*** ტიპი სახინკლეში ძაღლთან ერთად შევიდა... – გინდათ, დაგენიძლავოთ‚ რომ ჩემი ძაღლი ლაპარაკობს... 10 ლარზე? ყველას სიცილი აუტყდა და დაეთანხმნენ. კაცი ძაღლს გამოელაპარაკა... ბევრი ეწვალა‚ მაგრამ, ხმა ვერ ამოაღებინა... დადო დახლზე ათლარიანი და გავიდა. გზაში
– თუ შეიძლება, ერთი შეკვრა პრეზერვატივი მომეცით...
– ბიჭუნი‚ ჯერ ერთი‚ პრეზერვატივები ბავშვებისთვის არ არის‚ მეორე‚ მის წასაღებად თვითონ მამა უნდა მოვიდეს და, მესამე – ზომა უნდა იცოდეთ...
– ჯერ ერთი‚ პრეზერვატივები ბავშვებისთვის კი არა ბავშვის საწინააღმდეგოა, მეორეც‚ მამას კი არა‚ დედას სჭირდება – ზღვაზე მიდის დასასვენებლად და, მესამეც – ზომა მან ჯერ არ იცის...
***
კაცი დილით იღვიძებს... თავი გასიებული აქვს – წინა ღამეს ბევრის დალევა მოუვიდა და აღარაფერი ახსოვს... წამოჯდა საწოლზე‚ ჩუსტები‚ ხალათი მომზადებულია‚ „ტუმბოჩკაზე” თავის ტკივილის წამალი და წყალია, სკამზე – ტანსაცმელია გატკიცინებული. ცოლი სამზარეულოში ტრიალებს. საუზმე მაგიდაზეა‚ ყავაც...
– რა ხდებოდა აქ? – შეაჩერა სკოლაში წასასვლელად კართან მისული შვილი.
– ო‚ წუხელ ისეთი „ბუხოი“ მოხვედი‚ ფეხზე ძლივს იდექი‚ ბუინობდი‚ ყველაფერი დალეწე...
– ეგ მეც მახსოვს... ბუნდოვნად... ახლა რა ხდება? – და მომზადებულ ტანსაცმელსა და გაწყობილ სუფრაზე მიუთითა.
– აჰ‚ ეგ? დედას უნდოდა, საწოლში დაწოლილიყავი და, შარვალს რომ გხდიდა‚ შენ ხელი ჰკარი და ყვირილი დაუწყე: – თავი დამანებე‚ ქალო‚ ცოლიანი ვარ‚ ცოლიანიო...
***
ნუ ჩაუღრმავდებით ორაზროვან ფრაზას: „მე ამ გოგონასთან რაღაც შეხება მაქვს...“
***
– გაუმარჯოს‚ როგორ ხარ, ძმა?
– ცოლი მოვიყვანე... პატრულია...
– ო‚ გილოცავ... მაგრამ, რატომ ხარ ასე მოწყენილი?
– პირველივე ღამეს დამაჯარიმა სიჩქარის გადაჭარბებისა და უადგილო ადგილზე გაჩერებისთვის.
***
მზვერავ ქალს უნდა ჰქონდეს სუფთა ხელები და ცივი... მკერდი.
***
რით განსხვავდება ცოლი მეძავისგან? ცოლი გეუბნება‚ რაში ხარჯავს ფულს‚ შენ რომ აძლევ....
***
შეკითხვა რედაქციას:
„ამბობენ‚ როცა ქალი ამბობს „არა“‚ ეს ნიშნავს „კის“. თუ შეიძლება‚ მითხარით‚ რა უნდა ვთქვა‚ რომ მამაკაცმა გაიგოს‚ რომ მე ის არ მინდა?“
***
– მომილოცე‚ ბიჭი შემეძინა!
– ვის ჰგავს‚ შენ თუ დედამისს?
– მე‚ ოღონდ, მთვრალს – ყვირის და ძუძუებს ეძებს...
***
– მაყვალ‚ ტელეფონზე რატომ არ მპასუხობდი?
– ოო‚ გული გააწყალე შენი ეჭვიანობითა. ფეხებ ვიბანდი...
– ენითა, ქალო?!
***
თუ ყველა ცდილობს, მოგეფეროს‚ ხელში აგიყვანოს... ყვავილები მოგართვეს‚ ბრილიანტებს გჩუქნიან... – ჩქარა გაიღვიძე‚ სამსახურში არ დაგაგვიანდეს!
***
ტიპმა ინტერნეტით მანქანა შეარჩია‚ პატრონს შეუთანხმა და კახეთში ჩავიდა. რომ ნახა‚ არ მოეწონა.
– ფოტოზე გაცილებით კარგი იყო...
– ხედამ‚ რა ფოტოგენურია?! – არ დაიბნა კახელი.
***
გუშინ ყავაზე მიმკითხავეს და, სულ 10 ლარად გავიგე‚ რომ რქიანი ვარ.
***
სანდრომ ქართულში ცუდი ქულა მიიღო, თანაც, მასწავლებელმა მშობლის მოყვანა დაავალა:
– თქვენმა შვილმა სიტყვა-სიტყვით გადაიწერა თათასგან. აი‚ ნახეთ: როდის დაიბადა ილია ჭავჭავაძე? – 1837 წელს...
– როგორ‚ არ შეიძლება‚ რომ ჩემს შვილსაც სცოდნოდა?
– აი‚ კიდევ‚ ნახეთ... ვინ დაწერა „განდეგილი“? – აკაკი წერეთელმა...
– არ შეიძლება‚ ორივეს ერთნაირად შეშლოდა?
– შეიძლება‚ მაგრამ‚ აი, ნახეთ...
– კითხვაზე: „რა თემას მიუძღვნა ილიამ „ოთარაანთ ქვრივი“? – თათას პასუხია – არ ვიცი; სანდროს – მეც არ ვიცი...
***
– ყველაზე მდიდრები‚ წესით‚ რაჭველები უნდა იყვნენ‚ მაგრამ, იმდენად მცირე ხელფასებია‚ რომ დახარჯვას ისინიც კი ასწრებენ.
***
გოგონა გამოცდას აბარებს.
– იცით რა‚ ქალიშვილო‚ თქვენ მე დემო-ვერსიას მაგონებთ.
– ისეთივე ლამაზი და ნათელი ვარ?
– არა‚ ისეთივე შეზღუდული შესაძლებლობების.
***
ის ხმამაღლა‚ დიდხანს და გრძლად ილანძღებოდა სამასოიანი სიტყვით.