კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის შვედეთში სულ სიბნელესა და ყინვაში ანი კეკუა და რაზე „კვდება“ და რა აგედებს მას შოკში

ანი კეკუა შვედეთში ცხოვრებისა და სწავლის შემდეგ საკმაოდ შეიცვალა. მართალია, ისევ ისეთი მხიარული და ენერგიულია, მაგრამ, იმავდროულად, ძალიან გაზრდილი, დამოუკიდებელი და თავდაჯერებული. შვედეთში ცხოვრებამ და სწავლამ მას ძალიან ბევრი რამ შესძინა. გოგონა‚ რომელიც სცენაზე საოცარ ცეცხლს ანთებდა, საკმაოდ ჭკვიანი, მიზანდასახული ადამიანია – ლიდერისა და კარგი ორგანიზატორის თვისებებით დაჯილდოებული.

ანი კეკუა: ეს წელი წინა წელთან შედარებით‚ უფრო წარმატებული იყო, რადგან, რაც სირთულეები და პრობლემები მქონდა, ყველაფერი გადავლახე. ვისწავლე, როგორ უნდა გავაკეთო პროექტების პრეზენტაცია, როგორ ვიმუშაო ტექნიკურად. მეორე კურსზე ბევრად უფრო საინტერესო საგნებიც მქონდა – პროექტების მენეჯმენტი, ბიზნესსტატისტიკა, სერვისმენეჯმენტი და მარკეტინგი, ბიზნესეთიკა. ყველა საგანი კარგად ჩავაბარე. რაც მთავარია‚ ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ყველაფერს დამოუკიდებლად ვაკეთებდით, ვგეგმავდით, გრაფებს ვადგენდით, სტატისტიკას ვიღებდით და შემდეგ ვაწყობდით პრეზენტაციას. რაც მთავარია‚ ლექციიდან ლექციამდე გვაქვს სემინარები, სადაც აჩვენებ პროგრესს, ანუ‚ რა გააკეთე წინა ლექციიდან შემდეგ ლექციამდე. პედაგოგი კი, შესაფერის შეფასებასაც გიწერს. ჩვენ პროჯექტმენეჯმენტში მივიღეთ საუკეთესო ქულა, ამაზე მაღალი ქულა არ არსებობს და თან, ამ საგანში იშვიათად წერენ. ძალიან კარგი ჯგუფი შემხვდა, რადგან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას‚ თუ როგორი ჯგუფი შეგხვდება. არის კურსები‚ სადაც შენით ირჩევ ჯგუფს ან ლექტორი განაწილებს. ახლა სრულიად შემთხვევით მოვხვდი ამ ჯგუფში, ძირითადად‚ შვედები იყვნენ და ორი ჩინელი. შვედებს ძალიან უყვართ ლიდერობა, მენეჯმენტი, რაღაცეების დალაგება, ამიტომ‚ ერთმა შვედმა გოგონამ აიღო ლიდერის ფუნქცია საკუთარ თავზე. ისე‚ მე ამ შანსს არ გამოვტოვებდი, მიყვარს საკუთარ თავზე ასეთი რაღაცეების აღება. ამბობენ, რომ კარგი ორგანიზატორი ვარ. უბრალოდ‚ როდესაც არჩევა მოხდა, მე თბილისში ვიყავი, თორემ ნამდვილად არ გავუშვებდი  ხელიდან ამ შანსს. ელინი ჰქვია იმ გოგოს და მართლა ძალიან კარგი ლიდერი იყო. შეხვედრებიც გვქონდა, ვმსჯელობდით ჩვენს პროექტზე, სერიოზულად ვმუშაობდით. პროფესიონალური შეხვედრები გვქონდა სტუდენტებს – ჩვეულებრივი ბიზნესმითინგები. საქართველოში ამ კუთხით მაინც სულ სხვა დამოკიდებულებაა. ამ პროექტზე მთელი თვის განმავლობაში ვმუშაობდით. ძალიან მნიშვნელოვანია დავალებების გადანაწილება, რაც ამ გოგონამ კარგად მოახერხა. მე უფრო მარკეტინგული მხარე მქონდა და კიდევ ხარისხის შეფასება. რა თქმა უნდა‚ რაღაც დეტალები არ ვიცოდი, მაგრამ ინტერნეტი რისთვის არის... დამატებით ლიტერატურასაც, ნაშრომებსაც გვაძლევდნენ. კამათისა და დისკუსიის გარეშე კონსენსუსს ვერ მივაღწევდით. ამიტომ‚ იყო ასეთი რაღაცეებიც. საბოლოო ჯამში‚ საუკეთესო გადაწყვეტილებამდე მივდიოდით.
– თუ ელოდებოდით უმაღლეს შეფასებას?
– არ ველოდებოდი, რადგან ყველა ჯგუფი ძალიან კარგი იყო. პირველ კურსზე რომ ვსწავლობდი, მაშინ ბევრი რამის გამოცდილება არ მქონდა. მეგონა, ჩვენ ვიყავით ყველაზე ცუდები. მეორე კურსზე უკვე გავერკვიე, ვაფასებდი, რომელი ჯგუფი როგორი იყო, როგორ აკეთებდნენ პროექტებს. მაშინვე ამჩნევ‚ მიფუჩეჩებულია თუ არა. თან, ყველაზე კარგი ის არის, რომ პრეზენტაციის დროს თავად უსვამ მათ კითხვებს, რაც საქართველოში არ არის. სხვათა შორის, სხვებზე რასაც ვფიქრობდი, სწორედ იმ შენიშვნას აძლევდა ლექტორიც. ჩვენზე კი გადაირია. არ მინდა, თავის ქებად ჩამეთვალოს, მაგრამ ის ნაწილი, ანუ მარკეტინგული, რომელიც მე გავაკეთე, ძალიან მოეწონა: ეს ნაწილი ძალიან კარგი იყოო. „ფეისბუქზე“ ჩვენი ჯგუფი გვქონდა გაკეთებული და ერთმანეთთან ვკონტაქტობდით. ეს ძალიან პროდუქტიულია, ყოველთვის საქმის კურსში ხარ და ყველაფერს, შეხვედრებს იქ ვგეგმავდით. ჩვენთან „ქოფი-ფეისთი“ კარგად მუშაობს. შვედეთში, ანუ ჩვენს უნივერსიტეტში‚ სპეციალური პროგრამაა, ერთი წინადადებაც თუ გაქვს საიდანმე კოპირებული, ავტომატურად აგდებს და ამის გამო ინსტიტუტიდან გაგდებენ. ანალიზი შენით უნდა გააკეთო, შენი აზრი დააფიქსირო, უბრალოდ‚ ბოლოს უნდა მიუწერო, რა წყარო გაქვს გამოყენებული.
– როგორც ვიცი, შეიძლება ნიცაში წახვიდე სასწავლებლად.
– შევიტანე გაცვლით პროგრამაზე საბუთები, ასეთ დროს დიდ ყურადღებას აქცევენ კრედიტებს, ანუ ვის უკეთესი ქულა აქვს. ამის შედეგად მოვხვდი ნიცაში. ჩემი უნივერსიტეტიდან გაცვლითი პროგრამაა სხვადასხვა ქვეყანაში. მე საფრანგეთი ავირჩიე. ძალიან მაინტერესებდა და თან, მოკლებული ვარ მზეს, სითბოს. შვედეთში სულ სიბნელეში, ყინვაში ვარ. თან ბევრი საგანი არ მჭირდება. ვიფიქრე: წავალ, ნიცას ვნახავ, სხვა გამოცდილებას მივიღებ და თან, მათი მუშაობის სტილიც მაინტერესებს. კურსი 4-თვიანია, შემოდგომაზე იწყება და‚ ალბათ‚ წავალ. უკვე ვაკეთებ ონლაინ-აპლიკაციას, აგვისტოში უკვე საბოლოო პასუხი მეცოდინება.
– შვედეთში ცხოვრებამ ძალიან გაგზარდა, გამოცდილებაც დაგიგროვა.
– დიდი გამოცდილება მივიღე, გავიზარდე. საკუთარ თავში არ ვიყავი დარწმუნებული, მაგრამ ახლა ვიცი, რომ არ არსებობს რამე, რომ ადამიანმა ვერ ისწავლოს. მთავარი მონდომებაა. ახლა ბევრად უფრო დარწმუნებული ვარ საკუთარ თავში, უკვე ვიცი‚ რას როგორ უნდა მივუდგე. ტექნიკურ მხარეშიც გავერკვიე, ჯგუფური მუშაობაც ვისწავლე და ასევე, სერიოზულ დოკუმენტებთან ურთიერთობაც. ადრე ყველაფერს ჩემ მაგივრად დედა აკეთებდა. საქართველოში მაინც მშობლებზე ხარ დამოკიდებული. პირველად რომ ჩავედი შვედეთში და მივხვდი‚ მარტო ვარ, ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია, საერთოდ არ დავბნეულვარ, პირიქით‚ უფრო მეტად მობილიზებული გავხდი. ვიცოდი, სხვა ამას ვერ გამიკეთებდა. რაღაც ძალა მომემატა, თან სხვა გამოსავალი არ მქონდა. აქ შევედი, იქ შევედი, წავიკითხე, ინფორმაცია მივიღე და მერე ყველაფერი ადვილად გამოვიდა. ყველაზე რთული ინფორმაციის მოძიებაა. თუ ეს იცი, მერე ტექნიკურად ყველაფერს ადვილად გააკეთებ.
– ბავშვობიდან გამოირჩეოდი ლიდერული, ორგანიზატორული თვისებებით?
– ბავშვობიდან მიყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, გამოვდიოდი კონცერტებზე, ვმღეროდი. ალბათ‚ ახლაც ქვეცნობიერად მაქვს, რომ ყურადღებას სულ უნდა მაქცევდნენ. თუმცა‚ ეს არ არის სცენა, ბიზნესის დაგეგმვა სულ სხვა საქმეა. თან‚ ოჯახის წევრებისა და ხალხისგანაც ვიყავი განებივრებული, მაგრამ‚ ამას ჩემს ხასიათზე საერთოდ არ უმოქმედია. თან‚ შვედეთში მივეჩვიე, რომ იქ ყველა თანაბარია, არ აქვს მნიშვნელობა‚ შენ ვინ ხარ. მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და ის, როცა მე ბევრ რამეს ვაკეთებ, ვგეგმავ. ასევე, როდესაც სხვებს ვუნაწილებ დავალებებს და ისინი ამას კარგად ასრულებენ. არ მიყვარს, როდესაც რაღაც გააზრებული მაქვს, ანალიზი გაკეთებული და ვიღაც ვერ ამყვება. თან‚ შემიძლია სხვები ავიყოლიო, რადგან ემოციური ვარ და რაც მგონია, რომ სწორია, იმას ემოციურად გადმოვცემ. იმ პროექტში, რომელზეც ვსაუბრობდი, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ლიდერი გვყავდა, მე ვაკეთებდი ბევრი რამის ორგანიზებას.
– მიუხედავად შვედეთში სწავლისა და გამოცდილების მიღებისა, ალბათ‚ მაინც გენატრება ის პეიროდი, როდესაც სცენაზე იდექი, მღეროდი. ვიცი, რომ ეს არის საქმე‚ რომელიც ძალიან  გიყვარს.
– კი, სცენაზე საერთოდ სხვანაირი ანი ვარ, ბედნიერი ვხდები, ემოციური. როდესაც რაღაც პროექტი გაქვს გასაკეთებელი და მხოლოდ შენ არ გაქცევენ ყურადღებას, პასუხისმგებლობა თანაბრად ნაწილდება. სცენაზე, რომ დგახარ‚ შენ ხარ მთავარი მოქმედი პირი, თან ყველა შენ გიყურებს. ეს განათება საერთოდ მკლავს, ვგიჟდები‚ როდესაც მანათებს, შოკში ვვარდები, ცუდად ვხდები. იქ ამ ყველაფრის დანაკლისს განვიცდი, თან‚ როცა მოწყენილი ვარ, ან მიხარია, მინდა, სცენაზე ვიდგე და ეს გამოვხატო. შვედეთში ეს რომ არ მაქვს, ამიტომ საერთო საცხოვრებლის ოთახში ვდგები და ვმღერი. მეზობლები ამას უკვე მივაჩვიე, ტაშს მიკრავენ ხოლმე.
– შვედეთში თავისუფალ დროს თუ ახერხებ სადმე წასვლას, დასვენებას?
– კი, ვახერხებ ხოლმე, საშოპინგოდაც დავდივარ. სტოკჰოლმი ძალიან ლამაზია, თან მარტო შვედები არ ცხოვრობენ. ბევრი კაფეა, სადაც როკს, ჯაზს უკრავენ, ულამაზესი ბაღები, სკვერები აქვთ გაკეთებული. მოჩუქურთმებული სახლები, თეატრები – ძალიან ლამაზია. კიდევ‚ ვიყავი პეპის სახლში, ვერ წარმოვიდგენდი ასეთი ლამაზი თუ იქნებოდა – ისე გავერთე... თან ჯდები სპეციალურ მოწყობილობაში, რომელსაც სხვადასხვა ოთახში შეჰყავხარ და პეპის თავგადასავალს გიყვებიან. ისეთი ლამაზი და საინტერესოა. კარლსონის სახურავიც ვნახე, ასე გგონია, შენც იქ ხარ‚ ზღაპრის გმირი ხარ.
– თბილისში რამე გეგმები გაქვს თუ ისვენებ?
– ძალიან მინდა, ბევრი კონცერტი მქონდეს. ტელეფონის ნომერი შევიცვალე და იმედი მაქვს, ორგანიზატორებს თუ დავჭირდები, მომძებნიან, დამირეკავენ, სიამოვნებით მივიღებ კონცერტებში მონაწილეობას. ასე მგონია, აქ ყველას დავავიწყდი და ბევრ რამეს ვტოვებ. მაგრამ სულ სხვა შემართებით, მოტივაციით, განახლებული ძალებითა და სხვანაირად განათლებული ჩამოვალ თბილისში.

скачать dle 11.3