კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„დაწყლულებულები“

ანუ „ფარშევანგები“ ექსკურსიაზე

 

მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა პარლამენტმა კიდეც დაამტკიცა და ძველი, ოღონდ, სამინისტროშეცვლილი მინისტრული კოლექტივი, ქვეყნის პირველმა პირმა პირველ ექსკურსიაზეც გააქანა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჭიათურაში, თანაც – ავტობუსით და, როგორც ავტობუსიდან ჩამოსვლის შემდგომ გაირკვა, იმ მიზნით, რომ „ხალხის წყლული მაჩნდეს წყლულად.“

თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ავტობუსი განა ყვითელი, თეთრი იყო (სავარაუდოდ, ყვითელზე კომფორტულიც), ვეჭვობ, რიგიანად „დაწყლულება“ ვერ მოხერხდებოდა. ოღონდ, თუ დავამატებთ, რომ მინისტრები, ძირითადად, ავტოებით სრიალებენ (სხვათა შორის, ფოტოზე გამოსახული აი, ეს სანდომიანი ბატონი ლონდონის მერია) ან ვერტმფრენებით დაფრინავენ, შესაძლოა, რაღაც კიდეც გასტოკებოდათ.

მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ავტობუსით სულ რაღაც 40-45-იოდე წუთს იმგზავრეს (როგორც პრეზიდენტმა ბრძანა: „დღეს ვერტმფრენები სპეციალურად არ დავსვით აქ, დავსვით ქვემოთ და ეს გზა ვატარეთ მთავრობა ავტობუსით, რომ ენახათ, თითოეული თქვენგანი რა გზას გადის, მაგალითად, ჭიათურაში და უკან“), არც ისაა გამორიცხული, გატოკების ნაცვლად, ერთგვარი სიამოვნებაც მიეღოთ (კონტრასტის ეფექტი: ვერტმფრენიდან – ავტობუსში და პირიქით).

ჩვენ არ ვიცით, დაწყლულდებიან თუ არა ჩვენი პრეზიდენტის მიერ ეს ფარშევანგებად წოდებული მინისტრები (რაკი ავტობუსით იჯაყჯაყეს), თუმცა, თუკი ამ ექსკურსიის მიზანი მათთვის ხალხის მძიმე ყოფის ჩვენება იყო, მეტად შორს წასულან: საღამოობით ნაგვის თბილისურ ბუნკერებთან ჩასაფრდნენ და გარანტირებული აქვთ სანახაობა, რომელშიც მათი ფანრიანი თანამემამულეები ნაგავში იქექებიან. 

 

скачать dle 11.3