთისა და უკრაინის სტადიონებზე ოფლს ღვრიდნენ, პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელად წოდებული ლიონელ მესი მაქსიმალურად იყენებდა შვებულებას და მაიამის მზეს ეფიცხებოდა. ფეხბურთელმა არ მოისურვა ვიპ-პერსონებისთვის განკუთვნილი აუზით სარგებლობა და საერთო პლაჟზე ნებივრობდა. მესი სრულიად მარტო იმყოფებოდა მაიამის პლაჟზე და ყველა მსურველს სიამოვნებით აძლევდა ავტოგრაფს. თვითმხილველების თქმით, ყველაზე საინტერესო იმის ნახვა იყო, თუ როგორ ისვამდა სხეულზე რუჯის საწინააღმდეგო კრემს მსოფლიოს ნომერ პირველი ფეხბურთელი.