კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დელიკატესები სხეულისთვის

არ აქვს მნიშვნელობა, დამღლელი სამსახური გაქვთ თუ დიასახლისის ჭაპანს ეწევით, სხეულს აუცილებლად სჭირდება პერიოდულად გამხნევება-გახალისებაც და დამშვიდებაც. ამიტომ, გთავაზობთ სურნელოვან კოქტეილებს, რითაც, დარწმუნებული ვართ, კმაყოფილი დარჩებით. მაგრამ, სანამ მათ გამოიყენებთ, აუცილებლად უნდა გაიკეთოთ მსუბუქი პილინგი სახესა და სხეულზე (კვირაში ერთხელ). პილინგის გაკეთება კი მაშინ არის ყველაზე ეფექტური, როცა კანი გახურებული და დარბილებულია, ანუ, აბაზანის მიღებისთანავე წაისვით სახეზე წინასწარ მომზადებული, ცხელ წყალში დამბალი, დაფქული „ჰერკულესი“, რომელშიც შერეული იქნება რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და რამდენიმე წვეთი A, D და E ვიტამინები (ზეთოვანი), მთელ სხეულზე კი – მდუღარე წყალში გახსნილი მჭადის ფქვილი, რომელშიც, ასევე, შეურევთ ლიმონის წვენსა და ვიტამინებს. რამდენიმე წუთის შემდეგ რბილი, მსუბუქი მოძრაობით, დოლბანდის მოზრდილი ტამპონით დაიმასაჟეთ ჯერ სახე, შემდეგ კი – სხეული და თბილი შხაპით ჩამოიბანეთ. აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ კი უკვე კოქტეილების დროც დგება. გთავაზობთ ორ კოქტეილს – გამამხნევებელს (რომელიც გამოაცოცხლებს თქვენს სხეულს) და დამამშვიდებელს (რომელიც მოგიხსნით დაღლილობასა და სტრესს). ორივეს ერთად, რა თქმა უნდა, ვერ გაიკეთებთ. დაიწყეთ იმით, რომელიც უფრო გჭირდებათ.
გამამხნევებელი კოქტეილი: ერთმანეთში კარგად აურიეთ 2 წვეთი კედრის, თითო წვეთი გრეიპფრუტისა და მანდარინის, 3 სადილის კოვზი ნიგვზის ზეთები და ეს ნარევი მსუბუქი მოძრაობით შეიზილეთ მუცელზე, ხელებსა და ფეხებზე, მერე კი 15-20 წუთი წამოწექით. სიმხნევე და ხალისიანი განწყობა მთელ კვირას გაგყვებათ.
დამამშვიდებელი კოქტეილი: 1 ჩაის კოვზი ნიგვზის, 2 ჩაის კოვზი ზეითუნის, 1 ჩაის კოვზი ქაცვისა და 2 წვეთი ვარდის ზეთი კარგად აურიეთ ერთმანეთში და შეიზილეთ მთელ სხეულზე – ყელიდან ფეხის თითების ჩათვლით, შემდეგ კი წამოწექით. რამდენიმე წუთში იგრძნობთ სხეულის სასიამოვნო მოდუნებას, დაღლილობა და დაძაბულობა კი კარგა ხანს აღარ შეგაწუხებთ.

скачать dle 11.3