კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: თუ არის ცნობილი, როგორ უვლიან სახეს, თმასა და სხეულს ჰოლივუდის ვარსკვლავები?
პასუხი: მხოლოდ რამდენიმე მათგანის მაგალითს მოგახსენებთ:
ნიკოლ რიჩი არ ცნობს თუნდაც ცნობილი ბრენდების კრემებს, ის თავად ამზადებს ცოცხალი ვაშლის, მწვანე პარკოსნებისა და ბანანისგან პიურეს და იკეთებს ნიღბებს.
ევა მენდესი თმის მოვლის დედისეულ მეთოდს იყენებს: შამპუნის ნაცვლად თმას საბავშვო ტალკით იბანს. მისი მტკიცებით, ტალკი იწოვს თმის ძირებიდან ცხიმს და ღერებს უფრო მორჩილსა და დამჯერს ხდის.
აიშვარია რაიც თავად იმზადებს სახის გასაწმენდ ნიღაბს: ცოტაოდენი რძე, ნატურალური იოგურტი და მწიკვი კურკუმა. სცადეთ, იქნებ თქვენც მოგეწონოთ.
ჯულიანა მური კვირაში ერთხელ იკეთებს სხეულის „შეფუთვას“ მკვდარი ზღვის მინერალების გამოყენებით. პროცედურის შემდეგ ლავანდის ზეთის შეზელა კი მას აუცილებელ პირობად მიაჩნია.
დიტა ფონ ტიზი განსაკუთრებით მონდომებით უვლის სხეულს, რადგან... მას ხშირად უწევს საზოგადოების წინაშე შიშველი გამოსვლა. ამიტომ, მისი სხეული უნაკლო რომ იყოს, საკმაოდ უცნაურ მეთოდს იყენებს: წყლით სავსე აბაზანაში ყრის დამტვრეულ ყინულსა და ეგზოტიკური ხილის ნაჭრებს და მასში 5-10 წუთი (რამდენ ხანსაც გაუძლებს) ნებივრობს.
კითხვა: სახეზე გამიჩნდა მკრთალი ლაქები (მანამდე არასდროს მქონია). მაინტერესებს, არის თუ არა რაიმე ხალხური საშუალება ამ პრობლემის მოსაგვარებლად?
პასუხი: წვრილ სახეხზე გახეხეთ ნახევარი კიტრი და შეურიეთ ნახევარი ლიმონის წვენი ან ნახევარი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი. მიღებული მასა წაისვით მთელ სახეზე (თვალების გარშემო არ წაისვათ) და წამოწექით 20 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. ამის მერე მჭადის ფქვილში შეაზილეთ რამდენიმე კოვზი მჟავე მაწონი და წაისვით ნიღაბი. რომ შეშრება, დასველებული და გაწურული დოლბანდით  გაიკეთეთ პილინგი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი ან ზეითუნის ზეთი, რომელშიც რამდენიმე წვეთი ლიმონი იქნება შერეული.
ასევე, კარგია, თუ ყოველ დილით (ახალი რომ იყოს) მოამზადებთ კიტრის ლოსიონს და დილა-საღამოს გაიწმენდთ სახეს: 1 ცალი კიტრი გახეხეთ, გაწურეთ და წვენში შეურიეთ ახალგამოწურული ლიმონის წვენი (1 ჩაის კოვზი). ინახება მხოლოდ დილიდან საღამომდე, მაცივარში (არა საყინულეში).

скачать dle 11.3