კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეაშინეს ვამპირებმა ცეილონში ტურნეში მყოფი თბილისის დინამოელები

ვინ არ იცის, რომ ნებისმიერ კოლექტივში, სპორტია თუ თეატრი, კოლეგები სულ ერთმანეთს აშაყირებენ. ხანდახან ასეთი შეხუმრება დიდი უსიამოვნებითაც მთავრდება, მაგრამ, ცოცხალ კაცს მასხრობას ვინ აუკრძალავს?!
1971 წელია. ტურნე გვაქვს ცეილონში. ბუნებრივია, საქეიფოდ არავინ გაგვიშვებდა, მაგრამ კინოში წასვლა „მოსული იყო“ და წავედით კიდევაც მთელი შემადგენლობა.
ჩვენი ბედის რა ვთქვი: მაინცდამაინც „უჟასი“ ფილმი გადიოდა – დრაკულა, ვამპირები და ასე შემდეგ. ჩვენთვის ასეთი ფილმები უცხო იყო და სულ სკამის სახელურებს ვეჭიდებოდით შიშისგან. ორი საათი ვაჟკაცურად გავძელით და გამოვედით თუ გამოვბარბაცდით იმ კინოთეატრიდან. მოვდივართ კრიჭაშეკრულები და შთაბეჭდილებებით გაბრუებულები. ზოგს შიშისგან ფერი აღარ ადევს სახეზე. ხმას ვერ ვიღებთ. ნიკანდრო ქილიასი არ იყოს – „დედა, რა იყო ეს?!“
– რამ შეგაშინათ, რამ წაგახდინათ, რა იყო ახლა იქ ასეთი საშიში?! – დაგვცინის ჩვენი თანაგუნდელი ფეხბურთელი რ. ფ., რომელიც რეზო ძოძუაშვილის განუყრელი მეგობარი იყო და მუდამ ერთ ნომერში ცხოვრობდნენ ხოლმე.
– ვაა... აბა, ის კაი იყო, დიდმა წვერებიანმა კაცმა რომ პატარა ბიჭი შეჭამა... თან, ჯერ რომ უკბინა და ისე?!
– ეგ ხომ კინოა, თქვე შტერებო, გოიმები ხართ, ბიჭო? – არ ისვენებს რ. ფ., მე სულაც არ შემშინებია. რეზო, შენ? – გახედა ფერდაკარგულ ძმაკაცს.
– მე...  ცოტათი... – გაამხილა ძოძუაშვილმა.
– აბა, მე „ვაბშე“ არ შემშინებია, ძმაო...
და, იმის დემონსტრირებისთვის, რომ მართლა არ შეშინებია, შებრუნდა – ახლა მეორე სეანსსაც უნდა ვუყუროო. ბევრი ვუშალეთ, მაგრამ, ვეღარ მოვაბრუნეთ.
– მართლა მაგარი ყოფილა ეგ კაცი, ძმაო, – თქვა ერთმა.
– მხეცია, სიმონ! – აღტაცება ვერ დამალა მეორემ.
– ნერვები მაქვსო, მაგან უნდა თქვას, – თქვა მესამემ.
მეოთხეს არაფერი უთქვამს და ამასობაში მივედით კიდეც ჩვენს სასტუმროში, ჩამოვრიგდით ჩვენ-ჩვენს ნომრებში და დასასვენებლად წამოვწექით.
გადის ორი-სამი საათი და დერეფნიდან განწირული ყვირილი გვესმის:
– მიშველეეეთ!!! – და, მორჩა, ხმა აღარ გაგვიგონია.
გამოვცვივდით ნომრებიდან და რეზო ძოძუაშვილის ნომრისკენ გავცვივდით (ვარაუდით, ხმა იქიდან მოდიოდა). შევაღეთ კარი და რას ვხედავთ. აგდია ძირს ეს ჩვენი „უშიშარი“ რ.ფ. და რეზო ასულიერებს.
– რა ხდება, რეზო?! – შემოვესიეთ გაჭირვებულებს.
– ჩქარა წყალი!.. წყალი!! – ყვირის რეზო და უტყაპუნებს ლოყებში ხელებს ჩვენს უშიშარს, – მე ვარ, ბიჭო, ნუ გეშინია, რეზო ვარ, ბიჭო!!
ყველაფერი მშვიდობიანად რომ დამთავრდა, მერე გვიამბო რეზომ: დაბრუნებულა მეორესეანსნაყურები რ.ფ. კინოდან, შესულა თავის ნომერში, გაუხდია პერანგი, რომ კარადაში შეკიდოს და, უცებ – „ვეეე!!“ – დაუძახია წელზემოთ გახდილ რეზო ძოძუაშვილს „შკაფიდან“.
კომენტარი მკითხველისთვის მომინდვია. რეზო კი თავში ხელებს ირტყამდა – ეს რა ვქენი, კინაღამ ძმაკაცი მოვკალიო, იმ დღის მერე რ. ფ. „უჟასების“ საყურებლად არასდროს წასულა...
მანუჩარ მაჩაიძის ნაამბობის მიხედვით

скачать dle 11.3