კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თავიდან შესაქმნელები

იერსახეშეცვლილები

 

იმ მარტივი მიზეზით, რომ ტოტალური და მასობრივი აღმშენებლობაა, ეს ამბავი ვერც ერეკლე მეორის სასახლის ტერიტორიამ აიცდინა (აბა, ტოტალურობა რის ტოტალურობაა, რამე აგაცდინოს?!).

ერთი სიტყვით, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ერეკლეს სასახლის ტერიტორიაზე ქეთევან იაშვილის სახელობის გალერეის დემონტაჟი განხორციელდა, რისთვისაც იქვე მდგარი წმიდა ნინოს სასწავლებლის შენობაც და თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმიც მიუყოლებიათ. რაც მთავარია, ამ საყოველთაო რეაბილიტაციობის პროცესში, როგორც ამბობენ, ისტორიული შენობებისთვის იერსახის შეცვლაც იგეგმება. თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენლები გვარწმუნებენ, რომ დანგრეული გალერეის ადგილას მრავალფუნქციური საგამოფენო კომპლექსი აშენდება (ნეტავ, საზოგადოებრივი ტუალეტიც იქნება?!), სადაც აწ უკვე დანგრეული გალერეის ექსპონატებიც გამოიფინება და ღვინის მუზეუმიც განთავსდება.

მუზეუმის დირექტორს განუცხადებია, რომ, რაკი  გალერეის შენობის საძირკველი ამორტიზებული ყოფილა, შენობის დემონტაჟიც აუცილებელი გამხდარა. ხოლო, თუ ამ ერთ წანამძღვარს დავუმატებთ მეორეს (რომ ისტორიული შენობების იერსახის შეცვლა იგეგმება) და გავიხსენებთ, რომ, შესაძლოა, მაინცდამაინც, ვერც ორ ფეხზე მდგომთა იერსახე შეესაბამება ოცდამეერთე საუკუნეს, ამ საყოველთაო რეაბილიტაციის პროცესში, ჩვენი თავიდან შექმნის საქმითაც ხომ არ დაკავდებოდნენ?! 

 

скачать dle 11.3