კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ირინკა ბათიაშვილი „ხაშურელი გოგო” და რა მოიტოვა მან უკან

მას შემდეგ, რაც ირინკა ბათიაშვილი  ვალერი გელაშვილის შვილზე დაქორწინდა,   ამ წყვილის  ცხოვრება საზოგადოების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა. ფოიერვერკებით სავსე ქორწილი ლიტვაში, პატარა ვაკოს  დაბადება,  ირინკას დაბრუნება თბილისში...  ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ცხოვრებაში ის პერიოდიც დადგა, როცა გარკვეული დროის განმავლობაში ერთად აღარ იყვნენ... დღეს ირინკა და მისი მეუღლე  ზაფხულის ცხელ დღეებს გელაშვილების მშობლიურ ხაშურში ატარებენ, სადაც ვალერი გელაშვილი თავის საქმეებს უძღვება. ირინკამ კი მეოჯახის და დიასახლისის „როლი” მოირგო.  
ირინკა ბათიაშვილი:  მე და ვალერკა ერთად ვართ,  პატარ-პატარა უსიამოვნებები ყველა ოჯახში, ყველა ცოლ-ქმარს შორის  არსებობს.  ჩვენთანაც  იყო რაღაც გაურკვევლობა, რაღაც პერიოდის განმავლობაში ერთად არ ვიყავით,  მაგრამ ეს გადავლახეთ. უკვე ყველაფერი უკან დარჩა და დღეს ჩვენ ერთად ძალიან ბედნიერები ვართ.  
– უფროსები, როგორც ხდება ხოლმე, ჩაერივნენ თქვენს ურთიერთობებში?
– ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ, გადაწყვეტილებებს თავად ვიღებთ და ეს ყველაფერი თვითონ მოვაგვარეთ. ყველა მშობელს შესტკივა გული შვილზე და ჩვენც, რა თქმა უნდა,  უფროსების მხრიდან ყოველთვის  გვქონდა  თანადგომაც და კეთილი სურვილებიც. იმ პერიოდშიც კი, როცა ერთად არ ვიყავით, მეც და ვალერკასაც ერთნაირი გრძნობა გვქონდა: მივხვდით, რომ უერთმანეთოდ არ შეგვეძლო ყოფნა; მივხვდი, თუ რა ძვირფასი იყო ის ადამიანი ჩემთვის და პირიქით, ახლა ერთი საათიც კი არ შეგვიძლია ერთმანეთის გარეშე. ის პერიოდიც ორივემ დავივიწყეთ, ერთმანეთთან კითხვები არ გვქონია. ორივე ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს და ამიტომაც, კარგად ვეწყობით. არც  ერთი არ ვართ ეჭვიანი, ცოლ-ქმარს შორის აუცილებლად უნდა იყოს დიდი ნდობა. უკვე ერთი თვეა, მე, ჩემი მეუღლე და ჩვენი შვილი ხაშურში ვართ. ზაფხულის ცხელ დღეებს ოჯახურ გარემოში ვატარებთ. ვალერკას ბებია, ქალბატონი ლამარა ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენ თავი კარგად ვიგრძნოთ.  სურამთან ახლოს ვართ, არაჩვეულებრივი ჰაერია აქ. ბავშვი მთელი დღე თავისუფლად დარბის ეზოში, სახლში ვეღარ შემოგვყავს. ყველანი პატარა ვაკოზე ვართ გადართულები. მეც ძალიან კარგად ვარ ჩემი ქმრის და შვილის გვერდით. ხშირად დავდივართ  ბორჯომის პარკში, სადაც არაჩვეულებრივი ბუნებაა. უამრავი წიგნი წამოვიღე თბილისიდან  როგორც ჩემთვის, ასევე ბავშვისთვის. ვაკოს  სულხან-საბას იგავები მოსწონს. გიჟდება, ისეთი ყურადღებით მისმენს.  მთელ დროს, ძირითადად, ბავშვის მოვლითა და განათლებით ვარ დაკავებული. ხანდახან  საოჯახო საქმეებში ვეხმარები ლამარა ბებიას, „ალადიკებს” ვაცხობ. სხვათა შორის, ძალიან გემრიელი გამომდის ყველაფერი (იცინის).           
– მოკლედ, ხაშურელი გამხდარხარ, არ მოიწყინე, თბილისურ ბომონდს რომ  შეელიე?
–  ყველა ამას მეკითხება. სულაც არ ვარ მოწყენილი, პირიქით, აქ კარგი გარემოა და ძალიან ბედნიერი ვარ ჩემს ქმარ-შვილთან ერთად. ყველასგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ.  ხანდახან მაინც ჩამოვდივარ ხოლმე თბილისში.  შორს ხომ არაა ხაშური თბილისთან. მანდ ჩამოსული ვნახულობ ჩემს მეგობრებს, ახალ ამბებს ვიგებ. დედა და მამაც ხშირად გვესტუმრებიან ხოლმე ხაშურში. ასე რომ, მოწყვეტილი არ ვარ თბილისს (იცინის). 
– შენი მეუღლე, ასევე ცხოვრების სხვა რეჟიმს შეჩვეული, როგორ ძლებს ხაშურში? ლიტვაში საქმეებს ჩამოშორდა?
– ვალერკას აქ ძალიან ბევრი საქმე აქვს, თან, ხაშური ძალიან უყვარს. ხაშურში ძალიან კარგი ადამიანები ცხოვრობენ და მეც შემიყვარდა ეს თბილი გარემო. ვალერკამ აქ გახსნა ჩეხური ლუდის ქარხანა, სადაც ნატურალური, ჩეხური, საუკეთესო ხარისხის ლუდი იწარმოება და, ასევე, ხაშურში პირველი ლუდის კლუბი – „პრაღა“. საქართველოში ასეთი მაღალი ხარისხის ლუდი პირველად გამოვიდა და უამრავი ხალხი დადის. ვალერკა მშვენივრად უთავსებს ერთმანეთს საქმეს და დასვენებას. საღამოობით ფილმებს ვუყურებთ ერთად. ალბათ, მთელ ზაფხულს აქ, ამ მშვიდ გარემოში გავატარებთ. მერე კი გადავწყვეტთ ლიტვაში წასვლას.

რედაქციისგან
ინტერვიუ ირინკა ბათიაშვილთან უკვე მომზადებული იყო, როდესაც რედაქციას ლიტვიდან დაუკავშირდა ახალგაზრდა ქალბატონი, რომელმაც გამოგვიგზავნა მასალები და ფოტოები მისი და ვალერი გელაშვილის პირადი ურთიერთობის შესახებ. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს ისტორია მკითხველისთვის საინტერესო იქნებოდა და გთავაზობთ რესპონდენტის მიერ მოწოდებულ მასალას.

скачать dle 11.3