კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

 

კითხვა: ეკლესია კი გვასწავლის, რომ ბოროტს ბოროტი არ უნდა მივაგოთ, მაგრამ, ცოდვაში ხომ არ ჩამეთვლება, თუკი კანონს მივმართავ, როდესაც მეზობელი უსამართლოდ შეურაცხმყოფს?

პასუხი: ეკლესია არ კრძალავს საერო ხელისუფლების კანონმდებლობისადმი მორჩილებას. თუ ვინმე ზიანს გაყენებთ, მიმართეთ კანონს, მაგრამ, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამთ, გირჩევთ, გამოიჩინოთ ქრისტიანული კაცთმოყვარეობა და კიდევ ერთხელ სცადეთ, დაანახვოთ თქვენს შეურაცხმყოფელს სიმართლე. ეს სიკეთით გააკეთეთ, რადგან ასეთ დროს ხშირად ბოროტის მქმნელს გონება უნათდება და გრძნობს, რაში შეცდა.

კითხვა: ჩვენმა ერთ-ერთმა წინაპარმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. გადადის თუ არა ეს ცოდვა შთამომავლობაზე?

პასუხი: ეს ცოდვა შთამომავლობაზე არ გადადის, მაგრამ თქვენი სულის ცხონებისთვის აუცილებელია, იცხოვროთ ქრისტიანულად: ლოცვით, მარხვით, სიწმინდითა და ზიარებით.

კითხვა: ჩემს ახლობელს აქვს ბიოდენების დიდი რაოდენობა, რომლითაც ის ადამიანებს უანგაროდ კურნავდა და თავადაც განიტვირთებოდა ხოლმე. მოძღვარმა აუკრძალა ამის კეთება. რატომ არის ცოდვა ბიოდენებით მკურნალობა?

პაუხი: მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ჩვეული მოვლენა გახლავთ წმიდა და ღირს მამათაგან კურნება მათი სიტყვითა და შეხების მეოხებით, მაგრამ, ამ უნარსა და კურნების ნებას ისინი იძენდნენ მრავალწლიანი ლოცვის, მარხვისა და მღვდელმსახურების შედეგად. დღევანდელი ბიოდენების მფლობელთა მიმართ კი თავშეკავებას გირჩევთ, რადგან გაურკვეველია ამგვარი კურნების ძალის წარმომავლობა და ხასიათი.

კითხვა: როგორ გამოხატავს ადამიანი უფლის მიმართ სიყვარულს?

პასუხი: ადამიანი უფლის მიმართ ჭეშმარიტ სიყვარულს გამოხატავს უფლის ათი მცნების ერთგულად დაცვით.

 

скачать dle 11.3