კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ეძებს შვილს რუსეთიდან ბათუმში და რატომ ვერ ჩამოდის მშობელი დედა შვილის მოსაძებნად

ზოია გიორგის ასული აქსენტიევა (დედა) ეძებს: 23 წლის გიორგი ბერიძეს.
ისტორია: ვეძებ ჩემს შვილს: 1989 წელს დაბადებულ გიორგი ბერიძეს. ამჟამად გიორგი 23 წლის უნდა იყოს. მის შესახებ 2004 წლის შემდეგ არაფერი ვიცი. პირადად მე რუსეთში ვცხოვრობ და გიორგის საძებნელად ჩამოსვლას მატერიალური მიზეზების გამო ვერ ვახერხებ. ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ შვილის მოძებნაში.
ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია „ჟდი მენიას“ საიტიდანაა. სამწუხაროდ, მეტი ინფორმაცია ქალბატონი ზოიასგან ვერ მივიღე. იმედია, გიორგი ბერიძის პოვნასთან ერთად, გასაგები გახდება, თუ რამ დააშორა ერთმანეთს დედა-შვილი. ინფორმაციის სანდოობაზე პასუხს არ აგებს არც „ჟდი მენიას“ სამძებრო საიტი და არც რუბრიკა „დაკარგულები“.
– როგორ დაკარგეთ კავშირი შვილთან, ასეთი რა მოხდა?
– მე დავიბადე და გავიზარდე რუსეთში. გიორგი 2002 წლის 10 აპრილს მშობელ მამასთან ერთად ბათუმში წავიდა – გიორგის მამის სამშობლოში. მას შემდეგ მასთან კავშირი მხოლოდ წერილობით მქონდა. მან სულ 2 წერილზე მიპასუხა, შემდგომ კი ისიც შეწყდა. თუმცა, მე წერილებს მას შემდეგაც ვწერდი, მაგრამ ყველა წერილი უპასუხოდ დარჩა. ძალიან მინდა გავიგო, როგორ არის ჩემი შვილი. რა არის იმის მიზეზი, რომ არ მპასუხობს, ნამდვილად არ ვიცი!
– აქამდე თუ ეძებდით გიორგის და რა ხერხებით?
– ყველანაირად ვცდილობდი მასთან დაკავშირებას, მაგრამ უშედეგოდ. სამწუხაროდ, არ მაქვს იმის საშუალება, რომ ჩამოვიდე საქართველოში და თავად მოვნახო გიორგი. იმედია, ის კარგად და ჯანმრთელადაა. ბოლოს ჩემი ისტორიის მოკლე განაცხადი გავაკეთე „ჟდი მენიას“ სამძებრო საიტზე, სადაც გიორგის პატარაობის ორი ფოტო დავდე. ერთზე გიორგი მარტოა, მეორეზე – მამამისთან ერთადაა.
– ამჟამად გიორგი 23 წლის უნდა იყოს და რატომ გიდევთ მისი ბავშვობის ფოტოები? მასთან კავშირი ხომ, როგორც თქვენ თქვით, 2002 წლიდან არ გაქვთ, ამჟამად კი ის 23 წლის უნდა იყოს.
– გიორგის ბავშვობის ფოტოები იმიტომ დავდე, რომ რაც შეიძლება, მეტ ხალხს მიექცია ყურადღება ამ ისტორიისთვის. დარწმუნებული ვარ, თუკი ამ ისტორიას გულთან ახლოს მიიტანთ და თქვენს რუბრიკაში დაბეჭდავთ, გიორგის მამა, ან თვითონ გიორგი ხომ ნახავენ სურათებს და იქნებ გამომეხმაურონ.
– მაინც, რა არის იმის მიზეზი, რომ ამდენი ხნის განმავლობაში დედა-შვილს ერთმანეთთან კავშირი არ გაქვთ, იქნებ რამე პირადული ამბავია და არ გვიმხელთ?
– ნამდვილად ვეცადე, თქვენთვის ყველაფერი მეთქვა, რისი თქმაც შემიძლია. თუკი ჩემი შვილი ჩემზე ნაწყენია, მე მას პატიებას ვთხოვ. მე, უბრალოდ, მინდა ვიცოდე, რომ ის კარგად და ჯანმრთელადაა. დედა ვარ, ბოლოს და ბოლოს და მეც მაქვს რაღაცის უფლება.
– როგორ ფიქრობთ, გიორგის უნდა თქვენთან დაკავშირება, შეიძლება თუ არა, რომ ის განგებ არ გპასუხობდათ წერილებზე.
– ამაზე პასუხს ნამდვილად ვერ გაგცემთ. მე მაინც მგონია, რომ აქ რაღაც გაურკვევლობაა. თუკი გიორგიმ გადაწყვიტა საცხოვრებლად საქართველოში დარჩენა, მე ამის წინააღმდეგი არ ვიქნები. ის ხომ ქართველია.
– თქვენი ისტორია „ჟდი მენიას“ სამძებრო საიტზე, შეიძლება ითქვას, ახლახან დაიდო. აქამდე არ გიცდიათ განაცხადის გაკეთება?
– მე მხოლოდ 15 ივნისს მოვახერხე განაცხადის გაკეთება. ჯერ ერთი, არ ვიცოდი, როგორ განმეთავსებინა განაცხადი ძებნაზე და მეორეც, დიდხანს ვეცნობოდი მათ პირობებს. ბოლოს კი თქვენც გიპოვეთ, როგორც საქართველოში მომუშავე „ჟდი მენიას“ ნებაყოფლობითი დამხმარე. გიორგის პოვნის შემთხვევაში, მხოლოდ და მხოლოდ მისი სურვილით მექნება მასთან დაკავშირების საშუალება.
თუ გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3