კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე ჩაის დიეტა – წლევანდელი ზაფხულის „ჰიტი“

ეს სასწაული სასმელი არა მხოლოდ ზედმეტ კილოგრამებს გააქრობს, არამედ, დაასტაბილურებს თქვენთვის სასურველ წონას.
მწვანე ჩაის დიეტას გახდომის ერთ-ერთ საუკეთესო მეთოდად აღიარებენ ჰოლივუდის ვარსკვლავებიც და, მათი გარეგნობიდან გამომდინარე, ძნელია, არ ენდო ამ არჩევანს.
დიეტის მთავარი წესები:
დღის განმავლობაში უნდა დალიოთ 1-2 ლიტრი მწვანე ჩაი, ასევე, შეგიძლიათ, წყურვილი დაიკმაყოფილოთ გაზგასული მინერალური წყლით, მაგრამ, კვებასა და კვებას შორის „წასუსნავება“ მკაცრად გეკრძალებათ;
მენიუდან მთლიანად უნდა ამოიღოთ კარტოფილი, ყურძენი, ლეღვი და ბანანი;
2-კვირიანი კურსის ჩატარების შემდეგ 7-10 დღე შეისვენეთ. ამ დღეების განმავლობაში კი მიირთვით ეკოლოგიურად სუფთა, დაბალკალორიული საკვები;
მწვანე ჩაი უნდა დალიოთ კვებამდე ნახევარი საათით ადრე;
ბრინჯი ან სხვა ნებისმიერი ბურღული მოხარშეთ მწვანე ჩაის ნაყენში;
შეეცადეთ, ძირითადად უმი პროდუქტები მიირთვათ;
გამორიცხეთ შემწვარ-მოხრაკული კერძები;
მინიმუმამდე დაიყვანეთ ცხიმი, შაქარი და ცომეული.
„მოატყუეთ” თქვენი კუჭი: ერთი ჩვეულებრივი ულუფა გაყავით სამ ნაწილად და პატარ-პატარა ლუკმებითა და დიდხანს ღეჭვით, მიირთვით მხოლოდ ერთი ნაწილი, დანარჩენით კი ოჯახის რომელიმე წევრს გაუმასპინძლდით. თუ ერთი მესამედი ძალიან ცოტა აღმოჩნდა, შეგიძლიათ, ულუფა შუაზე გაყოთ.
იმისთვის, რომ მწვანე ჩაიმ დაწვას ცხიმები, აუცილებელია, იცოდეთ მისი სწორად მომზადება, თანაც, გახსოვდეთ, რომ ყოველი დალევისას ახალი ნაყენი უნდა მოამზადოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის თავის მთავარ ფუნქციას დაკარგავს.
მწვანე ჩაი – „სენჩა“: 1 სადილის კოვზ ჩაის (5 გრამი) დაასხით 1 ჩაის ჭიქა 80 გრადუსამდე გაცხელებული წყალი, გააჩერეთ 45 წამი, გადაწურეთ ნაყენი მეორე ჭიქაში და მაშინვე დალიეთ პატარ-პატარა ყლუპებით.
მწვანე ჩაი – „მატჩა“. ეს ჩაი ფიალაში მზადდება (სასიამოვნო შეგრძნება გექნებათ, თუკი დიეტის დროს ყველა წესს დაიცავთ): 1 ჩაის კოვზ წმინდად დაფქულ ჩაის ფხვნილს დაასხით ადუღებამდე მიყვანილი წყალი (ჩაიმ თვისებები რომ არ დაკარგოს) ისე, რომ ფიალის 1/3 შეივსოს. მიღებული სქელი მასა, სპეციალური ჩხირით (კოვზითაც შეიძლება) კარგად მოურიეთ და მაშინვე დალიეთ. შეგიძლიათ, დალევის წინ დაუმატოთ ცოტაოდენი თბილი, უცხიმო რძე. თუ ფიალის ფსკერზე ნალექი დარჩა, შეგიძლიათ, მთლიანად ამოჭამოთ – მასში უამრავი სასარგებლო უჯრედისი და სხვა ნივთიერებებია, რომლებიც ახდენს კალორიების ბლოკირებას და ორგანიზმს დეტოქსიკაციას უკეთებს.
P. S. კვება დღის განმავლობაში 4-ჯერადი უნდა იყოს და 18 საათის შემდეგ აღარაფერი მიირთვათ.
ამ დიეტით ნელ-ნელა, მაგრამ „შეუქცევადად“ დაიკლებთ – თვეში 4-5 კილოგრამი არც ისე ცოტაა!

скачать dle 11.3