კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სალომე არშბასა და კახა მიქიაშვილის ცხოვრებაში თინათინი გაჩნდა


 25 ივნისს სამშობიარო სახლ „ჰერაში” სალომე არშბასა და კახა მიქიაშვილის პირველი შვილი დაიბადა. გოგონას თინათინი დაარქვეს. როგორც მამამ გვიამბო, პატარა ქალბატონი ქვეყანას ბუნებრივად, გართულებების გარეშე მოევლინა.
კახა მიქიაშვილი: ყველაფერმა მშვიდობიანად  ჩაიარა; რაც მთავარია, სალომე იყო ძალიან მშვიდად, არც ერთი წუთით არ ჩავარდნილა პანიკაში, ძალიან ძლიერი აღმოჩნდა და ეს განწყობა მეც გადმომედო. მისი შემხედვარე, პანიკაში ვერ ვიქნებოდი. თან, თავს ისეთი ექიმები ეხვია, რომ ესეც მამშვიდებდა: მეან-გინეკოლოგი სოსო ღოღობერიძე, მშობიარობას ესწრებოდა სალომეს დეიდა, ძალიან ძლიერი ექიმი ჯენარო ქრისტესაშვილი – მათ გარემოცვაში რისი უნდა შემშინებოდა?!
– როგორც ვხვდები, მშობიარობას დაესწარი.
– არა მხოლოდ მშობიარობას. სამშობიარო სახლში მისვლიდან გამოწერის წუთამდე სალომესთან და თინასთან ერთად ვიყავი და ის ოთხი დღეც მათთან ვრჩებოდი. ამ ყველაფრის ყურება ადვილი ნამდვილად არ იყო, მაგრამ, გარეთ რომ ვყოფილიყავი და არ მენახა, რა ხდებოდა, გავგიჟდებოდი, უარესი იქნებოდა.
– რამხელა გაჩნდა პატარა?
– 3 კილოგრამი და 600 გრამი და 52 სანტიმეტრი. ისეთი ჭკვიანი და მშვიდი გოგონაა, რომ ექიმებმა გვითხრეს, ასეთი მორიდებული ამ ქვეყანაში ცოდოა, დაიჩაგრებაო (იცინის). ძალიან საყვარელია, ჭამს და სძინავს.
– ვისი სახელი დაარქვით?
– ეს სალომეს საყვარელი სახელია. თურმე, ბავშვობიდან ამბობდა, რომ თუ გოგო ეყოლებოდა აუცილებლად თინათინს დაარქმევდა. ასე რომ, სხვა სახელზე აღარც გვიფიქრია. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არასდროს ჰქონია არც სქესს და არც სახელს. მთავარია, რომ ახლა მე და სალომეს შვილი გვყავს და მთელმა ამ პროცესმა მშვიდობიანად ჩაიარა.
 რედაქციის სახელით, ვულოცავთ წყვილს ამ დიდ ბედნიერებას, პატარა თინას კი ულამაზეს მომავალს ვუსურვებთ დედიკოსთან და მამიკოსთან ერთად!

скачать dle 11.3