კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: როგორ მივიღო მონაწილეობა სამოყვარულო შეჯიბრებებში? მყავს „მიცუბიში ევოლუშენი” და სჭირდება თუ არა ამ ავტომობილს შეჯიბრისთვის სპეციალური მომზადება?
პასუხი: სამოყვარულო შეჯიბრებებში მონაწილეობა ძალიან მარტივია. ამისთვის საჭიროა მხოლოდ მართვის მოწმობა, შეჯიბრებამდე რეგისტრაციის გავლა. შეჯიბრებების შესახებ ინფორმაციის მოძიება შეიძლება forum.ge-ს მეშვეობით, ვინაიდან მსგავსი ტიპის შეჯიბრებებს ფედერაციის გარდა ცალკეული კლუბებიც ატარებენ. არსებობს სხვადასხვა ტიპის სამოყვარულო შეჯიბრებები, მაგრამ ყველა ტიპისთვის „მიცუბიში ევოლუშენი” არის საუკეთესო, რაც შეიძლება ამ შეჯიბრებებისთვის გყავდეს. ის ქარხნულადვე აღჭურვილია ყველა საჭირო სისტემით, რაც მოყვარულ მძღოლს ეხმარება მანევრების უკეთ შესრულებაში. სამოყვარულო შეჯიბრებები არ ავალდებულებს მონაწილეს სპეციალური დამცავი კარკასის, სპორტული სავარძლისა და ღვედების გამოყენებას. სამოყვარულო შეჯიბრები იმდენად გახსნილი და ინფორმაციულად დატვირთულია, პირველივე შეჯიბრების შემდეგ იოლად გაერკვევით ყველა ნიუანსში და თქვენ კითხვებს უპასუხებენ.
კითხვა: ჩემი ავტომობილის კონდიციონერი გვიან გრილდება, თითქმის დანიშნულების ადგილას ვარ მისული, როცა ცივი ჰაერის გამოშვებას იწყებს. ეს ნორმაა ასეთი სიცხეების დროს, თუ რაიმე სჭირს ჩემი ავტომობილის კონდიციონერს?
პასუხი: ეს სტანდარტული შემთხვევაა და სავარაუდოდ, თქვენს კონდიციონერს აკლია ფრეონი – სითხე, რომლის ბრუნვაც ავტომობილის სისტემის გაციებას იწვევს. იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს, გჭირდებათ იპოვოთ ადგილი, სადაც კონდიციონერებს ტუმბავენ. სთხოვეთ, რომ კონდიციონერის სისტემა გასინჯონ და ზემოხსენებული სითხე დაამატონ. პრობლემა ამით იოლად გადაიჭრება.
კითხვა: მყავს „ცე კლასის მერსედესი”, რომელიც საკმაოდ ბევრ საწვავს მოიხმარს. მინდა, იგივე კლასის უფრო ეკონომიური ავტომობილის შეძენა, რომელიც ასეთივე კომფორტული და გამძლე იქნება. იქნებ მირჩიოთ, რომელი მოდელი შევიძინო?
პასუხი: პირველი, რასაც გირჩევდით, ეს იქნებოდა არა ავტომობილის შეცვლა, არამედ მისი გაზის სისტემაზე გადაყვანა. როგორი  ეკონომიური მანქანაც არ უნდა შეიძინოთ, თუნდაც ძალიან მცირელიტრაჟიანი, მაინც ვერ აჯობებს ეკონომიაში გაზზე გადაყვანილ თქვენს ავტომობილს. მით უმეტეს, კითხვიდან გამომდინარე, თქვენი ავტომობილი ძალიან მოგწონთ და ყველა პარამეტრში გაკმაყოფილებთ. თუ გაზზე გადასვლის კატეგორიული წინააღმდეგი ხართ, თუმცა, მიუხედავად უამრავი ჭორისა ეს არავითარ საფრთხეს არ შეიცავს, მაშინ გირჩევდით, იაპონიის მიმართულებით წასვლას. შეიძინეთ „ტოიოტას” ან „ჰონდას” რომელიმე მოდელი, რომელიც კლასით ახლოსაა თქვენს ავტომობილთან. არჩევნის გაკეთებამდე, გაითვალისწინეთ ისიც, რომ თანაბარი კუბატურის ძრავების შემთხვევაში „ჰონდა” დაახლოებით 1,5 ლიტრით ნაკლებ საწვავს მოიხმარს „ტოიოტასთან” შედარებით.
კითხვა: შეიძლება თუ არა ეგრეთ წოდებულ „ლისიჩკა ბეემვეში“, რომელიც აღჭურვილია 2-ლიტრიანი ძრავათი, ჩავაყენო 2.5-ლიტრიანი ძრავა?
პასუხი: „ბეემვეს” უდიდესი უპირატესობა სხვა მწარმოებლებთან შედარებით არის ის, რომ ბევრი რამის შეცვლა შეიძლება სხვა უფრო მძლავრი, ან უფრო სუსტი მოდელებიდან. აქედან გამომდინარე, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს 2.0-ის ნაცვლად, 2.5 სიმძლავრის  ძრავა მოათავსოთ მასში. ყოფილა შემთხვევა, ამ ტიპის ავტომობილში არათუ 2.5 ლიტრიანი, გაცილებით მძლავრი –„ემ3”-ისა და „ბეემვე 540-ის“ ძრავებიც კი ჩაუმონტაჟებიათ როგორც საქართველოს ფარგლებს გარეთ, ასევე საქართველოში.
კითხვა: მინდა, შევიძინო ავტომობილი 30 000 დოლარის ფარგლებში და „მერსედესის” რომელი მოდელი ვიყიდო, მართვის ავტომატური თუ მექანიკური კოლოფით? მირჩევნია, ავტომობილი იყოს კომფორტული, გამძლე და სწრაფი. თქვენ რას მირჩევთ?
პასუხი: ამ ფასში ბევრი საინტერესო ავტომობილის შეძენა შეიძლება თუ „მერსედესზე” უარს იტყოდით. მაგრამ, რადგან პრიორიტეტს „მერსედესს” ანიჭებთ, მაშინ გირჩევთ, არა „ჯიპი“, როგორიც ვთქვათ ახალი „ემელია“, არამედ მსუბუქი, სპორტული სტილის „ცეელესი” ან „ესელი” არჩიოთ. ეს ავტომობილები ძალიან კომფორტული, სწრაფი და ამავდროულად მდიდრულია.
კითხვა: ჩემს ავტომობილში ცუდი ბენზინი ჩავასხი და „კლაპნების” ხმაა. რითი შეიძლება, რომ ეს გამოსწორდეს?
პასუხი: სინამდვილეში ეს სარქველების ანუ „კლაპნების” ხმა არ არის. „კლაპნები” არის მოწყობილობა, საიდანაც ჰაერი შედის და რომლის გაღება-დაკეტვის შემთხვევაში, გამონაბოლქვის გამოდევნა ხდება. ეს მოწყობილობა წკრიალის დროსაც იდეალურად მუშაობს და ეს ადრე ჩვენი რუბრიკის საშუალებით დეტალურად ავხსენი. რეალურად, ეს არის დეტონაციის ხმა. ანუ, ამ დროს – ძრავაში მოხვედრილი დაბალი ხარისხის ბენზინი სრულად ვერ ახერხებს დაწვას. როდესაც სანთლიდან მიიღებს ნაპერწკალს, ის ერთი აფეთქებით სრულ დაწვას ვერ ახერხებს და ზედ დარჩენილი საწვავის მცირე დაჯგუფებები ერთმანეთის მიმდევრობით ფეთქდება. ეს პატარა დაჯგუფებები ისე ფეთქდება, რომ სალონში წკრიალის ხმა ისმის. დაახლოებით, რომ წარმოვიდგინოთ, შედარებისთვის გეტყვით, ბომბი რომ ტყვიების საწყობში ჩავარდეს, რა მოხდება?! ჯერ იქნება ერთი დიდი აფეთქება, მერე კი ტყვიები სულ სათითაოდ გასკდება და აფეთქდება. ზუსტად იგივე ხდება ავტომობილში. ერთმა დიდმა აფეთქებამ მოქმედებაში მოიყვანა დგუში, ხოლო დაუწვავი საწვავი მერე ერთიანად ფეთქდება.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ფორდ ფიესტა”. ეგრეთ წოდებული „სალნიკიდან” გასდის ზეთი, სისტემატურად ვამატებ, მაგრამ გამოცვლას ჯერჯერობით ვერ ვახერხებ. როგორ შეიძლება ამ პრობლემის აღმოფხვრა და ამდენი ხანი ზეთის მატება ხომ არ გამიფუჭებდა ძრავას?
პასუხი: ძრავას უკანა „სალნიკი” არ არის რთულად საშოვნელი ან ძვირად ღირებული დეტალი. ის სხვადასხვა ზომისაა და თუ მაინცდამაინც „ფორდ ფოკუსისას” ვერ იშოვით, თქვენი დეტალი მიიტანეთ და ზომის მიხედვით შეარჩიეთ. თუმცა, ამ პრობლემის მთავარი სირთულე მისი მოხსნა და შეცვლაა, რომელიც დეტალზე გაცილებით ძვირი დაგიჯდებათ. იმისთვის, რომ ძრავას უკანა „სალნიკი” მოხსნან, მართვის კოლოფის მოხსნაა საჭირო, რაც დიდ დროს მოითხოვს და თან, რთულიცაა. მაგრამ ეს მაინც გასაკეთებელია, თავისით ეს „ავადმყოფობა” არ გაივლის. ამიტომ, ჯობია, რაც შეიძლება მალე გააკეთოთ. რაც შეეხება ზეთის დამატებას. ძრავას სხვა დეტალები იმ შემთხვევაში არ დაზიანდებოდა, თუ მიუხედავად დამატებისა, ზეთს დროულად ცვლიდით. ამატებთ, ამატებთ და ძრავაში სულ არის საჭირო რაოდენობის ზეთი, მაგრამ როცა დრო უწევს – ყოველ გავლილ ხუთ-შვიდ ათასზე, ზეთს მაინც ცვლით.

скачать dle 11.3