ქართველებმა “ბრძოლაში წესების გარეშე„ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი „ბრძოლა წესების გარეშე MMA ვერსიით“, რომელშიც მონაწილეობა თორმეტმა ქვეყანამ მიიღო, მათ შორის – საქართველომაც. ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნიდან მიწვეულნი იყვნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორთაბრძოლების კლუბის სპორტსმენები და კლუბის პრეზიდენტი რევაზ ქელდიშვილი. კლუბის ორმა სპორტსმენმა ძალიან დიდი წარმატების მიღწევა შეძლო – მათ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ლევან შაიშმელაშვილმა, რომელიც 78 კილოგრამს იწონიდა და ლევან ბექაურმა (86 კილოგრამი), ძალიან საინტერესო ბრძოლები გამართეს და მესამე ადგილი აიღეს, რაც მსოფლიო ჩემპიონატზე მართლა დიდი შედეგია.