კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: გვაქვს საკუთარი სახლი. დიდი სურვილი გაგვიჩნდა ეზოსთვის დიდი ტანის ძაღლი შევიძინოთ. მაინტერესებს, ასეთ ძაღლებზე რას გვეტყვით?
პასუხი: დიდი ტანის ძაღლები გარეგნობით ძალზე ეფექტურები და ღონიერები არიან. მათი ყოლის სურვილი, ხშირ შემთხვევაში, ისეთ ადამიანებს უჩნდებათ, რომლებიც ასეთ გოლიათს ვერ მოუვლიან. არ არსებობს ცუდი ძაღლი, არსებობს ცუდი პატრონი! დიდი ტანის ძაღლის შეძენამდე, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ მას კინოლოგის პროფესიონალური წვრთნა ესაჭიროება. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, კანონმდებლობის თანახმად, გიგანტ ძაღლებს პატრონები როგორც იარაღს, ისე იფორმებენ. დიდი ძაღლების პატრონების 90 პროცენტს მიაჩნია, რომ მათ გვერდით საიმედოდ არიან დაცულნი. ეს მართლაც ასეა. ძნელად მოიძებნება დედამიწის ზურგზე ადამიანი, რომელიც შეძლებს, წინ აღუდგეს კანე კორსოს, ბულმასტიფს, ბორდონულ დოგს, მასტინოს, კავკასიურ, გერმანულ და აზიურ ნაგაზებს.
კითხვა: მყავს პუდელი, რომელიც მალე უნდა შევაჯვაროთ. მაინტერესებს, ციკლის პერიოდის რომელ დღეებშია  მიზანშეწონილი ძაღლის დართვა?
პასუხი: ხშირ შემთხვევაში, ძაღლის დართვა შესაძლებელია მე-8-12-14 დღეს. სასურველია, დაწყვილება კინოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ მოხდეს. თუ გსურთ, რომ ძუ ძაღლი მაკედ დარჩეს, ციკლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში აუცილებლად უნდა მიმართოთ კინოლოგს. კინოლოგი შეამოწმებს ძაღლს, გეტყვით გრაფიკს, რის მიხედვითაც მოხდება დაწყვილება. რაც შეეხება დამაკებული ძაღლის დაცვას, მასთან სხვა ხვადი რომ არ მივიდეს, ის მუდმივად უნდა იყოს თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ძუ ძაღლს ამ დროს (ციკლის პერიოდში) სპეციფიკური სუნი აქვს, რომელსაც ხვადი ძაღლები 500 მეტრშიც კი გრძნობენ.
კითხვა: მაინტერესებს, არასპორტული ადამიანისთვის რა ჯიშის ძაღლია რეკომენდებული?
პასუხი: თუ ადამიანი არასპორტულია, არ უყვარს აქტიური ცხოვრება და სჭირდება შესაფერისი ოთხფეხა მეგობარი, მაშინ უნდა იყოლიოს: ინგლისური ან ფრანგული ბულდოგი, ტაქსა, პუდელი ან ტოი-ტერიერი. არავითარ შემთხვევაში არც ერთი ჯიშის ძაღლი არ შეიძინოთ მხოლოდ მისი ვიზუალური მახასიათებლების საფუძველზე. გარეგნობას ხშირად შევყავართ შეცდომაში. შეეცადეთ, კარგად გაერკვეთ სასურველი ჯიშის ხასიათში, რადგან თქვენ იძენთ არა უბრალოდ შინაურ ცხოველს, არამედ ოჯახს მორიგ, თითქმის სრულუფლებიან წევრს ჰმატებთ. ნურასდროს დაეყრდნობით მხოლოდ მოდას, რადგან ძაღლი სამოსი არ არის. სხვადასხვა ჯიშის ძაღლები დროდადრო ხდებიან როგორც მოდური, ასევე, არამოდური. ძაღლი უნდა შეიძინოთ საჭიროებისამებრ და არა მოდურობის გამო. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარწმუნებთ, მოდის ცვლილებასთან ერთად, თქვენი ოთხფეხა მეგობრის მიმართ დაკარგავთ სითბოსა და მზრუნველობას.
კითხვა: როცა ძაღლი რწყილების საწინააღმდეგო პრეპარატით არის დამუშავებული, არ მოქმედებს ეს მასზე (ანუ ჯანმრთელობაზე) უარყოფითად?
პასუხი: აბსოლუტურად არ მოქმედებს. როდესაც ძაღლს დავამუშავებთ რწყილებისა და ტკიპების საწინააღმდეგო პრეპარატით, მეორე-მესამე დღეს შეგვიძლია, თავისუფლად ვაბანაოთ. თუ დამუშავების შემდეგ ძაღლი 15 წუთში ვაბანავეთ, რა თქმა უნდა, წამლის ეფექტი დაიკარგება. სხვა შემთხვევაში, პრეპარატი 30 დღის განმავლობაში ასრულებს თავის ფუნქციას. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ზაფხულში, ტკიპებისა და წრყილების გარდა, ცხოველებში საკმაოდ გახშირებული პრობლემაა ჭიები, რომლის ძირითადი გადამტანია ბალახეული. ძაღლებს ძალიან უყვართ ბალახის ჭამა, ბალახში თამაში და კოტრიალი. ამიტომ, სასურველია, ცხოველი სამ თვეში ერთხელ დავამუშაოთ ჭიებზე, ანუ, ჩავუტაროთ დეჰელმენთიზაცია. სასურველია, ეს მოხდეს სეზონურადაც და არასეზონურადაც. ჭიები საკმაოდ საშიშია, რადგან გადამდებია ადამიანზე, ზაფხულის პერიოდში კი ეს პრობლემა ორმაგად გამძაფრებულია. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ჩაუტარდეს დროული დეჰელმენთიზაცია.

скачать dle 11.3