კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

 

წმიდა სიმეონი: გონებად იწოდება ჩვენი შემეცნებითი ქმედებაც, ანუ, აზრთა აღმოცენება და ფიქრი და, ის ძალაც, რომელიც აღმოაცენებს მათ; ეს ძალა საღმრთო წერილში გულადაც იწოდება. სწორედ ამ გონებითი ძალის გამო, რომელიც უმთავრესია ჩვენს ადამიანურ ბუნებაში მოქმედ სხვა ძალთაგან, ჩვენს არსებაში დამკვიდრებული უკვდავი სული არის მოაზროვნე, გონიერი რამ. ლოცვებით გამოწრთობილ-განწმედილი გონებითი ქმედება მდგომარეობს განუწყვეტელ ფიქრში შემოქმედ ღმერთზე, მის დიდებულებასა და უსაზღვრობაზე და ამით გონება უმჯობესი და წმინდა ხდება. მაგრამ, აუცილებელია, სულის ყველა სხვა ძალაც განიწმიდოს, რამეთუ ადამიანის სული ისეთი ერთიანი რამაა, რასაც მრავალი სხვადასხვა ძალა აქვს და, თუ ერთშიც კი ამ ძალათაგან ბოროტება შეიპარება, იგი მთლიანად შეიბილწება, რადგან სულის ყველა ძალა მჭიდრო ურთიერთკავშირშია სწორედ მისი ამ მთლიანობის გამო.

პაისი მთაწმინდელი: მიწიერი დიდება სხვა არა არის რა, თუ არა საცთური ჩვენი სულისთვის და ამ ცთუნების შედეგი. ჯერ კიდევ უკმევენ ადამიანები ქების მსხვერპლს მიცვალებულის ნეშტთან, თუმცა, გავა ერთი დღე და ყველაფერი ქრება. მაგრამ, ვის გულს შეუძლია ღმერთის განსაკუთრებული შეწევნისა და მადლის გარეშე, გულგრილი შეიქნას დიდებისმოყვარეობის მსხვერპლი მომხიბლაობის მიმართ? ის იპყრობს ჭაბუკსაც ნათელცისკროვანი მოჩვენებებით, დაფნის გვირგვინითა და ხალხის ტაშისკვრით; ის მოხუცსაც იტყუებს საუკუნო ძეგლის აღმართვით ჩინებული საქმისთვის, რომელნიც აღასრულა შთამომავალთა წინაშე.

თეოფანე დაყუდებული: იარეთ ეკლესიაში – ეს ყველაზე უკეთ ავითარებს ლოცვით სულს. სახლში ილოცეთ ლოცვანით ან ზეპირად. იკითხეთ მზა ლოცვები ან თვითონვე შეთხზეთ – თქვენი სულიერი მდგომარეობის კვალობაზე. ყოველგვარი საქმის კეთებისას – დგომისას, სიარულისას, მუშაობისას, იმეორეთ რომელიმე ლოცვა ან ერთ-ერთი მუხლი ფსალმუნიდან.

არქიმანდრიტი რაფაელი: ცვლილება დროს ვარაუდობს. ეს არის ჰორიზონტალური მოძრაობა. მარადისობა კი ვერტიკალური მოძრაობაა, მასში არ არის ისეთი ცვლილებები, როგორიცაა გადასვლა ერთი მდგომარეობიდან მეორეში. მასში ადამიანის სულის შინაარსია გახსნილი. მარადისობაში არ არის ყოფიერების ის დანაკარგი, რასაც ფილოსოფოსნი დროის ასიმეტრიას უწოდებენ. იქ არის პერიოდები, რომლებიც ერთმანეთს ცვლიან. მარადისობა არის არა უძრაობა, სტატიკა, არამედ, მოძრაობაა, დინამიკა, ოღონდ, დროში მოძრაობისგან განსხვავებული ხასიათით.

 

скачать dle 11.3