დაჯარიმებული სტუდემაიერი
ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კლუბ „ნიუ-იორკ ნიქსის” ვარსკვლავი ამარე სტუდემაიერი, კლუბის ხელმძღვანელობამ 50 ათასი დოლარით დააჯარიმა. საქმე ისაა, რომ კალათბურთელმა კლუბის ქომაგს შეურაცხყოფა მიაყენა თავისი „ტვიტერის” გვერდზე – ქომაგს „ფეგ” უწოდა, რაც ამერიკულ ჟარგონზე არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანს ნიშნავს და ამ ტერმინს ხშირად გამოიყენებენ მსაჯების მიმართ. მოგვიანებით კალათბურთელმა წაშალა თავისი კომენტარი და საჯაროდ მოიხადა ბოდიში, თუმცა, კლუბის შეფებისთვის ბოდიში არ აღმოჩნდა საკმარისი და სტუდემაიერს ჯარიმა გამოუწერეს.