კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნუგეშცემული ქუსლსუსტები

ანუ დამოწმებული

 

მან ამერიკის დამოუკიდებლობის დღე ჩვენთან ერთად კიდევ ერთხელ (ალბათ, ამ რანგში უკანასკნელად) იზეიმა და დათვლილ დღეებში დაგვტოვებს, თუმცა, არც მთლად უნუგეშოდ. მანამდე (ანუ წასვლამდე) ჩვენი სულზე უტკბესი პარტნიორი ქვეყნის ელჩმა ბ-ნმა ბასმა დაგვიბარა (რაკი ვინ, თუ არა მან, იცის, რომ არჩევნები ჩვენი აქილევსის ქუსლია), რომ „საქართველოში არსებობს სამართლებრივი ჩარჩო, რომელსაც შეუძლია, ყველაზე კონკურენტული და ყველაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უზრუნველყოს, რაც საქართველოში ოდესმე ჩატარებულა“.

მხოლოდ საკუთარ შეფასებებს არ დასჯერდა და, ზედაც, აშშ-ის სახმდივნის, ქ-ნი კლინტონის სიტყვებიც დაიმოწმა: „ჰილარი კლინტონმა აღნიშნა, რომ საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა ყველაზე მეტად შესაძლებელია დემოკრატიის განვითარებით, სამართლიანი არჩევნების ჩატარებითა და ხელისუფლების გადაცემით სამართლიან გარემოში“.

ბუნებრივია, არც ელჩის და, მით უფრო, არც ქ-ნი კლინტონის სიტყვებს წყალი არ გაუვა, რომ არა ერთი „მაგრამ“: ამ ჩვენს ქვეყანაში „დემოკრატიაც“, „სამართლიანი არჩევნებიც“, თავისი „ხელისუფლების გადაცემიანად,“ ოპოზიციასა და ხელისუფლებას თავისებურად ესმით.

ზედაც, თუ ბ-ნი ბასის ბოლო შეგონებასაც გავიხსენებთ: „მინდა, მოვუწოდო მონაწილეებს, მაქსიმალური შემწყნარებლობა და სათანადო დროს კომპრომისზე წასვლის უნარი გამოიჩინონ,“ მოახლოებული არჩევნების დემოკრატიულად სამართლიანობა ჯერჯერობით საეჭვოა.

როგორც ჩანს, ეს აწ უკვე თითქმის ელჩყოფილსაც ეეჭვება („ვისურვებდი, მომავალში, როდესაც საქართველოში უბრალო ტურისტად ჩამოვალ, აქ უფრო მეტად განვითარებული და დემოკრატიული სახელმწიფო დამხვდეს“). ჩვენ არ ვიცით, რა დახვდება, მით უმეტეს, არც ის, საერთოდაც, დაგვიბრუნდება თუ არა, თუმცა მადლს კი მოისხამდა, თუკი, ძველი ნაცნობობის ხათრით, ხელს ერთი-ორ ტურისტს წამოაყოლებდა.

 

скачать dle 11.3