კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ და როგორ ბეჭდავდა მილიონობით ყალბ მანეთს თბილისის ერთ-ერთ სარდაფში

საზარელი მკვლელობა
– აქეთ მობრძანდით, ქალბატონო და ყველაფერი მომიყევით, – უთხრა აცრემლებულ ქალს მაიორმა ალავიძემ, რომელიც საბურთალოს ერთ-ერთ კერძო ბინაში მომხდარ მკვლელობას იძიებდა.
– მე ანა თორთლაძე ვარ, საცოდავი ვარლამის მეზობელი. აქვე, გვერდით ვცხოვრობ. მე და ამ უბედურს კარგი მეზობლობა გვქონდა და საღამოობით მე, ჩემი მეუღლე და სხვა მეზობლები ხშირად ვიკრიბებოდით მასთან და ლოტოს თამაშით ვერთობოდით. ამ დილით კი, ჩემი ტელეფონი გაფუჭდა, ამიტომ, ვარლამთან გადმოვედი, რომ „ატეესში“ დამერეკა, მაგრამ, ასეთი საშინელი ვითარება დამხვდა. ოი, ეს უბედური... ალბათ, ვიღაც მანიაკმა მოკლა, – თქვა ქალმა და აქვითინდა.
39 წლის ვარლამ ქურხული საბურთალოზე ცხოვრობდა. ის მარტოხელა იყო. მეზობლებმა ვარლამი შიშველ მდგომარეობაში აღმოაჩინეს. მას თავიც მოკვეთილი ჰქონდა და სასქესო ორგანოც. ქურხულის მოჭრილი თავი კომოდზე იდო.
მაიორმა წყალი მიაწოდა ქალს და ჰკითხა:
– რა პროფესიის იყო მოკლული?
– საცოდავი ვარლამი ამ ბოლო პერიოდში გულს უჩიოდა და სამი წელიწადია, რაც ძირითადად, სახლში იჯდა. ისე კი, ადრე ბუღალტრად მუშაობდა.
სამზარეულოში ორმოცდახუთიოდე წლის მამაკაცმა შეიხედა, ქალს ბოდიში მოუხადა და მაიორი ალავიძე გარეთ გაიხმო.
– რაშია საქმე, ოთარ? – ჰკითხა ალავიძემ სამედიცინო-სასამართლო ექსპერტს, ოთარ ნოდიას, რომელმაც მაიორი გაიხმო.
– ისეთი გრძნობა მაქვს, რომ აქ რაღაც ძალიან ჩახლართულია საქმე. მოკლულს თითებზე საღებავი აქვს წაცხებული და ისეთი მკვეთრი სუნი ასდის, როგორც ბანკიდან გამოტანილი ახალი ფულის კუპიურებს. ერთი ჰკითხე იმ ქალს მოკლულის პროფესია და ბოლოს სად მუშაობდა.
– ბოლო სამი წელია, არსად უმუშავია და სახლში იჯდა, ადრე კი ბუღალტერი ყოფილა.
– ჰოდა, ჩემო ნოდარ, ეს სახლი კარგად უნდა დავათვალიეროთ. გული მიგრძნობს, რომ რაღაცას აღმოვაჩენთ.
ნოდარ ალავიძემ ქალის შემდეგ კიდევ ორი მეზობელი და მეეზოვე დაკითხა. შემდეგ ისინი გაისტუმრა და სამმართველოს ოპერებთან ერთად ვარლამ ქურხულის ბინა საგულდაგულოდ გაჩხრიკა. სარდაფის დათვალიერებისას, კოხტად მოწყობილი მარნის ქვეშ ალავიძემ კიბე აღმოაჩინა. მილიციელები კიბეზე დაეშვნენ და 40 კვადრატული მეტრის ოთახი დახვდათ. კედლებზე რკინის თაროები იყო მიმაგრებული, მარცხენა კუთხეში დიდი დაზგა იდგა, იქვე კი საგულდაგულოდ დაჭრილი ქაღალდი ელაგა.
– საოცრება! – თქვა ალავიძემ, – მე  მგონი, ფულის საბეჭდი დაზგა აღმოვაჩინეთ!
მილიციელები ზევით ავიდნენ და მილიციის სამმართველოს შეატყობინეს ყველაფერი. ერთი საათის შემდეგ ქურხულის ბინაში ექსპერტ-კრიმინალისტები მივიდნენ და, დაზგა რომ დაათვალიერეს, დაადასტურეს, რომ სარდაფში აღმოჩენილ პოლიგრაფიულ დაზგაზე ფულის დაბეჭდვა შეიძლებოდა.

გამქრალი 600 ათასი მანეთი
ფულის საბეჭდ დაზგასთან ერთად ექსპერტებმა დაჭრილი ქაღალდიც შეამოწმეს და დაადგინეს, რომ „გოსზნაკის“ სპეციალური ქაღალდი ფულის საბეჭდად ვარგისი იყო. გარდა ამისა, ერთ-ერთ თაროზე მაიორმა ალავიძემ შავი ბლოკნოტი იპოვა, რომელშიც ვარლამ ქურხული ჩანაწერებს აკეთებდა. იქ მითითებული იყო დასაბეჭდი ფულის რაოდენობა და მათი წამღების სახელები. როგორც ალავიძემ დაადგინა, ქურხულს 3 მილიონი მანეთი ჰქონდა დაბეჭდილი. აქედან 2 მილიონ 400 ათასი უკვე გასაღებული იყო, 600 ათასი კი უნდა გაესაღებინა.
ჩანაწერი 25 მაისით იყო დათარიღებული, მკვლელობა კი 27 მაისის დილას მოხდა და 600 ათასი მანეთის წამღების, ვინმე გაგას მოსვლის დრო აღნიშნული არ იყო. ალავიძემ საათს დახედა და თქვა:
– უკვე საღამოს 9 საათი სრულდება. როგორც ჩანს, იმ გაგამ უკვე იცის ქურხულის მკვლელობის ამბავი და აქაურობას სათოფეზეც აღარ გაეკარება.

მექალთანე ბუღალტერი
ვარლამ ქურხულის მკვლელობის საქმე „კაგებემ“ წაიღო, ნოდარ ალავიძე კი შევჩენკოს ქუჩაზე დაიბარეს.
– თქვენი ვერსიები მაინტერესებს, – უთხრა მას პოლკოვნიკმა სილაგაძემ.
– ვფიქრობ, რომ ქურხული ფულის გამო არ მოუკლავთ, ის შურისძიების მსხვერპლია.
– კონკრეტულად?
– ქურხული ქალის გამოა მოკლული. ამაზე ის მიუთითებს, რომ მას სასქესო ორგანო აქვს მოკვეთილი. ასეთ რამეს კი შურისმაძიებელი ქმრები აკეთებენ.
– ესე იგი, მოკლული ქურხული ვიღაცის ცოლის საყვარელი იყო და მისმა ქმარმა იძია შური?
– დიახ, ასე ვფიქრობ.
– ფული?
– ფული, ალბათ, თავად ქურხულმა შესთავაზა მკვლელს, შეწყალების სანაცვლოდ. მან კი, ჯერ ფული აიღო, მაგრამ, ქურხული მაინც მოკლა.
– ლოგიკურია და სავსებით რეალური. თქვენ ამ ხაზით იმუშავეთ, ჩემები კი ყალბი ფულის გამავრცელებლებზე ინადირებენ.
ნოდარ ალავიძე ქურხულის წარსულს ჩაუღრმავდა და დაადგინა, რომ ის თავგამოდებული მექალთანე იყო. ერთ-ერთმა კოლეგამ კი მაიორს უთხრა:
– ვარლამს ქალებისგან მოსვენება არ ჰქონდა, ისინი მას, რომ იტყვიან, ზედ ახტებოდნენ. ამის გამო მას ერთი ქალის ქმართან უსიამოვნებაც კი მოუვიდა.
ალავიძემ იმ კაცის ვინაობა დაადგინა, მაგრამ ის ორი წლის გარდაცვლილი აღმოჩნდა და ეს ვარიანტი თავისთავად გამოირიცხა.
ამის შემდეგ მაიორმა ძალიან შრომატევადი სამუშაო ჩაატარა, ქურხულის ყველა საყვარლის – 32 ქალის სია შეადგინა, რომლებსაც ალავიძე სათითაოდ სწავლობდა.
– ამდენს საიდან ასწრებდა ის კაცი! – იტყოდა ხოლმე მაიორი, როდესაც მორიგ ეჭვმიტანილს გამორიცხავდა საქმიდან.
მაიორის ყურადღება ვინმე ლამარა ბებიამ მიიპყრო და ალავიძემ მისი შესწავლა დაიწყო.

გაუჩინარებული მზარეული
ლამარა ჭიჭიკოს ასული ბებია, ისევე როგორც დანარჩენი 31 ქალი, რომლებიც ალავიძის სიაში მოხვდნენ, ქურხულის საყვარელი იყო. მაგრამ, მან ორი რამის გამო მიიპყრო განსაკუთრებული ყურადღება: პირველი მიზეზი ის იყო, რომ ქალს კრიმინალი ქმარი ჰყავდა, რომელიც შეიარაღებული ძარცვისთვის 13-წლიანი პატიმრობიდან 3 თვის წინ გათავისუფლდა; მეორე კი ის, რომ, ქმრის გათავისუფლებიდან ერთი თვის შემდეგ ქალი გაუჩინარდა. ბებიას მეუღლემ, 38 წლის ტიტე ამბაკოს ძე ჟონიამ მილიციას განცხადებით მიმართა და ლამარა ბებიას ძებნაში დახმარება ითხოვა. თავის განცხადებაში ის წერდა: „26 თებერვალს, საღამოს 7 საათზე, ლამარა თავის მეგობართან, ნონა კირთაძესთან წავიდა და ის მას მერე არ მინახავს. ამ დროს ჩემს ორ მეზობელთან ერთად ვქეიფობდი სარდაფში“.
ალავიძემ გულდასმით გადაამოწმა ჟონიას სიტყვები და კირთაძემაც დაადასტურა, რომ ლამარა მართლაც მასთან უნდა მისულიყო იმ საღამოს. ჟონიას მეზობლებმაც აღნიშნეს, რომ ტიტე მართლაც მათთან ერთად ქეიფობდა სარდაფში. თუმცა, მაიორი გრძნობდა, რომ ჟონია გარეული იყო ამ ჩახლართულ საქმეში და მისი უდანაშაულობის არ სჯეროდა. საქმე კი ის იყო, რომ ლამარასა და ვარლამის ამბავი მთელმა საქსოვმა კომბინატმა იცოდა. ლამარა ბოლო დღემდე მუშაობდა მზარეულად, ვარლამი კი ოთხი წლის წინ – ბუღალტრად, თუმცა, მათი ურთიერთობა შემდეგაც გრძელდებოდა და მხოლოდ მას შემდეგ შეწყდა, რაც ტიტე გათავისუფლდა ციხიდან. მაიორმა ალავიძემ ჟონიაზე ოცდაოთხსაათიანი თვალთვალი დააწესა – დარწმუნებული იყო, რომ ეს შედეგს გამოიღებდა.

გახსნილი კვანძი
პირველი კვანძი ამ საქმეში უშიშროებამ გახსნა, როდესაც ყალბი ფულის გამსაღებელთა ორგანიზებული ჯგუფი დააპატიმრა. მათ შორის იყვნენ გაგა ნიკურაძე და ნიკოლოზ ესაკია, რომლებიც ქურხულს თავის ჩანაწერებში ჰყავდა მოხსენიებული. მათ დაადასტურეს, რომ ვარლამთან თანამშრომლობდნენ და სხვა თანამზრახველებიც დაასახელეს. ამის შემდეგ „კაგებემ“ მოსკოვსა და თბილისში კიდევ 6 ადამიანი დააპატიმრა, რომლებიც ფულის საბეჭდი ქაღალდით, საღებავით და დაზგის დეტალებით ამარაგებდნენ ქურხულს. გაგა ნიკურაძემ ისიც დაადასტურა, რომ 27 მაისს 600 ათასი მანეთის წასაღებად უნდა მისულიყო ქურხულთან და, მკვლელობის ამბავი რომ შეიტყო, აღარ მივიდა.
თვალთვალის მეექვსე დღეს მილიციის „ოპერებმა” თბილისის აეროპორტში ტიტე ჟონია დააკავეს. მას ტყავის ჩანთა გაუჩხრიკეს და 399 ათასი მანეთი ყალბი კუპიურები აღმოუჩინეს. ჟონია ლენინგრადში აპირებდა გამგზავრებას და ყალბი ფულის გადახურდავებას, მაგრამ, ის მილიციის სამმართველოში მიიყვანეს და აღიარებითი ჩვენება დააწერინეს, რომელშიც ვკითხულობთ: „ლამარას ბოზობის ამბავი მისმა ბიძაშვილმა, ხათუნამ მითხრა. მე და ხათუნა საყვარლები ვიყავით. ჩემი თხოვნით, მან ლამარა მოკლა და დაჩეხა, შემდეგ კი თავისსავე სარდაფში დამარხა“.
– ხათუნა სადღაა? – ჰკითხა ჟონიას ალავიძემ.
– მე ის მოვკალი და მტკვარში გადავაგდე, რადგან, ადრე თუ გვიან, ჩამიშვებდა.
– ახლა ქურხულის მკვლელობის ამბავი მოყევით.
– ქურხულს სამი დღე ვუთვალთვალებდი. ბოლოს კი სახლში დავადექი. როდესაც ბინაში შევედი და ვუთხარი, ვინ ვიყავი, მან წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მე კი ის გავთიშე, საწოლზე მივაბი და უნდა მომეკლა, მაგრამ მან დიდი ფული შემომთავაზა. მე დავთანხმდი, ჯერ ფული გამოვართვი, შემდეგ კი ღორივით დავკალი და რაც ეკუთვნოდა, ის მივუზღე.
– იცოდით, რომ ქურხულმა ყალბი ფული მოგცათ?
– მე თვითონ მივხვდი. მას ხომ სარდაფში ჩავყევი და, დაზგა რომ ვნახე, ყველაფერი ნათელი გახდა.
მილიციამ ხათუნას სარდაფი გათხარა და იქ მართლაც აღმოაჩინეს მოკლული ლამარა ბებიას დაჩეხილი ცხედრის ნაწილები. თავად ხათუნა ქირიას გახრწნილი და თევზებისგან შეჭმული ცხედარი კი ორთაჭალჰესთან იპოვეს.
ტიტე ჟონია უმაღლესმა სასამართლომ გაასამართლა და ორი ადამიანის მკვლელობისთვის დახვრეტა მიუსაჯა.

скачать dle 11.3