კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შეადგენს საქართველოში ქორწინების გარეშე დაბადებულთა წილი დაბადებულთა საერთო რაოდენობის ნახევარს და რატომ ვეღარ ხერხდება თაობათა განახლება

 

მართალია, ქვეყანაში აღწერა აგერ უკვე ათი წელია, არ ჩატარებულა, თუმცა „საქსტატის“ ოფიციალური საიტი გვამცნობს, რომ, 2012 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში 4 მილიონ 497 ათას ექვსასი ადამიანი ცხოვრობს. განსხვავებულ ციფრებს ასახელებენ დემოგრაფები: მათი შეფასებითი მაჩვენებლით, ჩვენს ქვეყანაში რეალურად „საქსტატის“ მიერ დასახელებულ რაოდენობაზე, დაახლოებით, ნახევარ მილიონზე ნაკლები ადამიანია და, მაინცდამაინც, ვერც შობადობის მაჩვენებელია სახარბიელო: 1960-იანი წლებიდან საქართველოში შობადობის კოეფიციენტი ეცემა და 1992-წლიდან მოყოლებული შობადობის დონე ვერ უზრუნველყოფს თაობათა სრულ განახლებას. საინტერესოა რეგისტრირებული ქორწინების გარეშე შობადობის მაჩვენებელიც: თუკი 1980 წელს ქორწინების გარეშე დაბადებულთა წილი, სულ რაღაც, 4,7 პროცენტს უდრიდა, 1985 წლისთვის –  გაორმაგდა. 1990 წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი იზრდებოდა, თუმცა მხოლოდ 2007 წლამდე: 2006 წელს ქორწინების გარეშე დაბადებულთა რიცხვი დაბადებულთა საერთო რაოდენობაში 54,4 პროცენტს შეადგენდა, 2007 წელს კი 43,9 პროცენტამდე შემცირდა. რაც შეეხება მოკვდაობას: 1960 წლიდან მოსახლეობის 1 000 სულზე მოკვდაობის საერთო დონე იზრდება, რასაც დემოგრაფები დემოგრაფიული დაბერების პროცესით ხსნიან. ამ ყოველივემაც იმოქმედა ბუნებრივ მატებაზე და ეს მაჩვენებელი 2000-წლისთვის, ფაქტობრივად, ნულამდე შემცირდა.

თუმცა 2008 წლიდან მნიშვნელოვნად იმატა შობადობამ და ქორწინებათა სიხშირემ, იკლო გარე მიგრაციამ და შემცირდა ქორწინების გარეშე შობადობაც, მაგრამ, სპეციალისტების თქმით, ეს მაინც არ არის საკმარისი დემოგრაფიული ვითარების არსებითად გასაუმჯობესებლად. იმ მარტივი მიზეზით,  რომ ვერ ხერხდება ქვეყანაში შემოსულთა მონაცემების დამუშავება, უცნობია, რა წილს შეადგენენ ისინი ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობაში, მით უმეტეს, რომ საქართველოში შემოსვლა და დარჩენა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის რთულ პროცედურას არ წარმოადგენს. შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია, რომ ქვეყანაში მომრავლდნენ ჩინეთის, ინდოეთისა და აზიური ქვეყნების მოქალაქეები. რამდენი ადამიანი შემოდის უცხო ქვეყნებიდან საქართველოში და რამდენად ლეგალურად იმყოფებიან ისინი ქვეყანაში? –  თემაზე დემოგრაფი ავთანდილ სულაბერიძე გვესაუბრება.

 – თქვით, რომ ქვეყანაში შემომსვლელთა და გამსვლელთა სტატისტიკა არ არსებობს. რატომ: გაუმჭვირვალეა თუ უბრალოდ რთულია მოსაპოვებლად?

– ჩვენ გვაქვს ვიზიტორების სტატისტიკა: რამდენი ადამიანი შემოვიდა ქვეყანაში და აქედან რამდენი გავიდა სხვა ქვეყნებში, მაგრამ ამ ვიზიტორებიდან უნდა გამოიყოს მიგრანტების რაოდენობა და უნდა დამუშავდეს მონაცემები: ეროვნების, ასაკის, პროფესიის, დასაქმებისა და სხვა მაჩვენებლების მიხედვით. როდესაც მიგრაციაზე ვლაპარაკობთ, ვიზიტორებიდან უნდა გამოიყოს დროებითი და მუდმივი მიგრანტები. დროებითი მიგრანტია ქვეყანაში სამი და მეტი თვით შემოსული, მუდმივი მიგრანტი კი ერთი წლით და მეტი ვადით შემოსულს ნიშნავს. იგივე ითქმის გასულებზეც და არ აქვს მნიშვნელობა, ლეგალურადაა გასული ან შემოსული თუ არალეგალურად. მაგალითად, რუსეთში ძალიან დიდი იყო არალეგალური მიგრანტების რიცხვი, მაგრამ ყოველთვის, როგორც წესი, ლეგალური მიგრანტების რაოდენობას გვაწვდიდნენ – მხოლოდ მათ შესახებ ინფორმაციას, ვისაც ვიზები ჰქონდათ. ამიტომაც მოსკოვი მხოლოდ 300 000 ადამიანზე იძლეოდა ინფორმაციას, მაშინ, როდესაც არალეგალური მიგრანტებიანად საქართველოს მოსახლეობა რუსეთში ნახევარ მილიონამდეა.

რაც შეეხება ჩვენს ქვეყანაში შემომსვლელებს: ჩვენთან შემოსვლა შეიძლება აჭარიდან, წითელი ხიდიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, მაგრამ საზღვრის ეს მონაკვეთები არალეგალი მიგრანტებისთვის დაკეტილია. არალეგალური  მიგრაცია, ძირითადად, ხორციელდება აფხაზეთი-სამეგრელოს, ცხინვალის რეგიონისა და გორის პირობითი საზღვრიდან. მაგრამ დღეს გადასვლაც გართულებულია და შემოსვლაც, თუმცა ადრე გადადიოდნენ და ძალიან ბევრი ჩაეწერა ცხინვალში, რომ მიეღო რუსეთის მოქალაქეობა და მიიღო კიდეც.

– ქართველები?

– რა თქმა უნდა. მე ვიცი, რომ ჩემი ბევრი ნაცნობ-მეგობარი ჩაეწერა ცხინვალში, ომის დროს მიიღეს  ლტოლვილის სტატუსი და შემდეგ ევროპულ ქვეყნებში წავიდნენ. ზოგიერთი ლტოლვილის სტატუსით ამერიკის შეერთებულ შტატებშიც წავიდა. ჩვენ არ ვიცით დაზუსტებით, რამდენი ადამიანია გასული ქვეყნიდან, რადგან 2003-2004 წლიდან მიგრანტები აღარ აღირიცხებიან. აღირიცხებიან მხოლოდ ქვეყანაში შემოსულები და აქედან გასულები. გასულებისა და შემოსულების ეროვნების, სქესისა და ასაკის შესახებ მონაცემები ცნობილია საზღვრის დაცვის დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, მაგრამ ისინი არ გვაძლევენ საშუალებას, რომ ეს მონაცემები დავამუშაოთ, რათა დადგინდეს, მათგან რამდენია ემიგრანტი და რამდენი მიგრანტი.

– რას მოგვცემდა ამ მონაცემების დამუშავება?

– მაგალითად, თუ მოსახლეობის საერთო მატებაში მიგრაციული მატება 15 0000 ადამიანია, აღმოჩნდებოდა, რომ, მატების მხრივ, უარყოფითი სალდო გვაქვს. გარდა ამისა, ეს საკითხი გვეცოდინებოდა ეროვნულ ჭრილში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვიცით საქართველოს მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა. 2002 წლის აღწერის გარდა, ვერანაირ სხვა მონაცემს ვერ გამოვიყენებთ. ერთადერთი გვაქვს შეფასებითი მაჩვენებელი, რომ საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდენობაში 83-85 პროცენტია ქართველთა რაოდენობა, მაგრამ ეს მონაცემიც არ არის ზუსტი.

– ეს მეტყველებს იმაზე, რომ უფრო მეტი არაქართველი საქართველოს მოქალაქეა გასული ქვეყნიდან?

– დიახ, განსაკუთრებით, აზერბაიჯანელი ეროვნების მოსახლეობა, რომლებიც მიდიან და მოდიან: საქართველოს მოქალაქეებიც არიან და აზერბაიჯანშიც არიან ჩაწერილი. ამას წინათ წავიკითხე გაზეთში, რომ 3 000 ჩინელი ოჯახი უნდა ჩამოსახლდეს ქუთაისში. თუ ოჯახია, ოჯახში, მინიმუმ, 2 ადამიანი მაინც უნდა იანგარიშო, ესე იგი, 6 000 სული უნდა ჩამოსახლდეს. 

რაც შეეხება სხვა ეროვნებების რაოდენობას: ქართველების შემდეგ მოდიან აზერბაიჯანელები, მათი რაოდენობაა 350 000. ამ მონაცემშიც ვეყრდნობით 2002 წლის აღწერას, შემდეგ მოდიან სომხები და სხვა ეროვნებები. რუსების, უკრაინელებისა და ბელორუსების რაოდენობა ძალიან შემცირდა.

– ებრაელების?

– რა თქმა უნდა, ებრაელების რაოდენობაც შემცირდა. თუმცა მეტ-ნაკლებად გაიზარდა ქურთების რაოდენობა.

– თურქეთის ქურთებისო, როგორც ამბობენ.

– დიახ. ასევე, უმნიშვნელოა ბურების რაოდენობაც. ეს უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მისცეს თუ არა ლტოლვილებს პოლიტიკური თავშესაფარი. თავად ჩვენ გვყავს უამრავი ლტოლვილი და კიდევ სხვა ლტოლვილებზეც ვლაპარაკობთ?!

– ოფიციალური მონაცემები უცნობია, მაგრამ ჩვენ ყოველდღიურობიდან ვიცით, რომ უამრავი ადამიანია წასული უცხოეთში სამუშაოდ, ლეგალურად თუ არალეგალურად, რა არის ამის მიზეზები?

– უმუშევრობის მაღალი და ცხოვრების დაბალი დონეები არალეგალური მიგრაციის ხელშემწყობი პირობებია. ლეგალურად რომ წავიდეს ვინმე ქვეყნიდან, უნდა ჰქონდეს სოციალური დაცვა. ასევე, ლაპარაკია მესხეთელი თურქების შემოსახლებაზე, მაგრამ ისინი აღარ მოდიან, რადგან ჩვენთან სოციალური პირობები გაუარესდა. როდესაც გასული საუკუნის 90-იან წლებში მათ უნდოდათ ჩამოსვლა, მაშინ პოლიტიკური სარჩულიც მოქმედებდა: სარვაროვი ცოცხალი იყო, მისი გარდაცვალების შემდეგ თურქული ორიენტაციის მესხეთელი თურქები უკვე აღარ ილტვიან აქეთ. მეტიც, ქართული ორიენტაციის მესხეთელი თურქებიც კი ნაკლებად ფიქრობენ ჩამოსვლას, რადგან მათ უნდა მისცე გარანტია, შესთავაზო პირობები. მათ ახალციხეში უნდოდათ ჩამოსვლა, იქ კი ყველა მიწა პრივატიზებული იყო, სად უნდა ჩამოესახლებინათ?! 80-იან წლებში ჩამოსულებიდანაც კი ძალიან ბევრმა გაყიდა მიწები და თბილისში დასახლდა.

– ინდოელებიც მომრავლდნენ ამ ბოლო დროს?

– ინდოელების ბუნებრივი მატება უფრო მაღალია, ვიდრე ჩინელების. ჩინეთში შობადობა შეზღუდულია, დაწესებულია ეკონომიკური სანქციები და, როგორც ექსპერტები ადასტურებენ, 2050 წლისთვის მოსახლეობის რაოდენობით პირველ ადგილზე იქნებიან ინდოელები, შემდეგ –  ჩინელები, შემდეგ კი –  ნიგერიელები. ასე რომ, ეს ყურადსაღები ინფორმაციაა.

– ინდოელებსაც მიწა არ ჰყოფნით, ჩინელების მსგავსად და იმიტომ მოდიან?

– მიგრაციას განაპირობებს ქვეყანაში შრომითი რესურსების ნაკლებობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან უმუშევრობა მაღალია, ინვესტიციებს, ძირითადად, ახორციელებენ ჩინური, ინდური და არაბული ფირმები. როგორ ფიქრობთ, ისინი ადგილობრივებს დაასაქმებენ თუ თავისიანებს ჩამოიყვანენ?! რა თქმა უნდა, ჩამოყვანენ იაფფასიან სამუშაო ძალას.

– ჩვენზე იაფფასიანი სამუშაო ძალაც არსებობს ამ დედამიწაზე?

– როგორ არ არსებობს?! ჩინელები 5 ლარად მუშაობენ, მაშინ, როდესაც ქართველი 5 ლარად არ იმუშავებს. თუნდაც, იმავე გვირაბის მშენებლობაზე. ძალიან ბევრი მომენტია გასათვალისწინებელი დემოგრაფიულ კონცეფციაში.

– ჩვენ საქართველოდან გასულ მოსახლეობაზე ვისაუბრეთ, უცხო ქვენების მოქალაქეების შემოსვლისთვის როგორი პირობებია?

– რადგან თურქეთთან საზღვარი ღია გვაქვს, ვისაც თურქეთის ვიზა აქვს, ის აქ თავისუფლად შემოვა. ისევე, როგორც აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. ასე რომ, ფაქტობრივად, ჩვენი საზღვარი ღიაა, განსაკუთრებით, აფრიკისა და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის მოსახლეობისთვის. ხოლო, თუ აქ ევროკავშირთან უვიზო კავშირი დამყარდა, ეს უფრო გაართულებს სიტუაციას, იმიტომ რომ უფრო მეტი ადამიანი წამოვა ჩვენკენ, იმ იმედით, რომ აქედან უფრო ადვილად შევლენ ევროპაში. ამიტომ უნდა დავიწყოთ ფიქრი სავიზო რეჟიმის გამკაცრებაზე.

– ერთია, გამარტივებული შემოსვლა, მაგრამ შემოსულების დარჩენის პერსპექტივა როგორია? 

–  არანაირი პროცედურა არ არსებობს. ზვიადის დროს გავაკეთეთ მიგრაციის კანონი, რომელმაც ვითომ ცოტა ხანს იმუშავა, მაგრამ რეალურად არ უმუშავია. რუსეთში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში არსებობს საიმიგრაციო სამსახური და სამი თვით ჩასულ ადამიანს, რომელიც არ გატარდება რეგისტრაციაში სამი დღის განმავლობაში, ჯარიმას აკისრებენ. ანალოგიურის გაკეთება შეიძლებოდა ჩვენთანაც, მაგრამ, სამწუხაროდ, არ არსებობს მიგრაციული სამსახური, არ არსებობს სამიგრაციო პოლიცია. გაგიგიათ, რომ საქართველდან ვინმეს დეპორტი განეხორცილებინა?!

– არა.

– იმიტომ რომ მიგრაციის  სამსახური არ არსებობს. ამიტომ ის აუცილებლად უნდა შეიქმნას და ამ სამსახურმა უნდა დაადგინოს შემოსულების კვოტა. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებსაც და ბევრ სხვა ქვეყანასაც აქვს დაწესებული კვოტა შემომსვლელებისთვის. კვოტის ზემოთ შესული მიიჩნევა არალეგალად, რომლის დეპორტიც ხორციელდება. ასეთი რამ საქართველოში არ არსებობს და ეს ძალიან ართულებს ქვეყანაში დემოგრაფიულ ვითარებას. 

– რატომ არ არსებობს? დიდი სირთულეა მისი შექმნა თუ რამეს ჰმატებს ქვეყანას ის ფაქტი, რომ არავის და არასდროს არ აძევებს თავისი ტერიტორიიდან? 

– დემოგრაფიის ინსტიტუტი ხომ დაიხურა, ვინ უნდა იმუშაოს ამ საკითხებზე? იუსტიციის სამინისტრომ და მხოლოდ ქვეყნიდან გასულები და შემოსულები აღრიცხოს?! როდესაც  არანაირი მიგრაციულ-დემოგრაფიული პოლიტიკა არ ტარდება, მხოლოდ დანაშაულის აღმოფხვრა არ არის საკმარისი, რადგან, როდესაც საზღვრები ღიაა, დამნაშავეებიც შემოვლენ.

– ანუ ჩვენთან შემოსვლა უფრო ადვილია, ვიდრე ჩვენგან გასვლა?

– გასვლაც ადვილია. შედარებით ძნელია გასვლა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში, მაგრამ შემოსვლა, რა თქმა უნდა, გასვლაზე ადვილია. ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა ნებისმიერს შეუძლია.

– ვისაც თურქეთის, სომხეთისა თუ აზერბაიჯანის ვიზა აქვს, თუნდაც, რუსეთის,  მხოლოდ გადმოსვლა შეუძლია, თუ რჩებიან ან აქედან სადმე მიდიან?

– აქ, ძირითადად, მოდიან სამუშაოს საძებნელად. როგორც გითხარით, რადგან ქართველები  არ ვმუშაობთ 5 და 10-ლარიან სამუშაოზე, ეს ადგილები თავისუფალია და შემოსულები ითვისებენ. როგორც ჩანს, ჩვენს 5 და 10 ლარს მათ ქვეყანაში საკმაოდ მაღალი ღირებულება აქვს. მე არ ვამბობ, რომ 5 ან 10 წელიწადში, მაგრამ, თუ აქ ჩინელები დასახლდებიან, 20-25 წელიწადში მათ შვილები წამოეზრდებათ და მოსახლეობის ნაწილი გვეყოლება ჩინელი. საქმე ის არის, რომ ქართველბს დაბალი შობადობა გვახასიათებს, მათ პირიქით, მაღალი შობადობა. ბუნებრივია, ჯერ გაჩნდება მცირე ჩინური დასახლება სოფელში, შემდეგ ქალაქში, გამრავლდებიან და ბოლოს, შეიქმნება დიდი დასახლებები, როგორც ეს რუსეთშია, სადაც ურალის შემდეგ მხოლოდ ჩინელები სახლობენ: ჩინელებს მიაქვს რუსეთი. საქართველოს არ აქვს 600 000 ადამიანის ჩასახლების რეზერვი. არსებული გამოცდილებით კი, ჩინელები პირველები მიდიან ყველა თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში. თუმცა, როგორც გითხარით, ჩვენთან, ძირითადად, შემოდიან ჩინეთიდან, ინდოეთიდან, აფრიკიდან და ბოლო დროს არაბებიც გააქტიურდნენ.

 

 

скачать dle 11.3