კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი რეკორდის მფლობელია თურქი მესხი თემურ კოპაძე უზბეკეთის ნაკრებში და რა აკავშირებს მას ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელებთან – ზიკოსთან და რივალდოსთან

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უამრავი პროფესიონალი ფეხბურთელია, რომლებსაც ქართული გვარი ან ქართული წარმომავლობა აქვთ. ერთ-ერთი მათგანია უზბეკეთის ბოლო ათწლეულის საუკეთესო ფეხბურთელი და ეროვნული ნაკრების ლიდერი, 30 წლის ტიმურ კაპაძე, წარმოშობით თურქი მესხი, ჩვენებურად – თემურ კოპაძე, რომლის წინაპრები სტალინური რეპრესიების შედეგად შუა აზიაში გადაასახლეს მეოცე საუკუნის ორმოციან წლებში. „თბილისელებისთვის” მოცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში თემური თავისი ოჯახის წარსულსა და ამჟამინდელ ცხოვრებაზე გვიყვება.
– თემურ, თქვენ შესახებ ქართულ სპორტულ პრესაში ხშირად წერენ, თუმცა, მხოლოდ თქვენს სპორტულ მიღწევებზე, თქვენი პირადი ცხოვრების შესახებ კი, პრაქტიკულად, არაფერი ვიცით. როგორც ჩვენთვის ცნობილია, თქვენ წარმოშობით თურქი მესხი ხართ. რა იცით თქვენი გვარის შესახებ, ვინ იყვნენ თქვენი წინაპრები?
თემურ კოპაძე: ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩემ შესახებ საქართველოში იციან. მე წარმოშობით თურქი მესხი ვარ, ანუ, როგორც ჩვენ გვიწოდებენ – აჰისკა თურქი. ჩემი წინაპრები საქართველოში ცხოვრობდნენ. ბებია მიყვებოდა, რომ, დაახლოებით თურქეთის საზღვართან ახლოს, ადგილს ერქვა აჰისკა. ეს მიწები წარსულში ოსმალეთის იმპერიის ნაწილი იყო, ხოლო შემდგომ მეფის რუსეთის დროს, საქართველოს შეუერთდა და ჩემი წინაპრები იქ ცხოვრობდნენ, როგორც ოსმალეთის ისე რუსეთის იმპერიის დროს. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ჩვენი სოფლის ყველა მამაკაცი, მათ შორის ბაბუაჩემი, ჯარში გაიწვიეს და სოფელში მხოლოდ ქალები და ბავშვები დარჩნენ. ბებია მიყვებოდა, რომ მათ აიძულებდნენ, ემუშავათ რკინიზგის გაყვანაზე და, ერთ მშვენიერ დღეს, ამ რკინიგზის საშუალებით და სტალინის ბრძანებით, თურქი მესხები შუა აზიაში გაასახლეს. საბჭოთა ჯარებმა ორი საათი მისცეს ბარგის შესაგროვებლად და შემდგომ საქონლისთვის განკუთვნილი ვაგონებით შუა აზიაში გადაასახლეს ჩემი წინაპრები. როგორც ამბობდნენ, სტალინს ეშინოდა, რომ თურქეთი ფრონტის ხაზს გახსნიდა, თურქი მესხები თურქეთის მხარეს გადავიდოდნენ და ამის გამო გაასახლა ისინი შუა აზიაში. რამდენადაც ვიცი, ჩემმა ოჯახმა მხოლოდ საკვების წამოღება მოასწრო, მთელი ჩვენი ქონება საქონელი იყო, რომლის წამოყვანის უფლება არ მოგვცეს და გზა შუა აზიამდე, რომელიც სამ თვეს გრძელდებოდა, ზამთარში ბევრისთვის უკანასკნელი გამოდგა. ბევრმა ვერ ჩააღწია უზბეკეთამდე და გზაში გარდაიცვალა. ასე აღმოჩნდა ჩემი ოჯახი უზბეკეთში, სადაც ცხოვრება ნულიდან დაიწყო. გამარჯვების შემდგომ, ბაბუა დაბრუნებულა სოფელში, სადაც არავინ დახვედრია. იგი დაჭრილი იყო, თუმცა, ბებიის პოვნა მაინც მოახერხა. გვარს რაც შეეხება, რამდენადაც ვიცი, ადრე ჩვენ კოპაძეები ვიყავით. სადაც ჩემი წინაპრები ცხოვრობდნენ,  იმ ქუჩას სოფელში „კოპაძეების ქუჩას“ უწოდებდნენ, მაგრამ, უზბეკეთში ჩასვლის შემდგომ დოკუმენტებში არასწორად ჩაწერეს გვარი და ასე გავხდით კაპაძეები. თუმცა, მე მყავს ახლო ნათესავები, რომლებმაც შეიცვალეს გვარი და კოპაძე დაიბრუნეს. სხვათა შორის ბებიაჩემი, რომელიც გადასახლებას მოესწრო, დღესაც ცოცხალია, ის 92 წლისაა.
– გვიამბეთ თქვენი ოჯახის შესახებ, თავად თუ ხართ დაოჯახებული?
– მამას ტახირი ჰქვია, ფეხბურთის მწვრთნელია. დედა, ზარბია, ამჟამად უმუშევარია. მყავს ორი ძმა და და: უფროსი ძმა ბანკირია, და გათხოვილია და თავისი ოჯახი აქვს, ხოლო უმცროსი ძმა 18 წლისაა და ფეხბურთს თამაშობს, „ბუნიოდკორის” სათადარიგოში ასპარეზობს. ჩემს მეუღლეს გულმირა ჰქვია და მასთან მყავს ცხრა თვის ვაჟი – ონური.
– თემურ, უზბეკური სამზარეულო ცნობილია მსოფლიოში, განსაკუთრებით – ფლავი, რომელიც სპეციალური რეცეპტით მზადდება. თქვენ თუ ხართ გურმანი და რომელი კერძები გიყვართ?
– ძალიან მიყვარს გემრიელად ჭამა და მაქვს რამდენიმე საყვარელი კერძი: ხინკალი, უზბეკური ნაციონალური კიკილი,  მანტი. ამ ყველაფერს ჩემთან სახლში ამზადებენ და უგემრიელესია. აგრეთვე, წინაპრებისგან შემორჩენილი რეცეპტებითაც ვამზადებთ კერძებს. რაც შეეხება ფლავს, ძალიან მიყვარს, ეს არის უგემრიელესი და უცნობილესი უზბეკური კერძი.
– თავისუფალ დროს რით ხართ დაკავებული?
– სიმართლე გითხრათ, თავისუფალი დრო იშვიათად მაქვს – სულ თამაშებია, შეკრებები, ვარჯიშები. თუკი გამოჩნდება ერთი-ორი დასვენების დღე, ვცდილობ, ოჯახთან ერთად გავატარო. 
– თქვენი თანაკლუბელი „ბუნიოდკორში” იყო ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, მსოფლიოს ჩემპიონი რივალდო, რომელსაც უამრავი ქომაგი ჰყავს საქართველოში. მოგვიყევით მის შესახებ, როგორი ადამიანია?
– „ბუნიოდკორში”  მის მოსვლამდე ვინმეს რომ ეთქვა, რომ შენი გუნდელი რივალდო იქნებაო, არ დავუჯერებდი, თუმცა, მოხდა ისე, რომ რივალდო მართლა ჩამოვიდა უზბეკეთში სათამაშოდ. გაწონასწორებული და თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია, რომლისგანაც ბევრი რამ ვისწავლე. იგი საკმაოდ ასაკოვანი გადმოვიდა ჩვენს გუნდში, თუმცა, პატარა ბიჭივით იხარჯებოდა ვარჯიშებზე და ასრულებდა მწვრთნელის ყველა მითითებებს. მას ჰქონდა უფლება, ვარჯიშებზე არ მოსულიყო და მხოლოდ თამაშის დღეს ჩაეცვა ფორმა, მაგრამ, არც ერთ ვარჯიშს არ აცდენდა. უმაღლესი დონის ფეხბურთელია და, ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება, მასთან ერთად მეთამაშა. მისი პასები, სტანდარტულების შესრულება...  ერთ რამედ ღირდა რივალდოსთან ერთად თამაში. გარდა ამისა, ჩვენი მწვრთნელი იყო არანაკლებ ლეგენდარული ბრაზილიელი ზიკო, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ შეცვალა. ამ მწვრთნელებისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და ძალიან სასიამოვნოა, რომ მათთან მუშაობის საშუალება მქონდა.
– თემურ, ჩატარებული მატჩების რაოდენობით თქვენ ხართ უზბეკეთის ნაკრების რეკორდსმენი  (95 მატჩი, 8 გატანილი გოლი), გაიხსენეთ თქვენი ყველაზე დასამახსოვრებელი თამაში ნაკრებში.
– პირველად ნაკრებში 2002 წელს ვითამაშე, სლოვაკეთის ნაკრების წინააღმდეგ და მახსოვს, რომ ძალიან ვნერვიულობდი. მეორე ტაიმში გამოვედი შეცვლაზე და, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ უზბეკეთის ნაკრების ფორმა მეცვა. ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი კი საუდის არაბეთის ნაკრებთან შეხვედრა იყო – 3:0 მოვიგეთ და აქედან ერთი გოლი მე გავიტანე.
– თქვენ აზიის თასის ორ ტურნირზე გაქვთ ნათამაშები, 2011 წელს კი აზიის მეოთხე ნაკრების ტიტული მოიპოვეთ. რას იტყვით აზიურ ნაკრებ გუნდებზე?
– აზიის თასი ძალიან მაღალი დონის ტურნირია, სადაც აზიის საუკეთესო ნაკრებები მონაწილეობენ: იაპონია, სამხრეთ კორეა, საუდის არაბეთი, ირანი და სხვები. ფეხბურთი აზიაში წლიდან წლამდე ვითარდება და, დარწმუნებული ვარ, სულ მალე აზიური ნაკრებები ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევენ ევროპულ და სამხრეთამერიკულ ნაკრებებს.
– საქართველოს მსგავსად, უზბეკეთის ნაკრებსაც ჯერაც არ ღირსებია ასპარეზობა მსოფლიო ჩემპიონატზე. რას იტყვით მომავალ შესარჩევ ციკლზე, თუ გაქვთ შანსები, მოხვდეთ 2014 წელს ბრაზილიაში?
– სულ ცოტა გვაკლდება ხოლმე, რომ მოვხვდეთ მსოფლიო ჩემპიონატზე. ახლა ის დროა და, ჩემი თაობისთვის, ალბათ, ბოლო შანსია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მოვხვდეთ და, მიუხედავად იმისა, რომ ურთულეს შესარჩევ ჯგუფში აღმოვჩნდით – კორეასთან, ირანთან, ყატართან და ლიბანთან ერთად – ვეცდებით, რომ ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ. ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ, ჯგუფიდან პირველ-მეორე ადგილზე გასულები პირდაპირ მიდიან მსოფლიოზე, მესამე ადგილს კი „პლეი-ოფის“ სტადია ელის და, პირადად მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ უზბეკეთმა მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშოს, დიდი ბრძოლები გველის წინ.
– ბავშვობაში საფეხბურთო კერპი თუ გყავდათ და ახლა ვინ მიგაჩნიათ საუკეთესო ფეხბურთელად?
– ბავშვობაში დიეგო მარადონა მომწონდა, შემდგომ – ზინედინ ზიდანი, ხოლო თანამედროვე ფეხბურთელებიდან არგენტინელი ლიონელ მესი მიმაჩნია საუკეთესოდ.
– ქართული ფეხბურთის შესახებ თუ იცით რამე, რომელი ქართველი ფეხბურთელის გვარი გსმენიათ?
– სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონატის შესახებ ცოტა რამ ვიცი, აქ ჩვენთან არ აშუქებენ. რა თქმა უნდა, ქართველ ფეხბურთელებზე ბევრი რამ მსმენია – უცხოეთში მოთამაშე ლეგიონერებს ვგულისხმობ და, მათ შორის გამოვარჩევდი კახა კალაძეს, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო მცველად მიმაჩნია მსოფლიო ფეხბურთში.

скачать dle 11.3