კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახსნა მამათმავლობის დანაშაული დაქირავებულმა ხელოსანმა და რატომ ტოვებდა დამნაშავე სადისტურ კვალს პატარა ბიჭის სხეულზე

38 წლის გოჩა გ-ევი  სამართალდამცველებმა მამათმავლობის ფაქტზე მაშინ ამხილეს, როდესაც ის 19 წლის ახალგაზრდას აიძულებდა მასთან სექსუალური კავშირის დამყარებას. შესაძლოა, ეს დანაშაული ამჯერადაც  გაუხმაურებელი დარჩენილიყო, რომ არა შემთხვევითი მოწმე, რომელიც  ამ ამბავს საკმაოდ უცნაურად შეესწრო.  მოგვიანებით, სასამართლო პროცესზე, სადაც დამნაშავეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, დაზარალებულმა აღიარა, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა გოჩა გ-ევი, აიძულებდა მასთან სექსუალური კავშირის დამყარებას, მაგრამ, გარკვეული გარემოებების გამო, ის ამ ამბის გახმაურებას თავს არიდებდა, რადგან მოძალადე მას აშანტაჟებდა  და აშინებდა, რომ, თუ ის ამის შესახებ მშობლებთან ან პოლიციაში განაცხადებდა,  სასჯელი არც მას ასცდებოდა. 
გოჩა გ-ევი წარსულში  ორჯერ იყო ნასამართლევი: ერთხელ ქურდობისთვის, ერთხელ კი – სექსუალური ძალადობისთვის. პირველად მან სახლთან  ახლოს მდებარე მეზობლის მაღაზიიდან სასმელი მოიპარა. მაღაზიის მეპატრონე სასამართლო პროცესზე აცხადებდა: ათჯერ გამოვიჭირე ქურდობაზე, მაგრამ, მამამისის პატივისცემის გამო ხმას არ ვიღებდი. შვილი იპარავდა, მამა საფასურს მინაზღაურებდა, რომ არ დაეჭირათ, მაგრამ ბოლოს მადა გაეხსნა, მამამაც მასზე ხელი ჩაიქნია და მითხრა: რაც გინდა, ის უყავი, მე ამას ხელს ვეღარ დავაფარებო. გოჩა ციხიდან ორ წელიწადში გათავისუფლდა, მაგრამ, რამდენიმე თვეში ის თავისი მშობლების მდგმურის გაუპატიურების  მცდელობისთვის დააკავეს. სექსუალური ძალადობის გარდა, გოგონამ ის სადისტურ ქმედებებშიც ამხილა და განაცხადა, რომ  გოჩა გ-ევი  ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანი იყო. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ ეს არ დაადასტურა, თუმცა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, უცნაური ხასიათის გამო მას ყველა თავს არიდებდა, მეზობლები  მასთან ერთად სუფრასთანაც კი არ სხდებოდნენ. ციხიდან გამოსულს მოხუცი მამაც გარდაცვლილი დახვდა, ასე რომ, მისი „დამცველი”  არავინ იყო.
19 წლის შაკო  კ-ძე გოჩამ ქუჩაში გაიცნო. ნასვამმა გოჩამ მას მაღაზიიდან სიგარეტისა და სასმლის მოტანა სთხოვა, შემდეგ კი ბიჭი სახლში აიყვანა. შაკო კ-ძე სხვადასხვა ფიზიკური დაზიანებითა და გონებაშეზღუდული დაიბადა, თუმცა, დამნაშავეს არც ამისთვის მიუქცევია ყურადღება. მოგვიანებით ბიჭმა დაკითხვაზე განაცხადა: „როცა ერთმანეთი პირველად გავიცანით, არაფერი მომხდარა, იმ ქუჩაზე ხშირად დავდიოდი, იქვე სკვერში ვისვენებდი ხოლმე.  იმ დღესაც სკვერიდან გამოვდიოდი, როცა ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოსთან გოჩა დავინახე, დამიძახა და მთხოვა, მაღაზიაში გამეგზავნეო.  როცა მოვუტანე, რაც დამაბარა, გამომელაპარაკა, ვუთხარი, რომ ორი ქუჩის მოშორებით ვცხოვრობდი. მოდი, ვიმეგობროთ, სახლში კარგი ფილმები მაქვს და ვუყუროთო. როცა პირველად მივედი მასთან სახლში, ჯერ სასმელი შემომთავაზა, უარი ვუთხარი – არ ვსვამ-მეთქი. მერე ფილმი ჩართო, ეროტიკული ფილმი იყო, გოჩა გვერდით მომიჯდა და მოფერება დამიწყო. მე შემეშინდა და იმ სახლიდან გამოვიქეცი, მაგრამ, ორ დღეში კიდევ ამიყვანა  თავის სახლში, კარი ჩაკეტა, და გასაღები დამალა. ბოლოს მითხრა: ჩვენ შორის რაც მოხდა, არავის უთხრა, თორემ, ორივეს დაგვიჭერენ, შენც ციხეში ჩაგსვამენ – ასეთია კანონიო.”
ამ ფაქტიდან სამი თვის განმავლობაში გოჩა გ-ევი ინვალიდ ახალგაზრდასთან, მისი სურვილის მიუხედავად, ინტიმურ კავშირს რეგულარულად ამყარებდა. მოგვიანებით ბიჭმა მას რამდენჯერმე უთხრა უარი და სახლში აღარ წაჰყვა. გოჩა გ-ევი მას დაემუქრა და, თან, კიდევ  მოატყუა,  რომ, თუ მათ ურთიერთობას გაახმაურებდა, პოლიცია მასაც დააკავებდა.  შაკო კ-ძე იძულებული იყო,  ამის შესახებ ჩუმად ყოფილიყო და მოძალადე მამაკაცის  ნებას დაჰყოლოდა.  ბრალდების მიხედვით: გოჩა გ-ევი ახალგაზრდასთან მოტყუებით, რეგულარულად ამყარებდა სქესობრივ კავშირს.      
  შაკო კ-ძის მიერ  გამოძიებაში მიცემული ჩვენებიდან, მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ერთი მომენტი: როგორც ბიჭი აცხადებდა, გოჩა გ-ევი მასთან სადისტურ სექსუალურ ქმედებებს სჩადიოდა, სხვადასხვა ფორმით ტოვებდა კვალს  ბიჭის სხეულზე და ხშირად თოკით აბამდა კიდეც. სამედიცინო ექსპერტიზამ ბიჭის სხეულზე  სადისტური ინტიმური ქმედებების კვალი დაადასტურა.  რთული სათქმელია, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა მამაკაცის დანაშაულებრივი ქმედებები, რომ არა  შემთხვევითი თვითმხილველი, რომელმაც ის ამ დანაშაულში ამხილა.  
გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში  54  წლის ვიტალი გ-შვილი წერდა: „ამხელა კაცი ვარ და მსგავსი არაფერი მინახავს. შემთხვევით რისი მოწმე არ გახდები ადამიანი, მაგრამ ასეთი რამ? ხელოსანი ვარ, რემონტებზე ვმუშაობ. ერთი თვის წინ ახლობელმა სამუშაო გამომიძებნა: პატარა, კერძო სახლია გასარემონტებელი, სახლის მეპატრონეები იქ არ ცხოვრობენ, შვილმა ცოლი მოიყვანა და სანამ უცხოეთიდან ჩამოვლენ, მშობლებს უნდათ რომ სახლი გარემონტებული დაახვედრონო. მოკლედ, ისეთი საქმე, იყო, ღამეც უნდა მემუშავა, რომ დროში ჩავტეულიყავი. სახლის მეპატრონეს შევუთანხმდი, რომ ღამღამობით, გვიანობამდე რომ მემუშავა, იქვე დავრჩებოდი ხოლმე და დავიწყე ჩემი საქმე. პატარა ეზოში ორი სახლი იდგა, ერთი, რომელსაც მე ვარემონტებდი, მეორე კი შაკო კ-ძის მშობლების. უწყინარი ხალხი არიან, მთელი დღე მათ ხმას ვერ გაიგებ. ეს შაკოც ავადმყოფი ბიჭია, მთელი დღეები ეზოში თავისთვის იჯდა, ხანდახან ჩემთან შემოვიდოდა და მთხოვდა, რამეში ხომ არ დაგეხმაროთო. ამ ინციდენტამდე ხუთი დღით ადრე მისი მშობლები რაიონში წავიდნენ ნათესავის გასვენებაში. გასვენების მერე ცოტა ხანს დავრჩები ჩემს სოფელშიო, – მითხრა  შაკოს მამამ, ბავშვი  მარტო დატოვეს სახლში. ადრეც დაგვიტოვებია და პრობლემა არააო, – მითხრა მამამისმა. შაკო მთელი დღეები სახლში იყო, სულ რამდენჯერმე  ვნახე  ქუჩის გარეთ გასული. იმ ღამეს, როცა პირველად მოხდა ეს ინციდენტი, გვიან რაღაც ხმებმა გამომაღვიძა. გარეთ გავედი. ეზოში საერთო საპირფარეშოა, იქ რომ მოხვდე, კ-ძეების სახლი უნდა გაიარო. ოთახიდან უცნაური ხმები შემომესმა. კი მივხვდი, რაც ხდებოდა, მაგრამ მაინც ვერ დავუშვი, რომ ამ პატარა ბიჭთან, რომელიც ვიცოდი, ავად იყო, ვინმე მივიდოდა. თან, ცოტა არ იყოს, დავიბენი კიდეც, ოთახიდან მხოლოდ კაცების ხმა მესმოდა. რაღა დამაძინებდა, შევედი  იმ სახლში, რომელსაც ვარემონტებ და დაველოდე, დამენახა ვინ გამოვიდოდა გარეთ. ერთი საათიც არ იქნებოდა გასული, რომ ეზოში უცნობი მამაკაცი გამოვიდა და წავიდა.  დილით შაკოს რომ შევხვდი, არაფერი მიკითხავს. ვიგრძენი, რომ ბიჭიც მომერიდა. ორი დღე ამაზე ვფიქრობდი, არავისთვის არაფერი მითქვამს, ან ვისთვის უნდა მეთქვა, არავის ვიცნობ იმ უბანში.  მეორე ღამეს ის მამაკაცი ისევ მოვიდა, გვიანი კი იყო, მაგრამ არ მეძინა და ფანჯრიდან დავინახე. ნახევარ საათზე ცოტა მეტი იქნებოდა გასული, ეზოში მალულად გამოვედი და  მეორე სახლისკენ წავედი. ეზოში ჩამიჩუმი არ ისმოდა, არადა დავინახე, ის მამაკაცი სახლში რომ შევიდა. ცოტა ხნის მერე კიდევ გავიარე შაკოს ოთახთან, ამჯერად უკვე გავიგონე ხმები – ბიჭი თხოვდა მამაკაცს, რომ თავი დაენებებინა, ის კი მაინც ეძალავებოდა. უკვე  მივხვდი, რაშიც იყო საქმე. ერთი კი გავიფიქრე, შევალ ახლა და ამ კაცს მაგრად ვცემ-მეთქი, მაგრამ მერე ვიფიქრე, იარაღი არ ჰქონდეს-მეთქი. მეგობარს გადავურეკე და საქმის ვითარება ავუხსენი, მირჩია, ჩუმად პოლიცია გამოიძახეო. მეც ავდექი და პოლიციაში დავრეკე.  ისინი ფაქტზე დაადგნენ დამნაშავეს, რომელიც პატარა ბიჭთან სექსუალური კავშირით იყო  გართული”.
დაკავებისას გოჩა გ-ევმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. ეს ის არაა, რასაც თქვენ ფიქრობთო, – გაჰყვიროდა შიშველი მამაკაცი. ჩადენილი დანაშაული მან მხოლოდ მოგვიანებით აღიარა, როდესაც გამოძიებამ დამნაშავის წინააღმდეგ არსებული სამხილები დადო – დაზარალებულისა და მოწმის, დაქირავებული ხელოსნის ჩვენება. მამათმავალს, სხვა გზა აღარ დარჩენოდა, რომ ჩადენილი დანაშაულის დეტალების შესახებ თავად მოეთხრო, მათ შორის ისიც აღიარა, რომ შაკო კ-ძე მსხვერპლად მხოლოდ იმის გამო ამოირჩია, რომ ავადმყოფი იყო და წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. გოჩა გ-ევს  ეს დანაშაული 12 წლის თავისუფლების აღკვეთად დაუჯდა. დაზარალებულ   ბიჭს   კი, რომელთანაც  ის სქესობრივ კავშირს იძულებით და მოტყუებით ამყარებდა, კვალიფიციური ექიმებისა და ფსიქოლოგების დახმარება დასჭირდა.

скачать dle 11.3