კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აიდამ ჭორიკნებს პასუხი გასცა

 

მოდელი აიდა იესეპიცა, რომელიც ფეხბურთელებთან რომანებით არის ცნობილი, სარდინიის სანაპიროზე ისვენებს და თამამად პოზირებს პაპარაცების წინაშე გულახდილ პოზებში. ბოლო დროს გავრცელდა ცნობა, რომ აიდა ფეხმძიმედ არის და ამ ჭორის საპასუხოდ მოდელმა ყვითელ, სექსუალურ ბიკინიში გადაწყვიტა პასუხი გაეცა „ყვითელი პრესისთვის”. აიდა შვილთან აარონთან ერთად ისვენებს სარდინიაზე, რომელიც ფეხბურთელ მატეო ფერარისგან ჰყავს, მანამდე კი მას საკმაოდ ვნებიანი რომანი ჰქონდა კრისტიან ვიერისთან, რომელიც ცნობილი მექალთანის სტატუსით სარგებლობს.

ეტოოს ჩიპსები არ უყვარს

მას შემდეგ, რაც რუსეთის ნაკრებმა სკანდალურად დაასრულა ასპარეზობა „ევრო 2012-ზე”, ჩიპსების მწარმოებელმა კომპანიამ, რომლის სახეს წარმოადგენდა რუსეთის ნაკრების ლიდერი ანდრეი არშავინი, ფეხბურთელთან კონტრაქტის გაწყვეტა განიზრახა და მის შემცვლელად „ანჟის” კამერუნელი ლეგიონერი სამუელ ეტოო დაიგულა, მაგრამ, ვარსკვლავმა ჩიფსების კომპანია უარით გაისტუმრა. აღმოჩნდა, რომ სამუელს, უბრალოდ, არ ჰყვარებია ჩიფსები, თუმცა, ასახელებენ მეორე მიზეზსაც, აღმოჩნდა, რომ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ჩიპსების რეკლამაში იღებდნენ მონაწილეობას, შემდგომ კარიერაში ექმნებოდათ პრობლემები. მაგალითად ანდრეი არშავინი „არსენალიდან” გამოუშვეს, რონალდინიომ კი ადგილი დაკარგა ჯერ „ბარსელონაში”, შემდეგ „მილანში” და, იძულებული გახდა, სამშობლოში დაბრუნებულიყო.

 

скачать dle 11.3