კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

გაბროშვილი
გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი გაბრიელი.
საკუთარი სახელიდან გაბრიელი, მიღებულია კნინობითი სახელები: გაბა, გაბი, გაბო, გაბრო, გაბრუა და ასე შემდეგ, მათგან კი ნაწარმოებია შემდეგი გვარები: გაბრიელაშვილი, გაბრიელიშვილი, გაბაშვილი, გაბროშვილი, გაბუა, გაბუაშვილი, გაბუნია, გაბუნიანი და ასე შემდეგ.
1688-1694 წლებში გაბროშვილი პეტრე იყო უხუცესი. ცხოვრობდა პატარძეულში. პეტრე აზატი ანუ თავისუფალი ყმა იყო და ნინოწმიდის საყდრისთვის შეკაზმული ცხენისა და იარაღის გამოღება ევალებოდა.
საქართველოში 429 გაბროშვილი ცხოვრობს: თბილისში – 193, გარდაბანში – 119, საგარეჯოში – 74. არიან სხვაგანაც.
დიდმანიძე
„ხელვაჩაურის სოფლები: აჭარისაღმართი და მარადიდი – დიდმანიძეების სამშობლო მხარეა, – წერდა ჟურნალისტი, აჭარელთა გვარების ქომაგი, ბატონი იოსებ ბექირიშვილი, – აქ, ქუთურეთში, ლომინაკენსა და ძაბლაკეთის უბანში, არის დიდმანიძეთა ადგილი, ნასახლარი, საძოვარი. აქ ბევრნი იყვნენ, ნაწილი დიდიძედაც იწერებოდა. სოფელ ცხემლარაში დიდიძეები ახლაც ცხოვრობენ. სიტყვა „დიდი“ პოპულარული ყოფილა ამ მხარეში“. ასევე, გვაქვს გვარები: დიდებულიძე, დიდიმამისაშვილი, დიდიძე, დიდია, დიდიშვილი, თავდიდიძე. ბერძნებიდან გვაქვს ნასესხები მამაკაცის საკუთარი სახელი დიდია. ის მეოთხე საუკუნიდან მომდინარეობს.
დიდმანიძის გარდა, მანს შეიცავენ გვარები: სურმანიძე, ცალქალამანიძე, სულმანიძე, სამანიშვილი, ნარიმანაშვილი, ნარმანია, თურმანიძე, იამანიძე, მანჯავიძე და ასე შემდეგ.
ძველირანულად „მანია“ ნიშნავს მნიშვნელოვანს, ავტორიტეტულს. სახელ ნარიმანში „ნარი“ ირანულად „ვაჟს“ ნიშნავს, ხოლო „მანი“ – „გულს“. ეს ფორმა გვიანდელადაა მიჩნეული.
გადმოცემით, დიდიძიდანაა წარმომდგარი მაისურაძეთა ცნობილი გვარი.
საქართველოში 425 დიდმანიძე ცხოვრობს: ბათუმში – 91, ოზურგეთში – 38, თბილისში – 6. არიან სხვაგანაც.
მამუკელაშვილი
გვარის ფუძედ გამოყენებულია სახელი მამა. სულხან საბა ორბელიანი „სიტყვის კონაში” წერს: „მამა არს ღმერთი დამბადებელთა. მამა არს შემქმნელი. მამად ითქმან: მოძღუარი, მღვდელი, აღმზრდელი, ოსტატი, გინა კაცი უხუცესი.”
1537-1558 წლებში, მამა გვხვდება საკუთარ სახელადაც. „მამა, კარშაგარას მცხოვრები, მამულით წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს.”
მამიდანაა ნაწარმოები სახელები: მამაგული, მამაგულა, მამაგულაი, მამადა; ამათგან კი გვარები: მამადელაშვილი, მამასბედი, მამაცაშვილი, მამახარაშვილი, მამაჯანაშვილი, მამუკელაშვილი და სხვა.
„შოშიტა მამუკელა იყო ერისთავის ყმა, ჰყავს ძმები: გოგიელა, აღდგომელა და ნიკოლოზა. მას შოშიტა ერისთავმა უწყალობა მიწა, რომელიც ესაზღვრებოდა ტოგონიძის მამულს” (1641-1661 წლები).
ადრე მამუკელაშვილებს ფშავში უცხოვრიათ. მატანელი მამუკელაშვილები წარმოშობით ფშავიდან არიან. მამუკელაშვილების ადრინდელი გვარი ხუცურაული ყოფილა.
საქართველოში 764 მამუკელაშვილი ცხოვრობს: თელავში – 233, ახმეტაში – 167, თბილისში – 117. არიან სხვაგანაც.
გეთიაშვილი
გვარის ფუძეა მეტსახელი გეთა, გეთი.
ამავე ძირისაა გვარები: გეთაშვილი, გეთასშვილი და გეთია.
მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარში ცხვილოსში მცხოვრებ გეთიაშვილს, საამილახვრო დავთრის მიხედვით, თოფით ლაშქრობა ევალებოდა.
ცხვილოსში მცხოვრები ბეთელა გეთიაშვილი ავთანდილ ამილახორის ყმა იყო.
კორტანში მცხოვრები გეთიაშვილი თავისი მამულით ერისთავმა მირიან ჭრელისძემ მეთხუთმეტე საუკუნეში უწყალობა გიორგი შერმაზანაშვილს.
საქართველოში 687 გეთიაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 443, თბილისში – 186, რუსთავში – 23. არიან სხვაგანაც.
ანანიძე
გვარის ფუძეა ქალის საკუთარი სახელი ანა, მოფერებით – ანანა, ანანია. ანანია გვხვდება კაცის სახელადაც.
ანანა ძველებრაულად მოწყალეს, გულკეთილს ნიშნავს. ანანაი, ანანო, ანანიე, ძირითადად სასულიერო პირთა სახელებია:
„ანანია – ვაჰანის მონასტრის მნათე... ანანია – კვეთელი მღვდელ-მონაზონი... ანანია – მოურავი... ანანია – ციციშვილების აზნაურიშვილი...“
საქართველოში 1 457 ანანიძე ცხოვრობს: ქობულეთში – 734, ქედაში – 224, ბათუმში – 173. არიან სხვაგანც.
გულასპაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გულასპი.
გულასპაშვილი ძულია მოიხსენიება ბოგვში, 1742 წელს, ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნში.
1781 წლის აღწერაში აღრიცხულნი არიან გულასპაშვილები, მოგვიანებით კი – გურასპაშვილები.
საქართველოში 469 გულასპაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 163, ქარელში – 108, კასპში – 54. არიან სხვაგანაც.
კავთელაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კავთელა.
1622 წელს კავთელა საღორელი მოიხსენიება ადათანგი ხერხეულიძის მიერ ელფეხი გიორგისადმი მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნში.
ამავე ძირისაა გვარები: კავთელიშვილი, კავთიაშვილი და კავთიევსკი.
1800 წელს კავთელაშვილი მოიხსენიება გიორგი მეთორმეტის მიერ გიორგი ციციშვილისადმი მიცემულ ეშიკა ღასბაშიძის წყალობის წიგნში.
საქართველოში 72 კავთელაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 23, ქარელში – 16, ქუთაისში – 12. არიან სხვაგანაც.
111 კავთელიშვილი: თბილისში – 53, დუშეთში – 40, საგარეჯოში – 14. არიან სხვაგანაც.
ბერიძიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბერი.
საკუთარ სახელად გვხვდება ასევე ბერიძე.
ბერიძიშვილთა გვარი, სავარაუდოდ, ბერიძის გვარიდანაა წარმოქმნილი. სოფელ ფარცხისში მცხოვრებ დღევანდელ ბერიძეთა ვარაუდით, წინაპრების გადმოცემის მიხედვით, ისინი ასპინძის რაიონიდან ყოფილან გადმოსახლებულები და თავდაპირველად, 1873 წლის აღწერით, ბერიძეშვილებად იწერებოდნენ.
1843 წლიდან სოფელ ბოგვში ცხოვრობდნენ როგორც ბერიძეები, ასევე, ბერიძეშვილებიც.
1845 წელს ბოგვში საცხოვრებლად გადმოსულან ქიტესა და დათა ბერიძეშვილები.
საქართველოში 329 ბერიძიშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 170, გარდაბანში – 85, თბილისში – 45. არიან სხვაგანაც.
ბოსტაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბოსტა.
ერეკლე მეორეს მაჩხაანელი გლეხი გაუაზნაურებია. 1751 წელს აგრის ბრძოლაში დამარცხებული ერეკლე ალაზანზე რომ გადმოდიოდა, ბოსტაშვილს გადაურჩენია და ხალხს ამაზე ლექსიც კი დაუწერია.
ამავე ძირისაა გვარები: ბოსტანაშვილი, ბოსტოღანაშვილი.
საქართველოში 221 ბოსტაშვილი ცხოვრობს: დედოფლისწყაროში – 96, თბილისში – 63, სიღნაღში – 20. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

скачать dle 11.3