კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოკლა რეჟისორმა ქართლოს ხოტივარმა „ლაზარეს” გადაღებების დროს ახალგაზრდა გეოლოგი და რა ტრაგედია დატრიალდა ამის შემდეგ დანელიების ოჯახში

ამ ისტორიის შესახებ რამდენიმე ასეული წლის წინათ თბილისში ძალიან ბევრ ჭორ-მართალს ყვებოდნენ. ექსპედიციაში ჩასული გეოლოგისა და ფილმის რეჟისორის ცხოვრება საბედისწეროდ მაშინ გადაიკვეთა, როცა რეჟისორმა ქართლოს ხოტივარმა „ლაზარეს” გადაღებების დროს გეოლოგი ომარ დანელია მოკლა. ამის შემდეგ დანელიების ოჯახში კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა, უფრო მეტიც, ამ ისტორიამ მთლიანად შეცვალა ამ  ოჯახის ბედი, რასაც  ომარ დანელიას და, ქალბატონი ნანული  და ქალიშვილი ნატალია დანელია ჩვენს ჟურნალში დღეს პირველად იხსენებენ.

ნანული დანელია: ეს ისტორია ჩვენი ოჯახისთვის ძალიან მძიმე და ტრაგიკულია, მას შემდეგ 40 წელი გავიდა, მაგრამ  მასზე საუბარი დღემდე მიჭირს. მაშინ ჩემი 29 წლის ძმა, ომარი, რომელიც გეოლოგი იყო, თავის კოლეგებთან ერთად გეოლოგიურ ექსპედიციაში წავიდა  სოფელ წინარეხში. ზუსტად იმ პერიოდში, იმავე სოფელში მიმდინარეობდა ფილმ „ლაზარეს” გადაღება, ფილმს ქართლოს ხოტივარი იღებდა, ის წინარეხში ოჯახთან, ცოლ-შვილთან ერთად იყო ჩასული. იმ პერიოდში ომარი გამორჩეულად კარგი ბიჭი იყო, შესანიშნავი გარეგნობა ჰქონდა, ღირსეული ადამიანი იყო, ისეთი ხასიათი და ქცევები ჰქონდა,  ყველას ძალიან უყვარდა.  ჩემმა  ძმამ, იქ, ისევე, როგორც სხვებმა, გაიცნო გადამღები ჯგუფის წევრები, ასევე ქართლოსის ოჯახი. თვითონ პატარა შვილები ჰყავდა, უყვარდა ბავშვები და ქართლოსის შვილებსაც ეფერებოდა ხოლმე. მერე გავიგეთ, რომ ქართლოსის სიდედრი გეოლოგიური სამმართველოს ბუღალტერი ყოფილა და, როგორც ჩანს, ჩემი ძმისა და ქართლოსის მეუღლისთვის ეს თემაც აღმოჩნდა საერთო. გეოლოგებს ექსპედიციაში  მანქანა ჰყავდათ, რომლითაც მსახიობებიც სარგებლობდნენ ხოლმე. იქ იყო გეოლოგების პარტიის  ხელმძღვანელი, ჩემი ძმის მეგობარი თემურ ჭიჭინაძეც. ერთ დღეს, ეს მოხდა 27 სექტემბერს, ჩემი ძმა და  თემური რამდენიმე მეგობართან ერთად გორში „ინტურისტების” რესტორანში წასულან სავახშმოდ, მათთან ერთად  ყოფილა ლია ელიავა, რომელიც ფილმის გადაღებებზე იყო ჩასული  წინარეხში. ეს ტრაგიკული ამბავი იმ დღეს,  იმ რესტორანში მოხდა. ქართლოს ხოტივარი ჩავიდა გორში, მივიდა რესტორანში, მიესალმა  სუფრასთან მყოფ ხალხს, ჩემს ძმას ხელი მოხვია და საძილე არტერია გადაუჭრა იმ ხანჯლით, რომელსაც როგორც რეკვიზიტს, გადაღებების დროს იყენებდნენ. ჩემი ძმა ფეხზე რომ მდგარიყო, ხოტივარი მას ვერ მისწვდებოდა. ყველაფერი წამებში მოხდა, თან ისე მოულოდნელად, რომ, ვერავინ მიხვდა, რა მოხდა.  ეს იყო განზრახ მკვლელობა. ჩემი ძმა იქვე, ადგილზე გარდაიცვალა და  იქვე დააკავეს მკვლელი, ქართლოს ხოტივარიც.
– როგორ წარიმართა სასამართლო პროცესი, რომელიც, როგორც ცნობილია, ძალიან გახმაურებული პროცესი იყო იმ პერიოდისთვის?
–  ეს ისტორია ძალიან გახმაურდა. დაიწყო ხანგრძლივი სასამართლო პროცესი.  ქართლოსის მამა, ლევან ხოტივარი, რომელსაც გავლენიანი ნაცნობები ჰყავდა, ყველანაირად ცდილობდა, რომ შვილისთვის სასჯელი  შეემსუბუქებინა. პირველ ყოვლისა, მან იურისტების კონსულტაციით შექმნა ვერსია, თითქოს ქართლოს ხოტივარმა  ჩემს ძმასა და თავის ცოლზე იეჭვიანა, რადგან, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე  ცოტა უფრო  ამსუბუქებდა დანაშაულს. ლევან ხოტივარმა საბჭოთა კავშირის ყველა კინოსტუდიიდან ჩამოიტანა რეკომენდაციები, რომ მისი შვილისთვის, როგორც ნიჭიერი და პერსპექტიული რეჟისორისთვის, სასჯელი შეემსუბუქებინათ. როდესაც ქართლოს ხოტივარი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს იმ მიზნით, რომ გაეცათ ცნობა, ვითომ ის ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანი იყო და მკვლელობა ამ ნიადაგზე ჩაიდინა, ლია,  ომარის  გამწარებული მეუღლე მივიდა ედუარდ შევარდნაძესთან, რომელიც იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და  გამოძიების ობიექტურად ჩატარებაში დახმარება სთხოვა. ლია მივიდა ავლიპ ზურაბაშვილთანაც და სთხოვა. რომ არ გაეცათ ყალბი ცნობა ხოტივარის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ. მართლაც, კომისიამ, რომლის ორი წევრი იზიარებდა მოსაზრებას, რომ ხოტივარს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, ორი საპირისპიროს ამტკიცებდა, ერთი კი ნეიტრალურ პოზიციაზე იყო, საბოლოოდ დაასკვნა, რომ ქართლოს ხოტივარი ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი იყო, თუმცა, მე ამაში ვერავინ დამარწმუნებდა. იმ ისტორიებიდან გამომდინარე, რომელიც იმ პერიოდში მასზე, მისი და მისი ცოლის ურთიერთობაზე ვრცელდებოდა, ამის დაჯერება რთული იყო. სასამართლომ ქართლოს ხოტივარს 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ის გადაასახლეს რუსეთში და იქ მოიხადა სასჯელის რვა წელიწადი. შემდეგ გათავისუფლდა ციხიდან, მეუღლე კი, რომლის გამოც ეს სასტიკი ამბავი დატრიალდა, გათხოვლი დახვდა პოეტ მიშა ქვლივიძეზე. ციხიდან გათავისუფლებულმა  ხოტივარმა რამდენჯერმე სცადა  თვითმკვლელობა – ვენები გადაიჭრა, ბოლოს კი სიცოცხლე მაინც ტრაგიკულად  დაასრულა. ეს ამბავი ჩვენი, ორივე ოჯახისთვის აღმოჩნდა ტრაგიკული, თუმცა, ჩემი ძმა უდანაშაულო მსხვერპლი იყო – სასამართლო პროცესზე დადასტურდა, რომ მას ქართლოსის მეუღლესთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.    
 – თქვენი ძმის  მკვლელობას მოჰყვა კიდევ ბევრი ტრაგედია თქვენს ოჯახში, ესეც ქართლოს  ხოტივართან იყო დაკავშირებული? 
–  არა, თუმცა, ყველა ის უბედურება, რაც ჩვენს ოჯახს დაატყდა თავს, ჩემი ძმის მკვლელობის შემდეგ დაიწყო.  ჩემი ძმის გარდაცვალებიდან ექვსი წელი იყო გასული, იმ პერიოდში ჩემი რძალი მოსკოვში იყო წასული ამ საქმის გამოძიებასთან  დაკავშირებულ საკითხებზე. მამაჩემმა ომარის ბიჭი, გიორგი, სამეგრელოში, მარტვილის რაიონში წაიყვანა თავის დასთან.  ბავშვმა ბაბუას სთხოვა, საბანაოდ წამიყვანე ცხენისწყალზეო. ცხენისწყალი ზოგიერთ ადგილზე მორევს იკეთებს. სანამ  მამა ტანსაცმელს გაიხდიდა, ბავშვები წყალში ჩახტნენ, მორევმა ბავშვები ჩაითრია. მამაჩემი წყალში გადახტა, ორი ბავშვის ამოყვანა შეძლო, ბოლოს თავისი შვილიშვილი გიორგი ამოიყვანა, მაგრამ, უკვე დამხვრჩვალი ყოფილა ბავშვი. ამის შემხედვარე  მამაჩემს  გული გაუსკდა და ადგილზე დაიღუპა, გიორგი ისევ წყალში ჩავარდა და სამი დღის შემდეგ იპოვეს მყვინთავებმა. ეს კიდევ  უფრო დიდი ტრაგედია იყო ჩვენთვის,  ოჯახიდან ბაბუისა და შვილიშვილის კუბოები ერთად გავიტანეთ.
– თქვენსა და ხოტივარებს შორის ურთიერთობა როგორ გაგრძელდა?
– ჩვენ შორის არანაირი ურთიერთობა არ გაგრძელებულა,  არავის უკითხავს, როგორ ცხოვრობდა  უდანაშაულოდ  მოკლული ადამიანის ოჯახი.  შორიდან ვიგებდით ქართლოსის ამბებს. მოგვიანებით ისიც   გავიგეთ, რომ პატიმრებმა ციხეში „გაასამართლეს” ხოტივარი და მას სიკვდილი მიუსაჯეს  უდანაშაულო ადამიანის მკვლელობის გამო, თუმცა, საბოლოო განაჩენი მან თავად გამოუტანა საკუთარ თავს, თვითმკვლელობის  წინ კი დატოვა ბარათი: მე ისეთი ადამიანი მოვკალი, ასეთი სიკვდილი  დავიმსახურეო.   
ნატალია დანელია: როცა მამაჩემი მოკლეს, ძალიან პატარა ვიყავი, ამიტომ, ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს. ისე გავიზარდე, რომ ყოველთვის მარიდებდნენ ამ ისტორიის დეტალებს, არ უნდოდათ, რამე გამეგო. ერთხელ, მაშინ ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, ხელში ჩამივარდა სასამართლოს მასალები, რომელიც დედას ჰქონდა გადამალული. მაშინ  ბევრი ვერაფერი გავიგე, თუმცა, ის კი მახსოვს, რომ პასუხები, რომელსაც მკვლელი გასცემდა შეკითხვებზე სასამართლოს მიმდინარეობის დროს,  ცინიზმით იყო სავსე. მახსოვს, როგორ იტანჯებოდა დედა მთელი ცხოვრება ამ ტრაგედიით – ჯერ ქმარი მოუკლეს, მერე შვილი დაკარგა.  ათეული წლები არ გაუხდია შავი ტანსაცმელი, მერე, როცა წამოვიზარდე, უკვე გავბედე, დედასთვის შეკითხვები დამესვა,  პასუხებიც მივიღე. ამაზე საუბარი დღემდე გვიჭირს, ეს ტრაგედია დღემდე ტრიალებს ჩვენს ოჯახში, თუმცა, საუბარს მაინც გავურბივართ.

скачать dle 11.3