კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1980 წლის 22 ივლისს, დილის 9 საათზე. რა უნდა გავაკეთო, რომ წარმატებული ვიყო, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე კარიერაში და რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია?
პასუხი: წარმატებული რომ გახდეთ, უნდა შეძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების წარმოჩენა. ასევე, იყავით აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი. მაქსიმალურად ეცადეთ, სტაბილური გახადოთ ურთიერთობა პარტნიორულ-სასიყვარულო სფეროში. სადაც შეხვალთ, შეიტანეთ ჰარმონია, სილამაზე, სიმშვიდე და არა აგრესია, დეპრესია. მეტი ყურადღება დაუთმეთ ოჯახის წევრებს. ეს თქვენი კარმულ-კოსმიური მისიაა. ასევე, მიუდექით საქმეს მეტი სერიოზულობით. ეს ის თვისებებია, რომელიც თქვენი კოსმიური მისიაა და თქვენთვის წარმატების მომტანია ცხოვრებაში.
კითხვა: დავიბადე 1993 წლის 30 ივლისს, ღამის საათებში. რომელ პროფესიებში მექნება მეტი წარმატება?
პასუხი: სანამ პროფესიებს ჩამოვთვლი, გეტყვით, რომ თქვენი კოსმიური მისია უცხოეთთან კონტაქტია. პროფესიებიდან კი კარგია და წარმატებების მომტანი: ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, იურისპრუდენცია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, პარფიუმერიული და კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, არქიტექტურა, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგია და ფსიქოლოგია.
კითხვა: დავიბადე 1976 წლის 1 ნოემბერს. რომელი უცხო ქვეყანაა ჩემთვის მისაღები?
პასუხი: უცხოეთი თქვენთვის დიდი წარმატების მომტანი არ არის. თუმცა, არც ცუდია. შესაბამისად, ქვეყნებიდან კარგია და მისაღები: უკრაინა, ირლანდია, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი მხარე, ბელგია, მოლდავეთი, არგენტინა, ესტონეთი, ფინეთი, ეგვიპტე, ბულგარეთი, ისრაელი, კუნძული შრი-ლანკა, გერმანიის ბავარიის მხარე, ნორვეგია, სირია, შვედეთის დასავლეთი მხარე, კუბა, მექსიკა, უნგრეთი.
კითხვა: დავიბადე 1987 წლის 25 დეკემბერს, დილის 7 საათზე. გთხოვთ, მითხრათ, ასტროლოგიური კუთხით, რომელი პროფესიებია ჩემთვის უფრო მისაღები?
პასუხი: თქვენთვის წარმატების მომტანი პროფესიებია: სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ადმინისტრაციული საქმე, მანქანათმშენებლობა, საინჟინრო, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, ტექნიკა-მექანიკის, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო სფერო და ფსიქოთერაპიის ფართო სპექტრი.
კითხვა: დავიბადე 1974 წლის 8 მარტს, დილის 9 საათსა და 30 წუთზე. გთხოვთ, მითხრათ, უცხოეთი თუ არის ჩემთვის მისაღები და კერძოდ, რომელი ქვეყანა?
პასუხი: უცხოეთი თქვენთვის კარმული მისიაა. ამიტომ, იქ გამგზავრება კარგია. იქ დაგროვილი ცოდნით, გამოცდილებითა და ფინანსებით დიდ წარმატებებს მიაღწევთ. ქვეყნებიდან კი კარგია: რუსეთი, პოლონეთი, შვედეთი, სამხრეთ აფრიკა, კანადა, ახალი ზელანდია, ფინეთი, ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი, პორტუგალია, ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი ნაწილი, გერმანია, აღმოსავლეთ ინგლისი.
კითხვა: დავიბადე 1993 წლის 18 აპრილს, დაახლოებით საღამოს 6-დან 7 საათამდე. მინდა, უცხოეთში სწავლის გაგრძელება, რომელ ქვეყანას მირჩევთ?
პასუხი: თქვენი კარმული მისია უკავშირდება უცხოეთს. ამიტომ, აუცილებელია, წახვიდეთ და იქ მიღებული ცოდნითა და დაგროვილი კაპიტალით, წინ წაიწიოთ ცხოვრებაში. ქვეყნებიდან კი კარგია: იტალია, არგენტინა, ჩინეთი, ტიბეტი, ესპანეთი, სან-მარინო, მონაკო, ლატვია, ჰავაის კუნძულები, ავსტრია, ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, სლოვენია, სერბეთი, პორტუგალია.

скачать dle 11.3