ნინი დედალამაზიშვილი მოულოდნელად გათხოვდა
გიგი დედალამაზიშვილის დამ, პროდიუსერმა, ნინი დედალამაზიშვილმა, ცხოვრება მომღერალს დაუკავშირა – კოტიკო ყიფიანი ის ბიჭია, რომელიც ამ ოჯახში ძალიან ბუნებრივად ჩაეწერა, მას ის ინტერესები და სურვილები აქვს, რომლებიც ნინისა და მისი ოჯახის წევრებისთვის სრულიად მისაღებია. კოტიკო არაჩვეულებრივად მღერის ქალაქურ სიმღერებს ტრიოში, სანდრო კობახიძესთან და შოთიკო ჟორჟოლაძესთან ერთად. როგორც ცოტა ხნის წინ შევიტყვე, სცენაზე ისინი თავის სიტყვას სულ ცოტა ხანში იტყვიან. უცნაური და საინტერესოა კოტიკოსა და ნინის სიყვარულის ისტორია. წყვილმა ერთმანეთი სულ ახლახან, მაისში გაიცნო. 4 მაისს ისინი ერთმანეთს ბათუმში შეხვდნენ და მათი ურთიერთობა უკვე თბილისში გაგრძელდა.
ნინი: 11 მაისიდან უკვე ერთად ვართ, ძალიან ცოტა დრო დაგვჭირდა იმისთვის, რომ ზუსტად მივმხვდარიყავით, ერთმანეთი როგორ გვიყვარდა და როგორ გვინდოდა ერთად ყოფნა.
ზუსტად ერთი თვის თავზე კოტიკომ ნინის ოჯახის წევრებს ოფიციალურად სთხოვა საყვარელი ადამიანის ხელი. ნიშნობას და ქორწილს ისინი აღარ დალოდებიან და მშობლების თანხმობის შემდეგ უკვე ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად. როგორც ნინიმ საუბარში გვითხრა, მათ გრანდიოზული ქორწილი ექნებათ ნოემბერში. „სასწაული ქორწილი უნდა გავაკეთოთ, საუკუნის „ტრიპაჩობა”, – ხუმრობს ამ თემაზე ნინი.
ვულოცავთ წყვილს გაბედნიერებას და ველოდებით მათ ქორწილს, რომლის დეტალებსაც „თბილისელების” მკითხველს აუცილებლად შევატყობინებთ.