კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ზეალაბორანტებულები

ვისი მოადგილე ვის სამინისტროშია

ის, რომ საქართველოს მთავრობა უნივერსალური ჩინოვნიკებითაა დაკომპლექტებული, არათუ ვარდების, ლამის ოქტომბრის რევოლუციასავით ძველი ამბავია. ჰოდა, რაკი უნივერსალურები არიან, გასულ კვირას საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო საფუძვლიანად გადაჯგუფ-გადმოჯგუფდა: მან, ვინც სრულიად ქართველთა საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა, თავდაცვა ჩაიბარა; თავისა და ქვეყნის უპირველესმა დამცველმა ხელში პოლიციის სადავეები დაიჭირა; პრემიერ-მინისტრი ჩამოგვილაბორანტდა (თუმცა ისიცაა, რომ ინვესტორების მოზიდვა დაევალა); ნომერ პირველი პოლიციელი გაგვიპრემიერმინისტრდა (ჯერჯერობით უცნობია, ეს ჩამოლაბორანტებაა თუ, პირიქით, ზეალაბორანტება). შედარებით წვრილფეხათა (რა თქმა უნდა, ზემოჩამოთვლილთა ფონზე წვრილფეხობის) მიერ სამინისტრონაცვლობაზე აღარ შევჩერდები, რადგან, ჯერჯერობით რთული სათქმელია, ვისი მოადგილე ვის სამინისტროშია, სამაგიეროდ, დაზუსტებით ვიცით, რომ დასაქმების მინისტრი გვეყოლება. თუმცა, ვფიქრობ, სანამ დავსაქმდებით, არც სიზმრების სამინისტრო გვაწყენდა.

скачать dle 11.3